...........................
35, Tbilisi, Georgia

შენი პირველი შეცდომა - იმ ადამიანის შეყვარება , რომელმაც არ იცის , რა არის სიყვარული. ეს მისთვის იმ ძალის მიცემაა, რომელიც შენ განადგურებს, ძალაუფლების გადაცემაა , შენი სული რომ დააზიანოს..
შენი მეორე შეცდომა- მისთვის თქმა,თუ როგორ გჭირდება , როგორ ვერ წარმოგიდგენია შენი არსებობა მის გარეშე.
შენი მესამე შეცდომა- უეცარი მითის შექმნა მისი არარეალური , ილუზიური სახის შესახებ.
შენი მეოთხე შეცდომა- მისი გადამეტებული სიყვარული. სიყვარული თითოეული მისი სის­ხლნაჟ­ღენ­თისა და ძვლისა, დაჯერება იმისა , რომ თითოეულ ნაიარევს თავისი ისტორია აქვს , მაშინ როდესაც რეალურად არ ჰქონია.მისი ჭორფლის დაკავშირება თანავარსკვლავედთან და ჩუმი ნატვრა იმისა რომ , ეს სამუდამოდ გაგრძელებულიყო.
არა, შენ არ შეგიძლია , სურვილი ჩაუთქვა იმ ვარსკვლავს, რომელიც არ ანათებს, რომლებიც მუდმივად ბნელით არის მოცული.
ის შენ გიყურებდა ჩამქვრალი თვალებით, შენ კი ფიქრობდი, რომ უბრალოდ დაღლილი იყო. ეხებოდა ხელებით- შენს სულსა და სხეულს, თუმცა უხეში ხელებით.
შენ კი ვერ ხვდებოდი, მაგრამ შენი ბრალი არ არის. ადვილია გრძნობაში გადაეშვა , მით უმეტეს, მაშინ , როცა მისი გულის ცემა შენს საყვარელ მელოდიას ჰგავს.
ასეთი შეცდომა ცხოვრებაში მხოლოდ ერთია . პირველიცა და უკანასკნელიც, ამიტომ გეპატიება, გეპატიება , რომ ისწავლო, რომ აღარ შეცდე გულის ცემის მელოდიურობაში.

106 views
 
Comments
beqa 24.12.2018

:)))))

Blog
Blogs are being updated every 5 minutes