12.11.2018
,,,,
35, Tbilisi, Georgia

მაპატიე სიყვარულო, მე ხო ასეთი ვარ. იმის მაგივრად,რომ შენთან მოვიდე და გითხრა რომ , მტკივა და ვერ ვსუნთქავ, მე უბრალოდ ვწერ... მაპატიე ,რომ წერა ჩემთვის ყველაზე დიდი შვებაა... მაპატიე , რომ ვერ გტკენ, ჩემი ტკივილით.. დაე მოდი, ამ ჩანაწერებმა იცოდეს მხოლოდ,რომ მე შენ მიყვარხარ, იმდენად მიყვარხარ, რომ მტკივა...ჩემი დაუსრულებელი ფიქრები ნაწერებმა იცოდეს და არა შენ... როდესაც ვწერ ირგვლივ ყველაფერი მშვიდდება, ველაპარაკები და ყველაზე ახლო მეგობარიც ჩემი ჩანაწერებია.. იმ ყველაფერს ვეუბნები რასაც შენ ვერ გეტყვი.. რთულია ცხოვრება , ჩემთვის ზედმეტად რთული. ხანდახან მინდა უბრალოდ დავჯდე მხარზე დაგადო თავი და გელაპარაკო ჩემს მარადიულ გრძნობებზე,ჩემს ტკივილებზე.. მინდა გითხრა, რომ მე ყოველღამე სიკვდილზე ვფიქრობ, ყოველი უშენოდ გატარებული დღე სიკვდილისტოლფასია. მაგრამ არა არ მინდა იგრძნო ის ტკივილი რასაც მე ვგრძნობ, მირჩევნია უბრალოდ უხასიათო გოგო გეგონო..

39 views
 
Comments
dato748 12.11.2018

:*

Blog
Blogs are being updated every 5 minutes