salloo's blog

salloo
29, Tbilisi, Georgia

28.12.2012

რა გალეულს და ფერწასულს გხედავ,
ჩემო პაწია, ცოდვილო დედა,
ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ,
რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა.

არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი,
შენი ტანჯული სისხლი და ხორცი,
ნიავი ვარ და მგონია გშველი, -
სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი.

მაგ ბავშვურ შუბლსაც გიკოცნი მორცხვად,
გაბუსხულ ტუჩსაც, ბავშვურად ლამაზს...
ახლა სული ვარ და უფალს ვლოცავ -
შენს გადარჩენას ვულოცავ მამას.

მადლობა უფალს, რომ არ დაგვღუპა,
არ დამიობლა ძმები და დები.
მე კი, ბარტყივით ტანშეუბუმბლავს
ცად ანგელოზმა მაჩუქა ფრთები.

როგორ მინდოდა, მეც მოგსწრებოდი,
მეც გამეხარა ამ სამზეოთი,
მეც დამეძახა შენთვის „დედიკო“
და მამას ყელზე შემოვხვეოდი.

ჩაწნული ვიყავ მომავლის ფიქრთან,
როგორც პეპელა ყვავილში რგული,
დაბადებამდე რამდენი მიკლდა,
ითვლიდა ჩემი პაწია გული.

ალბათ, გგონივარ დაღლილი სხივი,
ალბათ, გგონივარ სუნთქვა სიოთა,
შენ ხომ უძლებდი საკუთარ ტკივილს,
მე კი, ძვირფასო, შენიც მტკიოდა.

თურმე…


28.12.2012

რა სარკაზმულია ეს ცხოვრება
ისე გაგთელავს ღიმილით,ვერც კი გაანალიზებ
გაგანადგურებს და ისევ ღიმილით წამოგაყენებს და შენივე გზას გაგიყოლებს:”წადი წადი რას დგახარო?!”
გაგიშვებს უკვე ფეხმოტეხილს, ხელმოტეხილს, კბილმოტეხილს, გულგატეხილს, სულჩატეხილს, იმედდამსხვრეულს და არც კი ამოგიდგება გვერდით!
შორიდან დაგიწყებს ყურებას და
სარკაზმულად გეტყვის:”ცხოვრება ვარ…..მეპატიება!”


http://www.youtube.com/watch?v=TFF6FxEKZxk


ფეხები მიადგი, ლამაზო, ერთმანეთს,

კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა კანჭებზე გაკოცებს, ღმერთმანი,
შეგრცხვება, იცოდე, და მე ვერ დაგიცავ.
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ, მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს, თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები, ძვირფასო, რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი _
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი, მაგრამ მე ხომ ვიცი, რაც არის.
ეგ ყელი მაღალი, როგორმე დაფარე,
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ, წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა _
რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო!


სინაზეგაქცეულ აგვისტოს,

ქალების უხერხულ ღიმილს,
კაბას _ აყვავებულ ატმის რტოს
შეაწყდა საკინძის ღილი.

ვიპოვე და შენი ბაგიდან
უეცრად შეწყვეტილ ლოცვას
შევაბი: "რა გჭირს?" და `"რა გინდა?"
_ მე? შენი უხეში კოცნა.



გამოცდაზე:
10 ადამიანი უნდა მიიღონ ერთ ჯგუფში ვისაც ფული აქვს გადახდილი, დანარჩენები უნდა ჩაჭრან
შევა ერთი ბიჭი და ყველა კითხვას უპასუხებს
ვერაფრით ჩაჭრიან
... ბოლოს ერთი ლექტორი ეკითხება
-მანქანით რომ მიდიოდე და დაგცხეს რას იზავ?
-ფანჯარას ჩავუწევ
-ხოდა რო ჩაუწევ რა სიჩქარით შემოვარდება ჰაერი მანქანაში?
-არ ვიცი
-არ იცი და ჩაჭრილი ხარ
ნუ ამ მეთოდით ჭრიან ყველას
მეორე, მესამე, მეოთხე, მეათე
გაბაზრდება რომ ამ კითხვით ყველას ჭრიან
ბოლოს ერთი ბიჭი შედის
გამოკითხავენ ყველაფერს და ყველა კითხვას უპასუხებს
ამასაც ეკითხებიან:
-მანქანით რომ მიდიოდე და დაგცხეს რას იზავ?
-კონდიციონერს ჩავრთავ
-კიდევ რო დაგცხეს?
-მაიკას გავიხდი
-კიდევ რო დაგცხეს?
-შარვალს გავიხდი
-კიდევ რო დაგცხეს?
-ტრუსიკს გავიხდი
-კიდევ რო დაგცხეს?
-სულ დედა რო მეტყვ***ოდეს მაგ ფანჯარას მაინც არ ჩავუწევ!


ამდენი შეცდომა და მერე კითხვა, თუ რა დააშავე?

ასეთი ტკივილი და მერე უბრალოდ, ბოდიში..

.რამდენი დღეები და ღამეები...

სულ ერთი წუთი და მორჩა თავდება...

ნეტავი რით ვერ მთავრდება?!

რამდენი ომი გამარჯვებით და ისევ წაგებით...

სულ ორი დღით და 3 საათით...

გაზაფხულია,ზაფხული,შემოდგომა და მერე ზამთარი

გადავათრიეთ ეს დასასრულიც...

მარტოობამ მიშველა მე დღეს

და ხვალ გავხდები მისი ერთგული...

შენ კი იარე მასთან ეული

და მე ვიქნები გამორჩეული...ა

რ შეგპირდები, უბრალო სიტყვებით

დიადემები არის შენს ირგვლივ...

ყველას გვაქვს ჩვენი წარსული

და მომავალი, უკან სვლით...

ხელისგულს დავხედავ და მე შენ გეტყვი

როდის მოკვდები, როდის მთავრდები...

მზე დაიმალა)

მთვარეც აღარ ჩანს)

შენშია კიდევ წყეული წარსული!!



ერთ–ერთმა ავსტრალიელმა ექთანმა გამოაქვეყნა ჩანაწერი იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რაზე სწყდებათ გული სიკვდილისპირას მყოფთ (თქვენი უკანასკნელი დღე რომ იყოს, ყველაზე მეტად რაზე დაგწყდებოდათ გული?).

1. „ვიცხოვრებდი სურვილისამებრ და არა ისე, როგორც სხვებს სურდათ რომ მეცხოვრა“

„ ეს ყველაზე გავრცელებული სინანულია. როდესაც ადამიანები ხვდებიან რომ მათი სიცოცხლე დასასრულს მიუახლოვდა, იხედებიან უკან, ხვდებიან რამდენი ოცნება დარჩათ აუხდენელი, რაც გამოწვეული იქნა იმ არჩევანით რაც მათ გააკეთეს ან პირიქით არ გააკეთეს. და რომ ჯანმრთელობა ყველაზე დიდი თავისუფლებაა ამას ძალიან ცოტა აცნობიერებს, სამწუხაროდ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ის უკვე აღარ აქვთ.

2. „მუშაობაში ბევრ დროს არ დავხარჯავდი“

"ეს სინანული თითქმის ყველა მამაკაცი პაციენტიდან მოვისმინე, რომელბზეც მე ვზრუნავდი.…


1. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ ის დიეტებზე, ცუდ ხასიათზე და ძუნწ მამაკაცებზე დახარჯო; 2. ყველა წუწუნებს საკუთარ გარეგნობაზე, გონებრივ შესაძლებლობებზე – არავინ 3. ძალაინ მეშინია სულელების, განსაკუთრებით, სულელი ქალების., რადგან არ ვიცი, როგორ ველაპარაკო მათ ისე, რომ მათ დონემდე არ დავიდე; 4. ფაინას ჰკითხეს: – რა არის ყველზე რთული თქვენს ცხოვრებაში? –ოო, ყველაზე რთულ რამეს მე საუზმემდე ვაგვარებ–უპასუხა მან –და რა არის ეს? –დილით ლოგინიდან ადგომა 5. ოპტიზმი – არასაკმარისი ინფორმაციაა 6. წარმატების მისაღწევად ქალი უნდა იყოს საკმარისად ჭკვიანი, რომ მოსწონდეს სულელ კაცებს და საკმარისად სულელი, რომ მოსწონდეს ჭკვიან კაცებს; 7. ოჯახი ყველაფერს ანაცვლებს. ამიტომ, სანამ მას შექმნი, უნდა…


Blog
Blogs are being updated every 5 minutes