დღევანდელი კურიოზი
43, Tbilisi, Georgia


...შესვენებისას მეგობართან სატელეფონო საუბარმა კარგ განწყობაზე დამაყენა და
-ქეთევან!დღეს მე მოგყვები "სადილი ყველას"-ზე(ასე უწოდებს სამსახურის ლანჩს),აღარ ვარ დიეტაზე,წავედით!
"ანტრე ბატონო"-ს მისაღებთან წარბშეკრული ლამაზი გოგონა მოვიდა,რომელმაც დიდრონი ცისფერი თვალები შემოგვანათა.
-გამარჯობა-გავუღიმე.
-გისმენთ-თქვენობით,მაგრამ ცივად მიპასუხა.
-სამი რაჭული ლობიანი,სამი გურული ხაჭაპური,სამი ღვეზელი,სამი...
-რას აკეთებ გოგო!-გამაწყვეტინა გვერდში მყოფმა ქეთიმ,რომელმაც უკვე ჭარხალივით გაწითლებულ ანგელოზსს დაუღრიალა(ჩემი ქართლელი კოლეგა ცოოტა უტაქტო ქალბატონია).
-ჩაჯექი მანქანაში-გადავულაპარაკე და თავდახრილმა გავაგრძელე შეკვეთის მიცემა:"სამი კექსი("არადა,სწორედ ამ კექსის გამო მოვდიოდი"-გავიფიქრე)."
-ინებეთ-გაცისკროვნებული სახით,ერთი ხელით ეთილის პარკი,მეორე...მეორე ხელით ხურდა მომაწოდა გოგონამ("ქაღალდის პაკეტების ბიზნეს იდეის განხორციელებაც დამასწრეს").
-არა,იყოს.ხურდა არ მინდა.მოიწიე...როცა ხალხი გიყურებს ცხვირში ნუ...-ჩავუჩურჩულე ყურში(მას chloe-ს ოდნავ ტკბილი და თავბრუდამხვევი სურნელი ასდიოდა.

იქვე ახლოს ნაგვის ურნა იყო...
-გიჟია ოხერი!თუ ყიდულობდა რაღას ყრიდა!და თუ ყრიდა,რაღას ყიდულობდა-გაიფიქრეს რიგში მდგარმა მოქალაქეებმა.
-აბა,რა ვიცი..რას გაიგებთ-გავეპასუხე ფიქრებში.

მორალი:1)საკუთარ თავზე და ცხვირზეც იმუშავეთ მარტოდ დარჩენილებმა;2)უხერხულ სიტუაციას კიდევ უფრო უხერხულად ნუ აქცევთ;3)გაუღიმეთ თქვენს კლიენტებს და საერთოდ ყველას-ქუჩაში მოსიარულე უბრალო და უცნობ ადამიანებსაც კი.4)გადაეჩვიეთ მავნე ჩვევებს(მჯერა დიდრონცისფერთვალება უკვე "აღარ იზამს" ეგრე.აი,მაგალითად ჩემი მეგობარი,შუადღისას რომ ვესაუბრებოდი,გადაეჩვია ონიქოფაგიას).

მ(ი)ობრძანდი(ანტრე)ბატონო! მე კვლავ დიეტაზე ვარ...:)

98 views
 
Comments
VacheLeshka 16.11.2016

ბრავო :-) ძალიან "კარგი" ისტორია იყო, მაგრამ მოყოლის მანერა გაცილებით სჯობდა :-)

sopo-sopo sopo-sopo 16.11.2016

მადლობელი..))

Archil 12.11.2016

msgavsi shemtxveva mec mqonda)))))) ertxel tonis purs vyidulobdi da sheveswari msgavs faqts. imis shemdeg agar miyidia iq puri))))))

sopo-sopo sopo-sopo 13.11.2016

))თქვენც ვერ მოგსვლიათ კარგი ამბავი...;)

Blog
Blogs are being updated every 5 minutes