მუზა მიტევს ხოლმე
37, Tbilisi, Georgia

●○●○●○●○● . არ ვიცი როგორ დავწერო.. თუმცა..

ასე გულგრილად ვერ ვთმობ ამ ღამეს..
ზოგჯერ ისეთი ჟინით ვენთები...
თითქოს ცოდვებმა გამათამამეს. ..
ისევ ჭრიჭინებს ჭრიჭინა მშვიდად
კვლავ მოიხურეს ქედებმა ნისლი..
მე კი ვდუმვარ და არც რამე მინდა
ალბათ უფლისგან არც რამის ღირსი.. ..
განა სევდაა.. ან სხვა განწყობა..
უბრალოდ ასე მრუდეა ფიქრი..
ისე გავრბივარ ზოგჯერ აწყმოდან
თითქოს სალაშქროდ დარიალს მივქრი.. ..
ზოგჯერ ისეთი უცხოა დღე, რომ
ვნატრობ: ნეტავი როდის ჩავა მზე..
ხანაც ისეთი ბოღმით ვივსები
თითქოს ყივჩაღმა მომკლა არაგვზე.. ..
მართლა არ ვიცი რად ვეტრფი ღამეს
ან რად ჩამოვრჩი ასე ქარავანს..
თუმც ყოველ დაისს თვალებში
ვატყობ რომ სანთლის შუქის ღირსიც არავარ.. ..
არავარ.. თუმცა ვმადლობ განთიადს
ჩემი გრძნობების მთელი ამალით..
რომ საქართველოს გულად ანთია
უფლის მადლი და სახე თამარის..

44 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes