ჰოდა..)
43, Tbilisi, Georgia


...არის ადგილი,სადაც ქალები პაპიროსს არ ეწევიან.კაცები სადღეგრძელოებს არ იზუთხავენ და ღვინით არ იბერებიან.სადაც,ბავშვები ბაღსა და სკოლაში ღრიალით არ დაჰყავთ.სტუდენტები არ იხდიან სწავლის საფასურს.ხანდაზმულებს სოლიდური პენსიები აქვთ.სადაც,არავინ მუშაობს და ხელფასი არავის სჭირდება.ქუჩაში მათხოვარი არ შეგხვდება.სადაც,აღსარებას არავინ ამბობს და ტაძარი არ არის.არის ადგილი,სადაც არავინ იგინება და იწყევლება.არავინ არავის არაფერს პარავს და კლავს.არავინ იტყუება.არავინ ჭორაობს.არავინ კვდება და არავინ ტირის.არავინ იბადება და იცინის.არის ადგილი,სადაც არჩევნები არ ტარდება,არც რაიმე სახის ფესტივალები,არ არის მუზეუმი,კინო,თეატრი.არავინ ხატავს,არავინ ცეკვავს,არავინ მღერის.არავის არავინ სძულს და უყვარს.არავინ სუქდება და ხდება.არავის შია და სწყურია.
აიჰ..!არავინ ცურავს და არავინ თამაშობს პოკერს?!ჰო,არა!
არის ადგილი,სადაც ფეხბურთს არავინ თამაშობს.სადაც,24 საათი სერიალები არ გადის ტელევიზიით.სადაც,ინტერნეტი არ არის და მობილური ტელეფონები არ არსებობს.სადაც საცობები არ არის და ყველა ფეხით დადის.
არის ეგეთი ადგილი..ჰოდა,შენ იქ წადი..მე აქ ვიქნები..:)

68 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes