მე ვერ დაგპირდები დიდებას
და არც უფსკრულისკენ მიმყავხარ,
რა გითხრა ამაზე ლამაზი-
მიყვარხარ!
ან რა შემიძლია ვინატრო,
ამაზე კარგი და ნათელი,
ღმერთმა ნუ მოგვასწროს,
ძვირფასო,
ცივ გულს და ყვავილებს გათელილს.
მე, ჩემს წილ სევდასაც გპირდები,
თავდავიწყებაშიც მიმყავხარ,
რა გითხრა ამაზე ლამაზი-
მიყვარხარ
There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!