მოუსმინეთ ხმას...
43, Tbilisi, Georgia


"ამერიკაში ძალიან პოპულარულია "ხმის ფსიქოლოგია". ლილიან გლასი ამ მიმდევრობის თვალსაჩინო წარმომადგენელია.ლილიანის ტრაქტატი "გაიცანი მამაკაცი მისი საუბრის მანერით" დიდი პოპულარობით სარგებლობს.რამდენიმე პუნქტი ამ ტრაქტატიდან:
როცა მამაკაცი საუბრობს სწრაფად და უხვსიტყვიანია,ეს იმის მაჩვენებელია,რომ რეალობაში საკუთარი ემოციებისა და საქციელის გაკონტროლება უჭირს.ის არასაიმედო და არასტაბილურია.:)
სპეციალურად "დამუშავებული" სექსუალური ინტონაციით საუბრობს?---ნუ ენდობით მას! ასეთი ტონი იმის მაჩვენებელია,რომ მამაკაცს ფარული ზრახვები და კონკრეტული მიზანი აქვს.
როცა მამაკაცი მკვეთრად და გარკვევით გამოთქვამს სიტყვებს თანაბარი ხმით---სტაბილურია, მაგრამ მოსაწყენი.უყვარს ჭკუის დარიგება და შენიშვნის მიცემა ყველა წვრილმანზე.:)
მთრთოლავი,მოკანკალე ხმით საუბრობენ დაკომპლექსებული ადამიანები.მათ მუდამ რაღაცის შიში აქვთ:ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს.მათი წყენინება ძალიან იოლია.ბუტიებიც არიან.
ემოციური,ხმამაღალი შეძახილებით საუბრობენ ემოციური მამაკაცები.ისინი სწრაფად ხდებიან აგრესიულები და ფეთქებადი ხასიათი აქვთ.მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.

მოკლედ,ხმის ამოღების რომ შეგეშინდება და აღიარებ: "დუმილი მართლაც, რომ ოქროა." :)
იყუჩეთ მამაკაცებო! :)

19 views
 
Comments
xevisberi3 15.04.2013

mere, magitom ,,macalebdi"-vis gulisxmobdio!? :-) :-) :-)

sopo-sopo sopo-sopo 15.04.2013

...

MaR 13.04.2013

მოკლედ,ხმის ამოღების რომ შეგეშინდება და აღიარებ: "დუმილი მართლაც, რომ ოქროა."

sopo-sopo sopo-sopo 14.04.2013

;)

Blog
Blogs are being updated every 5 minutes