პროვოკაცია
43, Tbilisi, Georgia

...ერთ მშვენიერ დღეს(17 მაისს) გაიღვიძა საქართველომ და აღმოაჩინა ჭეშმარიტება---რომ ლგბტ საზოგადოება,თურმე მანამდე მხოლოდ სიზმარში ენახა.არადა,ისინი ყოველთვის ცხოვრობდნენ,დადიოდნენ,სუნთქავდნენ ჩვენს გვერდით და ჰოი,საოცრებავ! ეს სიზმარი არ ყოფილა! ყოველთვის იყვნენ მამათმავლები თბილისში---კინტოებიდან მოყოლებული ელიტარული ფენით დამთავრებული,მაგრამ ისინი არ გვიცემია,სახლებში არ შევვარდნილვართ,მათი სასიცოცხლო სივრცე არანაირად არ დაგვირღვევია და არც არავის მათ პროფესიულ საქმიანობასა და მოღვაწეობაში არ შეუშლია ხელი. მეტიც,მათი შემოქმედებით მსოფლიო ასპარეზზე გვიამაყია: "ის ქართველია!" ასეთი ადამიანი, თითო მაინც, ყველამ ვიცით. ისინი დღესაც მშვენივრად გრძნობენ თავს ჩვენს ლამაზ დედაქალაქში (თეატრი იქნება ეს,კინო, მეცნიერება თუ პოლიტიკის სფერო).
დასკვნა: ლგბტ-ს უფლებები საქართველოში უმაღლეს დონეზე დაცული თუ არ არის (ვერც იქნება),ყოველშემთხვევაში არანაირად არ იზღუდება...
უფრო დიდი საოცრება:გუშინდელი ლგბტ აქციის მონაწილეებში ძალიან ცოტას თუ იპოვიდით ამ უმცირესობის წარმომადგენელს, რადგან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა (გრანტების წყალობით,რომელსაც კიდევ მეტს მიიღებენ ქართველი ხალხის "აღზრდა-განათლებისთვის"),რატომღაც ჩათვალეს თურმე,რომ საქართველოში უცმირესობის უფლებები ირღვევა და ამ დროს საქართველომ ეგ არ იცის! :D რატომ უნდა ვიღაცას ჩვენი ერი ბნელი წარმოაჩინოს?...
ტრაგედია ის არის,მათ იცოდნენ,რომ არსებობს საზოგადოების ნაწილი,რომელიც წავიდოდა მსგავს ძალადობაზე და ეს მათ წისქვილზე ასხამდა წყალს...ძალადობა კი,ნებისმიერი ფორმით იქ, სადაც ადამიანები ცხოვრობენ,დაუშვებელია!
სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს აქვთ არსებობის უფლება.ამ კუთხით დევნილი არავინ ყოფილა და არცერთი ევროპული ქვეყნისთვის არ მიუმართავს თავშესაფრის მოთხოვნით...თავისუფლება კი არ ნიშნავს,თავისთვის იმ უფლების მინიჭებას,რომ სადაც მოგინდება იქ დაიცვა შენი იდენტობა. ქაშუეთის წინ ქუჩებს, დაღუპულ ბიჭებზე, გლოვის ცრემლი არ შეშრობოდა!მერე რა,რომ განსხვავებულია მათი სექსუალური ორიენტაცია?არსებობს ერთმანეთის უფლებების,პრიორიტეტების და სამშობლოს პატივისცემა.იქ კი ასეთი გამოსვლა,ნებისმიერი ადამიანისგან, "სამშობლოს ღალატის" ტოლფასია.

105 views
 
Comments
არავინ 19.05.2013

qartveli cxvarivitaa,mierekebian da miyveba,sanam ar gaxcardeba...es ki yoveltvis gvianaa!!!

sopo-sopo sopo-sopo 19.05.2013

გეთანხმები.:) ლუსტრირებული ენჯეოების სამართავი რომ გახდება ერი,იქ "უძაღლო ქვეყნის კატების ყეფას" გავიგებთ.:) საუკუნეების მანძილზე,დღემდე, საქართველოს არ ჰქონია ისეთი ფუფუნებითი დროება,მსგავსი თემა აეფრიალებინა ვინმეს ცხვირწინ.

xameleon 18.05.2013

ვაი, იმათ ვინც ეს ყველაფერი მოაწყო და აცდუნა ხალხიცა და ღვთისმსახურნიც... უფლის მსჯავრიც მკაცრი იქნება !!!!!

sopo-sopo sopo-sopo 18.05.2013

ნამდვილად! :)

xameleon 18.05.2013

პრობლემაც ეგაა. რომ ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა და ერთმანეთის პატივისცემა თოვლის ფიფქივით დნება და ქრება ქართველ ერში... მხოლოდ ცხოველური ჟინი,ინსტიქტი და ძალადობა კი მატულობს.....

sopo-sopo sopo-sopo 18.05.2013

ასეა.:) გვინდა განვითარებული ქვეყნების მაგალითებით ექსპერიმენტები ვატაროთ და ამ დროს გვავიწყდება,რომ ჩვენ,ჩვენი ბუნებრიობა და მიუკერძოებლობა უფრო გვშვენის.ჩვენი სიამაყე სათნოება და მიმტევებლობაა და არა,ურცხვი პლაგიატობა და ისიც 30 ვერცხლის ფასად. :)

sherlok-holms 18.05.2013

rustavelze ragac ayrolda... suns ki isini ayeneben, vinc am provokaciit jibes isqelebs... samwuxaroa, chveni tvinis gadayenebas rom cdiloben, kompiuterivit... sheguebas ragac ara-bunebrivzze...
asetebi iyvnen, arian da iqnebian, aravin ar chagravda, chagravs, dachgravs, aseti afirishebit ki ra gasaskviria rom agresia yofiliyo... prvocilrebas axdenen... ara-agresias... magram zogjer vegar sheikaveb tavs samwuxarod.... da amas karegadac iyeneben isini...

sopo-sopo sopo-sopo 18.05.2013

რასაკვირველია. :) არადა,კიდევ ეჭვი ეპარებათ ერთეულებს,რომ საქართველო ღვთისმშობლის კურთხეული მიწაა.სიბოროტით და სისასტიკით ჩვენი სამშობლო არასდროს აღიგვება პირისაგან მიწისა. :)

sopo-sopo 20.05.2013

ჩვენ ხომ ჩვენს შვილებს(მუცლად ყოფნის დროსაც კი) ვასმენინებთ ჩაიკოვსკის,ბეთჰოვენს.ვუკითხავთ პლატონს,სოკრატეს,მოემს,ლორკას პოეზიას,შექსპირის სონეტებს.ვაცნობთ მიქელანჯელოს,ლეონარდო და ვინჩის ტილოებს.ბაირონის შემოქმედებას(რომელიც ბარათაშვილთან დავანათესავეთ თავისი რომანტიკულ-ლირიკული განწყობილებითა და პათეტიკური ინტონაციით).

sopo-sopo 20.05.2013

ჩვენ მათ ვუმიჯნავთ ცუდს(ბაირონის დასთან თანაცხოვრება და ქვემოთ ჩამოთვლილთა ჰომოსექსუალიზმი) კარგისგან(მათი ღირებულებითი მხარე ხელოვნებაში).ასე აღზრდით,რაციონალური აზროვნებით,დალოცვილი გენის წყალობით,ქართველები ყოველთვის ვიქნებით ჯანსაღი ერი და ჩვენს ბუნებას ვერანაირი პროვოცირებული ფაქტორი,მოტყუება,ანკესსზე წამოგება ვერ შეცვლის ვერასდროს.

paata78 20.05.2013

რაღაც არ მახსოვს,რომ აქ ვინმეს დაეწერა 7 ნოემბერს მომხდარი სადისტობა,ჰომოსექსუალისტებს კიდე ბევრი გამოუჩნდა დამცველი:))))))

სოფო როგორ ხარ?
ეს სურათები ისე დავდე,ყოველიშემთხვევისათვის,რომ არ დაგვავიწდეს:))


http://attach.forum.ge/post-29-1194628914.jpg

http://zurmina.ucoz.com/_nw/0/35245.jpg

http://virusi.ucoz.com/klipi/18101.jpg

http://www.geonews.ge/uploads/images/7880201005061658.jpg

http://virusi.ucoz.com/surati/17.jpg


sopo-sopo sopo-sopo 20.05.2013

კარგად პაატა.დაგვეკარგე კლუბში.:)
დამცველიც და მცემელიც.:) არადა,მათ არ უყვირიათ:"მიშველეთ!" ვერც იყვირებენ,იმიტომ რომ ეს საქართველოა.ჯანსაღი საქართველო.ისინი ყოველთვის იყვნენ უმცირესობა და ცხოვრობდნენ თავისთვის.ეს ყველაფერი რომ აგორებული პროვოკაციაა,მიუხვდომელი მიხვდება. :)

sopo-sopo 20.05.2013

ადამიანებო! ჩვენ ხომ თბილი,ნიჭიერი,მოყვასის მოყვარე და მორწმუნე ერი ვართ.ჩვენ ხომ ყველანაირ აგრესიას სათნოებით ვებრძვით,სიძულვილს სიყვარულით ვამარცხებთ.ჩვენ ხომ სიბრალულის უნარი გვაქვს.ჩვენ ხომ ხელოვნებაზე ვართ შეყვარებულები.უფლის ყველაზე დიდი ხელოვნების ნიმუში კი ადამიანია,თავის დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით.

xameleon 21.05.2013

დამალული ჭირი ძნელია, პირდაპირ მოსულს კიდევ როგორც იქნება შეეჭიდება კაცი..........

sopo-sopo sopo-sopo 21.05.2013

როგორც ნებისმიერი ავადმყოფობა.თუ სიმპტომი არ გამოვლინდა-შეუსაბამო,ბრმა მკურნალობა არასახარბიელო რეზულტატს იძლევა.ყველაფერს კი ანტიბიოტიკით ვერ დაამარცხებ და ვერც ძლიერი იმუნიტეტის იმედად იქნები. ;)

Blog
Blogs are being updated every 5 minutes