09.11.2018
............
35, Tbilisi, Georgia

მართალია ურთიერთობა რომელიც იცი რომ თავიდანვე განწირულია არ უნდა დაიწყო... მაგრამ ისე შეიძლება გაგიტაცოს ფლირტმა სიგიჟემდე შეგაყვაროს ადამიანი მიუხედავად იმისა იცი, რომ ეს სიყვარული აკრძალულია.... გრძნობას ყვები, რომელიც ცისკენ კი არა სადღაც უფსკრულში მიგათრევს თავს იმშვიდებ "მერეზე მერემ იფიქროსო" და თავს კარგავ.... "მერემაც" იფიქრა და... განაჩენი გამოიტანა აი ისეთი განაჩენი სულის ნაწილები რომ დაგიქუცმაცა... სულ სხვა ადამიანად გაქცია.... მაშინ როდესაც გეგონა რომ შენი ხელი ძალიან მაგრად ეჭირა და გეგონა არასოდეს გაგიშვებდა ღრუბლებში ასულმა ხელის გაშვება იგრძენი... თავიდან ნელ ნელა... არ უნდოდა უცებ დანარცხებოდი მიწას, არ უნდოდა შენი ხელის სითბო დაეკარგა.... განა იმიტომ რომ ეგოისტია და შენი სიყვარული სიამოვნებდა, არა!!! უბრალოდ ისიც გრძნობდა იგივე სიგჟეს მაგრამ ქვემოთ... მიწაზე... რაღაც ექაჩებოდა, სიამაყე ექაჩებოდა.... ბოლოს მაინც დაგტოვა.... ხელი გაგიშვა და შენც მიწაზე დაეშვი.... ყველაფერი შეცვლილი გეჩვენა, უღიმღამო,ხალის დაკარგული.... იგივე ცხოვრებით ცხოვრობ როგორც ადრე თვეების წინ მაშინ როცა მისი სიყვარული გიყვარდა, როცა მისი ნათქვამი "მიყვარხარ" გიყვარდა... არაფერი შეცვლილა უბრალოდ "ის" აღარ არის ისეთი როგორიც ადრე როცა ცხოვრებას გილამაზებდა.... წასვლისას "დაგამშვიდა" ძალიან მიყვარხარ, ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვს მაგრამ ყველასთვის ასე აჯობებს......

24 views
 
Comments
saubariufasoa 10.11.2018

ხშირად ასე ხდება, როცა გონება გულის სადავეებს თავის ნებაზე მიუშვებს.
მე სხვა რამემ ჩამაფიქრა. ამ ბლოგის დაწერის მიზანი რა იყო? რომ ავტორისადმი თანაგრძნობის უნარი აღეძრა მკითხველში?
იმდენად ლამაზად წერთ, რომ კითხვით მიღებული სიამოვნება აჭარბებს თანაგრძნობის უნარს.
ძალიან მაგარი ხართ!

........... ........... 11.11.2018

araa tanagrdznobas arc vitxov eg arafershuashiaa...

gio877 13.11.2018

კაია

teeee 10.11.2018

kargiaa...

........... ........... 11.11.2018

madlob...

Blog
Blogs are being updated every 5 minutes