იცი თუ არა, რა არის “კარგი სექსი”?
36, Tbilisi, Georgia


“კარგი სექსის” შესახებ ყველას გვსმენია. თუმცა (თურმე) რთულია შეაფასო სექსი კარგია, თუ ცუდი, სანამ თავად არ გამოსცდი კარგ, აღმაფრთოვანებელ, სულელურ, მაგრამ საოცარ, “აქამდე რას ვაკეთებდი” – სექსს.

თუ ცხოვრებაში შეხვდი მამაკაცს/ქალს, რომელმაც გაიძულა შენი წარსული სექსუალური გამოცდილებისთვის გადაგეხედა, თავი “ნამდვილ ქალად” გაგრძნობინა და დაგარწმუნა, რომ “ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა”, მაშინ გილოცავ, შენ “ის” იპოვე.

რატომ? იმიტომ, რომ რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ვიფიქროთ, განვიხილოთ, დავგმოთ და მოვიწონოთ, სექსი ინტიმური ურიერთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პრიორიტეტები ინდივიდების მიხედვით იცვლება, თუმცა ეს (!) თითქმის გამონაკლისების გარეშე, ყველგან, ყველასთვის (სქესის მიუხედავად) მნიშვნელოვანია.

თუ არ გქონია ასეთი გამოცდილება, ან შენი ახლანდელი სექსუალური ცხოვრებით კმაყოფილი ხარ, თუმცა არ იცი, “ეს ის არის”, თუ – არა, გადახედე “არც ისე კარგი სექსის” კრიტერიუმებს.

იმედი გვაქვს, პრაქტიკულად თუ არა, თეორიულად მაინც დაგეხმარებით “უმთავრესი ჭეშმარიტების” გამოცნობაში, დანარჩენი კი… დანარჩენი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, რადგან თავად ხარ საკუთარი სხეულის და სხვა დანარჩენის პატრონი და განმკარგავი.

1. ბევრს ფიქრობ

სექსის დროს შენი გონება მუდმივად სხვა მიმართულებით გარბის და ამის კონტროლი არ შეგიძლია. შენი ფიქრები “უთო ხომ გამოვრთე” რუტინული მოქმედებების ზღვრებს სცდება და იმ დროს, როცა მთლიანად უნდა ნებდებოდე სიამოვნებას, იმაზეც კი ფიქრობ: “რა ჩაიცვა ხვალ”, ან “დირექტორის ბოლო დავალება ჯერაც არ შეგისრულებია, ნეტავ პრობლემები ხომ არ შეგექმნება?”.

მართალია, ყველას გვქონია ცუდი დღეები, მაგრამ თუ საკუთარ გონებას ხშირად ვერ იმორჩილებ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ შენს პარტნიორთან სექსი იმდენად მოსაწყენია, დროს არ კარგავ, უფრო მნიშვნელოვან თემებზე იფიქრო.

2. ფინალამდე წუთებს ითვლი

ჰო, და გამოიცანი რას ვგულისხმობ ფინალში: რა თქმა უნდა, შენი პარტნიორის ფინალს, რადგან შენ ხომ ამაზე ვერც იოცნებებ. რამდენსაც უნდა ეცადო, არ გამოდის და ალბათ “ასეა ყველა, კაცებისთვის მარტივია, მაგრამ ალბათ, ქალები სიამოვნებას ძალიან იშვიათად იღებენ. რთულია და რა ვქნა?! ჰო და, კიდევ, ალბათ ჩემი მეგობრები რომ კარგ სექსზე ლაპარაკობენ, ამას გულისხმობენ. ამაზე კარგი რა უნდა იყოს, როცა საყვარელ მამაკაცს სიამოვნებას ანიჭებ… ნეტავ თმის უთო ჩართული ხომ არ დამრჩა… ხვალ აუცილებლად უნდა წავიდე კაბის საყიდლად, თორემ შემდეგ კვირაში ვეღარ მოვიცლი… წარმოდგენა არ მაქვს, როგორი კაბა მინდა, მაგრამ ხვალ გავივლი და იმედი მაქვს, რამე მომეწონება… ნინოს უნდა დავურეკო, გამომყვეს, მარტო ხომ არ წავალ… აი მორჩება და დავურეკავ… ნეტავ როდის მორჩება…”


3. ფინალის დადგომისთანავე იცვამ

ან გადასაფარებელს სწვდები, რომ შიშველი არ დაგინახოს. სწორად გამოიცანი! ეს იმაზე მიუთითებს, რომ მასთან თავს კომფორტულად არ გრძნობ, შესაბამისად, (თითქმის) ვერასდროს იღებ სიამოვნებას. შენ წარმოიდგინე, შენი პარტნიორისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს შენს ცელულიტს, ოდნავ (ან მეტად) მოშვებულ მუცელს თუ იმას, რომ ფრჩხილები ერთი კვირაა არ გაგიკეთებია. იმიტომ, რომ ის შენთანაა, ანუ მოსწონხარ (უყვარხარ), მცირე დეტალები უმნიშვნელოა, თუმცა რაც მეტ ყურადღებას გაამახვილებ ამ დეტალებზე, მით მეტად შეგაწუხებს ეს ამბავი და შენი სიამოვნების ხარისხიც პროპორციულად შემცირდება.

4. სიამოვნებას მხოლოდ გარკვეულ პოზაში იღებ

თუ ეს პრობლემა გაქვს, დააკვირდი პოზას. სავარაუდოდ, ამ პოზაში თავს უფრო კომფორტულად გრძნობ; ასევე სავარაუდოდ, ამ პოზაში ნაკლებად თვალშისაცემია შენი “ნაკლოვანებები”, შესაბამისად, მათზე აღარ ფიქრობ; ასევე სავარაუდოდ, ამ პოზაში სექსი იმდენად ხშირად გაქვს, რომ არ გინდა რამე სხვა გამოსცადო.

თუ ასეა, სასწრაფოდ, მოძებნე კამა სუტრას ელექტრონული ვერსია და ნებისმიერი პოზა შეარჩიე, რომელიც მოგეწონება და რომელიც განსხვავდება იმ “ერთი ჩვეულისგან”.

შეგიძლია სხვადასხვა დღისთვის სხვადასხვა პოზა შეარჩიო და პარტნიორთან ერთად ექსპერიმენტებზე წახვიდე. თუ ახლა გაიფიქრე: რა საჭიროა? თავს ასეც კარგად ვგრძნობ! მე გიპასუხებ, მაშინ რატომ კითხულობ ამ სტატიას? პრობლემის მოსაგვარებლად პირველ რიგში მისი აღიარებაა საჭირო. და კიდევ, სიახლეები ხომ საინტერესოს ხდის ცხოვრებას? ასევე საინტერესოს გახდის სიახლე შენს სექსუალურ ცხოვრებას. ჰოდა, რა არის ამაში ცუდი? ზუსტად! არაფერი!

5. შენი სექსუალური ფანტაზიები მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალობისგან

არაფერია ამორალური იმაში, გაუმხილო შენს პარტნიორს შენი სექსუალური ფანტაზიები. აბა დაფიქრდი, ეს ხომ ის ადამიანია, რომელთანაც ნებისმიერ თემაზე უნდა შეგეძლოს საუბარი. სხვა ვის უნდა გაანდო შენი სურვილები, თუ არა მას! ამიტომ მოდი, ახლავე დაგეგმე რომანტიკული საღამო, ბავშვების გარეშე, გამბედაობისთვის ცოტა ღვინო დაიხმარე და ესაუბრე.

თუ შენ ექსპერიმენტისთვის გაიხსნები, ისიც იმავეთი გიპასუხებს და ამ ერთი ღამის განმავლობაში უამრავ ახალს გაიგებთ ერთმანეთის შესახებ. ჯერ სცადე და მადლობა მერე მითხარი!

6. არ ლაპარაკობ

კომუნიკაცია ყველაფერში და მათ შორის სექსშიც, მნიშვნელოვანია. პროცესის დროს რამდენიმე უწყინარი ფრაზის გამოყენება გაზრდის შენი აღგზნების ხარისხს. თუ ამის გაკეთება გერიდება, ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც ხელს გიშლის ბოლომდე გახსნაში, ამიტომ თავს ძალა დაატანე და დაიწყე, იყავი ინიციატორი. შედეგით სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩები.

7. თავს იტყუებ

თუ ბოლო რამდენიმე თვეა ორგაზმი არ გქონია, თუმცა ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავ, თავს იტყუებ!

ქალისთვის ისევე ბუნებრივია სექსის დროს ორგაზმის განცდა, როგორც მამაკაცისთვის. მართალია, ჩვენს შემთხვევაში ეს ცოტათი უფრო რთულია, რადგან “რა ვუყოთ, მამაკაცები ყოველთვის, ყველაფერს უფრო ადვილად აღწევენ” (რა უსამართლობაა!), იმისთვის, რომ სექსუალური ცხოვრებით კმაყოფილი იყო, ორგაზმი ორ თვეში ერთხელ (ან სცადე, არასდროს) ნამდვილად არ არის საკმარისი.

თუ ამ პუნქტში საკუთარი თავი ამოიცანი, ახლავე ჩაალაგე ბარგი და რაც შეიძლება შორს გაიქეცი. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ამ მდგომარეობის გამოსწორებაც შეგიძლია, უბრალოდ დაელაპარაკე შენს პარტნიორს და ერთად ეცადეთ “შეისწავლოთ” შენი სხეული.

როგორ მოახერხებთ ამას, უკვე თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა რჩევისთვის: ცვალეთ პოზები; როცა ერთად არ ხართ, მიმართეთ Sexting-ს; შეეხე საკუთარ სხეულს მისი თანდასწრებით; მიმართეთ ექსპერიმენტებს; უთხარით ერთმანეთს რამდენად მოგწონთ ეს ყველაფერი და რაც მთავარია, იყავი გულწრფელი!

დაიმახსოვრე, თვითშეფასება ყველაფერში უმთავრესია. ამიტომ ახლავე მიდი სარკესთან, შეხედე შენს სხეულს მისი თვალებით, დააფასე და შეიყვარე საკუთარი თავი და მოემზადე საუკეთესო სექსისთვის შენს ცხოვრებაში! :)

6 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes