23.01.2022
.......
30, Tbilisi, Georgia

კიდევ ერთხელ გიზიარებთ დამარხულ ცოდნას.


???


მე მინდოდა გამენათებინა მთელი დედამიწა. ელექტროენერგია საკმარისია იმისათვის, რომ მეორე მზე შეიქმნას. სინათლე გამოჩნდება ეკვატორის გარშემო, როგორც წრე - სატურნის გარშემო. კაცობრიობა არაა მზად, მიიღოს რამე დიდი და კარგი. ზაფხულში კოლორადოში მიწა გავჟღინთე ელექტროენერგიით. ჩვენ, ასევე, შეგვიძლია შევივსოთ სხვა ენერგიებით, მაგალითად, პოზიტიური მენტალური ენერგიით, რომელიც არის ბახის ან მოცარტის მუსიკაში, ან დიდი პოეტების ლექსებში. დედამიწის წიაღში არის სიხარულის, მშვიდობისა და სიყვარულის ენერგიები. ამ ენერგიის გამოხატულებაა ყვავილები, რომლებიც იზრდება დედამიწიდან, წყალი, რომელსაც ვიღებთ და ყველაფერი, რაც ადამიანის სამშობლოს ქმნის.


წლები დავხარჯე იმ მეთოდის მოსაძებნად, რომლითაც ამ ენერგიას შეუძლია ხალხზე იმოქმედოს. ვარდის სილამაზე და სურნელი შეიძლება მედიცინაში გამოვიყენოთ, მზის სხივები კი - საკვებად. სიცოცხლეს აქვს ფორმათა უსასრულო რიცხვი, და მეცნიერების ვალია, მოძებნოს ისინი მატერიის ნებისმიერ ფორმაში. აქ სამი რამეა არსებითი.


პირველი პრობლემა საკვებია. რომელი ციური ან მიწიერი ენერგიით უნდა დავაპუროთ მშივრები? რომელი ღვინო ვასვათ მწყურვალთ, რომ გამხნევდნენ და მიხვდნენ, რომ ღმერთები არიან? 


მეორე პრობლემაა, თუ როგორ გავანადგუროთ ბოროტება და ტანჯვა, რომელშიც გადის ადამიანის ცხოვრება. ისინი ხანდახან კოსმოსიდან წამოსული ეპიდემიის სახით გვევლინება. ამ საუკუნეში სნეულებამ კოსმოსამდე მიაღწია. მესამე პრობლემა: არის თუ არა ჭარბი სინათლე სამყაროში? მე აღმოვაჩინე ვარსკვლავი, რომელიც ყველა ასტრონომიული და მათემატიკური კანონის მიხედვით, შეიძლებოდა გაუჩინარებულიყო. მაგრამ არაფერი შეცვლილა. ეს ვარსკვლავი არის ამ გალაქტიკაში. მის სინათლეს შეუძლია ისე შემჭიდროვდეს, რომ შეიჭრას ვაშლზე პატარა სფეროში და ის ჩვენს მზის სისტემაზე უფრო მძიმეა. რელიგიები და ფილოსოფიები გვასწავლის, რომ ადამიანს შეუძლია გახდეს ქრისტე, ბუდა და ზარატუსტრა. ის, რის დამტკიცებასაც მე ვცდილობ, გაცილებით გიჟური და თითქმის შეუძლებელია. ეს არის ის, რომ სამყაროში ყველა იბადება ქრისტედ, ბუდად და ზარატუსტრად. გრავიტაცია გვიჩენს ფრენის მიდრეკილებას, მაგრამ ჩემი განზრახვა არაა საფრენი აპარატების შექმნა (თვითმფრინავის ან რაკეტებისა), არამედ ვასწავლო ინდივიდებს, აღუდგინონ მგრძნობელობა თავიანთ ფრთებს. უფრო კონკრეტულად: მე ვცდილობ გავაღვიძო ენერგია, რომელიც ჰაერშია. არსებობს ენერგიის ძირითადი წყაროები. ის, რაც ცარიელ სივრცეებად არის სახელდებული, სინამდვილეში, არის მატერიის მანიფესტაცია, რომელიც ჯერ არ გამოღვიძებულა. არ არსებობს ცარიელი ადგილი ამ პლანეტაზე, არც კოსმოსში. ასტრონომების მიერ ხშირად ნახსენებ შავ ხვრელებში არის ენერგიისა და სიცოცხლის ყველაზე დიდი წყარო. 


ფარდობითობის თეორიაზე


გახსოვდეთ, ეს არ არის მრუდე წრე, არამედ ადამიანური გონება, რომელსაც არ შეუძლია გაიგოს უსასრულობა და მუდმივობა.

ფარდობითობა თავად მის შემქნელს სწორად რომ გაეგო, ის უკვდავებას მიაღწევდა, ფიზიკურ უკვდავებასაც კი, თუ ენდომებოდა. მე ვარ სინათლის ნაწილი და ეს არის მუსიკა. სინათლე ავსებს ჩემს ექვსივე გრძნობას: ვხედავ, ვგრძნობ, ვიყნოსავ, ვეხები და ვფიქრობ. ფიქრი არის ჩემი მეექვსე გრძნობა. სინათლის ატომები დაწერილი ნოტებია. სინათლის ერთი სხივი სიმფონიაა, სინათლის ათასი სფერო კი მთელი სიმფონიური კონცერტი. რიცხვები და განტოლებები არის ნიშნები, რომელიც სფეროთა მუსიკას აღნიშნავს. აინშტაინს ეს ბგერები რომ მოესმინა, ის არ დაწერდა ფარდობითობის თეორიას. ეს ბგერები არის გზავნილები გონებისათვის - რომ სიცოცხლეს აქვს აზრი, რომ სამყარო არსებობს სრულყოფილ ჰარმონიაში, და რომ მისი სილამაზე არის შესაქმის მთავარი შედეგი. უმცირეს ვარსკვლავს აქვს დასრულებული კომპოზიცია და ასევე, ის არის კოსმოსური სიმფონიის ნაწილი. ადამიანის გულისცემა არის მიწის სიმფონიის ნაწილი. ნიუტონი მიხვდა, რომ საიუდუმლო ციური სხეულების გეომეტრიულ განლაგებასა და მოძრაობაშია. მან გააცნობიერა, რომ სამყაროში არსებობს ჰარმონიის უზენაესი კანონი.


ფილოსოფია


ცხოვრება არის რიტმი, რომელიც უნდა გაიგო. ყველაფერი, რაც ცოცხალია, ღრმად და ლამაზად არის დაკავშირებული ერთმანეთთან - ადამიანი და ვარსკვლავები, ამება და მზე, გული და სამყაროთა ურიცხვი სიმრავლე. ეს კავშირები ურყევია, მაგრამ მისი მოთვინიერება შესაძლებელია, რომ რაღაც ახალი და განსხვავებული კავშირები წამოიწყო სამყაროში. და ეს ძველ კავშირებს არ დააზიანებს. ცოდნა მოდის კოსმოსიდან. ჩვენი ხედვა ყველაზე სრულყოფილია. ჩვენ გვაქვს ორი თვალი: მიწიური და სპირიტუალური. და ორივე უნდა გაერთიანდეს. სამყარო ცოცხალია, როგორც მოაზროვნე ცხოველი.  სამყაროს აქვს ერთი სუბსტანცია და ერთი უმაღლესი ენერგია სიცოცხლის გამოვლენის უსასრულო რაოდენობით.


ელექტროენერგია


ყველაფერი ელექტრობაა. პირველად იყო სინათლე, უწყვეტი წყარო, რომლიდანაც გამომდინარეობს მატერია და გადააქვს ის სიცოცხლის ყველა ფორმაში, რომელიც წარმოადგენს სამყაროს. სიბნელე (სიშავე) არის სინათლის ნამდვილი სახე, ოღონდ ჩვენ ვერ ვხედავთ მას. ეს დიდი ჯილდოა ადამიანისა და სხვა არსებებისთვის. სინათლის ერთი ნაწილაკი შეიცავს შუქს, თერმულ, ატომურ, რადიაციულ, ქიმიურ, მექანიკურ და დაუდგენელ ენერგიებს. მას აქვს იმხელა ძალა, რომ შეუძლია დედამიწა ორბიტიდან გადაიყვანოს. ეს ნამდვილად არქიმედეს  საყრდენია. ელექტრობა - ეს მე ვარ. ან, თუ გნებავთ, მე ვარ ელექტროენერგია ადამიანის სახით. თქვენც  ელექტროენერგია ხართ, მე ვსაუბრობ ელვასთან და მეხთან.ბგერა არსებობს არა მხოლოდ ელვასა და მეხში, არამედ ფერსა და მის ტრანსფორმაციებშიც. ფერი შეიძლება გაიგონო. ენა შედგება სიტყვებისგან, რაც ნიშნავს, რომ ის შეიცავს ბგერებსა და ფერებს. ყველაფერი სინათლეა. სინათლის ერთ სხივში ნაციის რწმენაა, ყველა ეროვნებას აქვს თავისი სხივი სინათლის იმ წყაროში, რომელსაც მზეს ვუწოდებთ. და დაიმახსოვრეთ: არავინ, ვინც მასში არსებულა, არ მომკვდარა და ახლაც არსებობს. საიდუმლო იმაშია, რომ სინათლის ნაწილაკები აღიდგენენ საწყის მდგომარეობას. მე მას ვუწოდებდი საწყის ენერგიაში დაბრუნებას. ქრისტემ და კიდევ რამდენიმემ იცოდა ეს საიდუმლო. ეს სინათლის ფორმებია. მე ვეძებ ადამიანური ენერგიის შენახვის საშუალებას. ეს ჩემთვის არ მჭირდება, საყოველთაო სიკეთისთვის მინდა. მე მჯერა, რომ ჩემი აღმოჩენები ხალხის ცხოვრებას უფრო ადვილს და ასატანს გახდის და მიმართულებას მისცემს სულიერ და მორალურ ასპექტებში.


ტესლა.


პ.ს დაუკითხავად არ მოიპაროთ. ?❣️

2 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes