02.07.2017
..:/
43, Tbilisi, Georgia

...დღეს ვინაიდან კვირაა,"მარიოტთან" თბს-ბანკში უამრავი მოქალაქე ელოდა თავის რიგს.მეგობართან ცხოვრებისეულ პრობლებზე წუწუნსა და ზაფხულის დაგეგმვაში დრო სწრაფად გავიდა და ორი ადამიანის მერე ჩემმა რიგმაც მოაწია.ამასობაში,ინსტიქტურად გავიხედე უკან და პირდაპირ აღმოვჩნდი ძალიან ლამაზ თვალებში.თვალები იყო შავი,გრძელი წამწამებით და თოვლივით თეთრი უპეებით.მუქი სახის კანით და მაღალი შუბლით.ლამაზი ყურებით და პატარა ვერცხლის საყურეებით.იყო მაღალი და არაბუნებრივად თხელი..არ ვიცი,სავარაუდოდ 7-8 წუთი მზერა ვერ მოვაცილე.უბრალოდ ვიდექი გაშეშებული და ვუყურებდი.ვიყავი გაყინული არა მხოლოდ, ვიღაცისთვის შეიძლება,ძალიან ჩვეულებრივი ვიზუალით,არამედ სუნით,რაც იმ წუთს-წამს ვიგრძენი და მივხვდი,რომ ვუყურებდი სიკვდილს.ყველაფერს,აბსტრაქტულსაც კი,თავისი სუნი აქვს..სიკვდილს კი გახრწნილი ყვავილების სუნი...მეზიზღება.
თავბრუდახვეულს ჩემი რიგით აღარ მისარგებლია.სასწრაფოდ დავტოვე იქაურობა და მეგობარს ცრემლებმორეული ვეუბნებოდი,რომ არასდროს არაფერზე ვიწუწუნოთ.არასდროს არაფერი დავგეგმოთ და ვიცხოვროთ ისე,თითქოს ეს ჩვენი სიცოცხლის ბოლო დღე არის.

215 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes