13.11.2018
...
35, Tbilisi, Georgia

- როცა გულს გვტკენენ ხშირად ვამბობთ საკუთარ თავს, საკუთარ სიამაყეს და პრინციპებს არ გადავაბიჯებო და ისე ვიტანჯავთ ამ პრინციპების გამო თავს, შეიძლება ჩრდილი აღარ დარჩეს ჩვენგან. მერე დრო გადის და ვფიქრობთ, განა რამდენ ხანს უნდა ვიცოცხლოთ, განა რამდენ ხანს დაგვივლის სხეულში თბილი ტალღა კოცნის დროს, განა რამდენ ხანს შევძლებთ კიდევ ქუჩებში სეირნობას, მაღაზიებში სიარულს და რამდენ ხანს ვიქნებით ახალგაზრდები, რომ ყველაფერი სიამაყეს შევწიროთ, რომ დრო დავკარგოთ და მერე რომ შემოგვაწვება მონატრება ისე გიჟურად, რომ სადაცაა კარები შემოანგრიოს და გული გაგვიხეთქოს, უარს ვამბობთ ყველაფერზე. ყველა მიღებულ გადაწყვეტილებაზე ცხოვრებაში, ყველა ნაღვლიან ნაფიქრზე, ყველა იმედზე რომ შევძლებდით თავი დაგვეჭირა და ემოციები გაგვეკონტროლებინა. უბრალოდ ტელეფონს ვიღებთ და ვწერთ: ყველაფერს გპატიობ! ვდები, რომ ეს ყველაფერი იმაზე მეტად სერიოზულია, ვიდრე აქამდე მეგონა. რომ ჩემი მოლოდინი იმაზე მეტად ძლიერია, ვიდრე მინდა რომ იყოს. რომ ყოველი იმედგაცრუება იმაზე მეტად მტკივნეულია, ვიდრე ჩემი ორგანიზმისთვის დასაშვებია. და ყველა ეს ფაქტი, სიზმრები, სურვილები, შიშები, მოლოდინი, საკუთარ თავზე ბრაზი, თვალების ზღურბლზე შკავებული ცრემლები, მონატრება, კავშირი, გეგმა თუ მოგონება ჯერ ნელა, შემდეგ კი პულსის მატებასთან ერთად უფრო ჩქარ-ჩქარა მეყრება სახეში და თვალები მაგრად მეხუჭება, რომ მათ დამთავრებამდე უბრალოდ გავუძლო. ახლა მე ვზივარ და ასე ველაპარაკები მკითხველს და იმის იმედი მაქვს, რომ ვიღაც წაიკითხავს და ჩემს დარდს ჩაწვდება შენკი... შენკი ალბათ არც გახსოვარ. მაქვს ზიზღის გრძნობა . შენ არ მძულხარ, ჩემი თავი მძულს. მძულს იმიტომ, რომ ასეთი სიყვარული შემძლებია, მძულს იმიტომ რომ ვერ დაგივიწყე, მძულს იმიტომ, რომთითოეულ თავისუფალ წამს შენზე ფიქრში ვატარებ. გადის დღეები, წამები წუთები და არაფერი იცვლება, რა ვუშველო თავს?

66 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes