12.11.2018
---
35, Tbilisi, Georgia

ამბობენ, რომ გულის ტკენას საბოლოოდ ეჩვევა ადამიანიო. ცხარე ცრემლებს დაღვრის, იქვითინებს, იბღავლებს და ბოლოს შეეგუება. თითქოს ეს ჰგავს ხრეშიან გზაზე ფეხშიშველა სიარულს, თავიდან მწარე ჩხვლეტებს გრძნობ, ტერფები გეკაწრება, მერე თანდათან ეჩვევი და მასზე სირბილიც არ გტკენს გაუხეშებულ ფეხისგულებს. და მაინც მგონია, რომ ტკივილი წარუვალია, ის სიკვდილამდე წამებად გაგყვება, უბრალოდ არ გამოხატავ და გულით ჩუმად ატარებ, სადამდეც გაუძლებ (((

14 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes