09.11.2018
.....
35, Tbilisi, Georgia

-გუშინ ნახე?
-ვნახე
-და მერე?
-მიყურებდა....ვერ გავბედე შემეხედა. ვერ გავბედე რადგან მეშინოდა მისი თვალების, რომლებიც ჩემს მიმართ ზიზღს გრძნობდნენ
-და იქნებ არ ეზიზღები
-ვეზიზღები...უბრალოდ მინდოდა მივსულიყავი, მეთქვა რომ სიგიჟემდე მენატრება, მეთქვა რომ მის გარეშე ბედნიერი არ ვარ...მეთქვა რომ ცარიელი ვარ და მიჭირს მაგრამ ვერ შევძელი....
-გეშინია მისი პასუხის?
-არა, უბრალოდ რომ მკითხავს რატომ წახვედიო რა ვუთხრა? როგორ ავუხსნა რომ მისადმი გრძნობები მქონდა და მეშინიდოა...სიყვარულის მეშინოდა გესმის? სიყვარულის და ტკივილის.
ყოველ ჯერზე როდესაც წარმოვიდგენდი რომ სხვა უყვარდა ან მოწონდა ცუდად ვხდებოდი, თვალებიდან ცრემლები მომდიოდა....წარმოიდგინე რამდენად რთულია როდესაც ადამიანი რომელიც გიყვარს გეუბნება რომ სხვა მოსწონს და მასზე გესაუბრება...ბოლოს კი თავადაც ვერ არკვევს შენ ვინ ხარ მისთვის. მე არ მინდოდა მისი სული გახლეჩილიყო, ამიტომ ვარჩიე წასვლა...მე უბრალოდ მტკიოდა, ახლაც მტკივა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა...
-და არ მოუწერია იმის მერე?
-მწერდა მაგრამ ბოლოს რომ მიხვდა მე შევიცვალე მის მიმართ შემეშვა....
-ახლა იმ გოგოსთან ერთად არის?
-არ ვიცი, მგონი არა. ზოგი ამბობს რომ ვუყვარვარ მაგრამ მე არ შემიძლია...როგორ ავუხსნა რომ საშინლად ვიეგოისტე, საშინლად და ვერ ავიტანდი სხვის გვერდით...
-რა უნდა გააკეთო აბა? მიდი და უთხარი...
-არ შემიძლია....დაველოდები
-რას?
-მონატრების ფერფლებს...დროს, რომელიც ყველაფერს ჩაკლავს ჩემში და მასში ჩემს ნაწილს....

13 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes