nargiza's blog

nargiza
33, Batumi, Georgia

შუაღამეა, თოვლი მოვიდა,

იგრძნობა სევდა ამ ზამთრის ღამის,

გეალერსები ისევ შორიდან

და ამ სიშორემ დამახრჩოს ლამის.



რა ამაყი ხარ! რა ამაყი ხარ!

ხან თავმდაბალი, –ხარ საოცარება,

სიტყვით ვერ გეტყვი როგორ მაკლიხარ,

შენ შეიწირე ჩემი ოცნება.



უცებ ბავშვივით გაიბუტები

და მერე ღრუბლებს გადიყრი გვიან,

ავკინძე როგორც მძივის ბურთები,

ჩემს დარდებს შენი სახელი ჰქვია.



ვერ გადურჩები ამურის ბადეს,

როგორც ყაყაჩოს პურის ყანები,

შენი ღიმილი სიცოცხლეს ბადებს,

მე ამ სიცოცხლეს ვეთაყვანები.



მე ამ სიცოცხლის ვრჩები მდომელი,

ვიყავ ერთგული თუ მოღალატე,

ვერ გაარჩიე ჩემში რომელი!?

–მაინც მაგ ღიმილს ნუ მომანატრებ!


მე შენს სიტყვებსაც შევინახავ ყვითელ ფურცლებზე,

მე შენს სუნთქვასაც შევინახავ ხელის გულებით,
შენს მოგონებებს გადავიფენ შიშველ მუხლებზე,
სულ მეყვარები, არასოდეს არ შემძულდები.

მერე მოგიძღვნი ათას ლექსს და ათას პოემას,
დავკარგავ სიტყვებს, მომპარავენ ქურდი ლოთები,
ჩემთვის უთქმელად გავიხსენებ ცისფერ ბოჰემას,
და გავჩუმდები, დავბერდები, მერე მოვკვდები
და არ დავუთმობ სულ არავის შენზე ოცნებას

ისე მოვკვდები.....


დედავ -- სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ -- სიცოცხლის ბურჯო მაგარო,
.. ეს გული შენი გულით ხალისობს,
...შენი თვალებით ვხედავ სამყაროს

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდი „ნანას", „მზე შინას",
.. რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა

როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
.. შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული

შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
ამ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.

მე შენი წმინდა შუქი მეფინა,
შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,
რომ ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.

დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,
თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ…


მენატრები!!! ჰკივის ჩემში, ისევ შენი მონატრება
მენატრები!!! და სიშორეს მწარე სევდაც ემატება,
მენატრები!!! რა ვქნა თუკი უშენობა ცრემლებს ბადებს
მენატრები!!! მინდა გითხრა ვეღარ უძლებს გული ამდენს...
მენატრები!!! სულ გახსოვდეს უსაზღვროა ჩემი სევდა
მენატრები!!!მაგრამ ტირილს მხოლოდ ჩემთვის ჩუმად ვბედავ
მენატრები!!!რა ვქნა თუკი უშენობას ვეღარ ვუძლებ,
მენატრები!!! სევდიანი კვლავ გავყურებ ნაცნობ ქუჩებს...
შენს ლოდინში ცრემლიანი კვლავ ავივლი ნაცნობ აღმართს
შენზე ფიქრში უშენობის კიდევ ბევრი ღამე გავა,
შენზე ფიქრში სწრაფად გადის მარტოობის მწარე წლები
მაგრამ რა ვქნა მე თუ მაინც ძლიერ,ძლიერ მენატრები...


ფიქრთან ბევრჯერ დავრჩენილვარ მარტო,
გული გალობს, მაგრამ დარდობს გონება, -
მყინვარწვერის და ზედაზნის პატრონს
არ სჭირდება მთების გამოგონება.

ალგეთურ ცეცხლს ცხელ ცურებზე ვატყობ
კვლავაც დაზრდის ბოკვრებს ფრთიან ლომებად,
ცოტნესა და ქეთევანის პატრონს
არ სჭირდება გმირთა გამოგონება.

ფქვილი ჩვენი არ იქცევა ქატოდ,
ვის რად უნდა ნასხვისარი დიდება, -
„ვეფხისა და მოყმის“ ზვიად პატრონს
სხვათა ენა სესხად არ დასჭირდება.

უნდა ვწეროთ, კიდეც უნდა ვხატოთ,
სული ჩვენი ტკივილს არ ემონება, -
მკლავმოჭრილი დიდოსტატის პატრონს
არ სჭირდება ცრემლის გამოგონება.

ვარსკვლავები ვარსკვლავებთან მივლენ,
ჩვენ გვეყუდვნის რაც იყო და რაც არი, -
ქართვლის დედის მკერდზე მიკრულ შვილებს
სულაც არ სურთ დედად დედინაცვალი.

ცა იხსნება. სხვას არაფერს ვნატრობ.
სიხარული კვლავ წვეთ-წვეთად გროვდება, -
ნაღდზე-ნაღდი მეგობრების პატრონს
არ სჭირდება მტრების გამოგონება.

საქართველოვ, შენს თბილ აკვნებს ვფიცავ,
სიკვდილს შევსვამ შენგან მოწვდილ ჯამიდან, -
დამეყაროს…


როცა სამშობლოს ტოვებდით,გზა დაგილოცათ თბილისმა და დღესაც მისი ლოცვები,
გულზე გკიდიათ თილისმად.ის, როგორც დედა მშობელი,თავის შვილების ლოდინში,
ოცნებობს გულში ჩაგიკრათ და მოგიხადოთ ბოდიში.რადგან ცხოვრებამ ყველანი,
თქვენ დედის უბეს გაგყარათ,მაგრამ თქვენ გელით იცოდეთ,თქვენი სამშობლო პატარა.
თქვენ ქართლის დედა გეძახით,მტკვარი, არაგვი, რიონი,თქვენი ქვეყანა გეძახით,
ლექსებით გალაქტიონის.
როცა სამშობლოს ტოვებდით,გზა დაგილოცათ მთაწმინდამ,
ამ განშორების ცრემლებით,თითქოს ქვეყანა ატირდა.თქვენ ხართ ამ ქვეყნის პატრონი,
საგანძური და სიმდიდრე,სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ,იდღეგრძელეთ და იდიდეთ!...


მინდოდა მეთქვა, როგორ მიყვარხარ,
მაგრამ სიტყვები იქცნენ ცრემლებად!
მინდოდა გეგრძნო როგორ მჭირდები,
როგორ ვიქეცი სევდად, ვედრებად. . .
მინდოდა მეთქვა, როგორ ვიცხოვრე,
და აღსარება იქცა იარად. . .
მინდოდა დიდი სინათლით გვევლო,
მაგრამ სინათლე იქცა ციალად. . .
მინდოდა მეთქვა-მარტო შენი ვარ,
მაგრამ ტყუილი ვერ გაგიბედე,
მინდოდა მეთქვა-სხვა გზა არა გვაქვს,
მაგრამ სიმართლეც ვერ გაგიბედე!
და ასე სევდით, ცრემლით, ვედრებით,
წლებმა შეცვალეს სულისკვეთება,
ჩვენ პარალელურ გზებზე გვივლია,
გზებზე, რომლებიც არ იკვეთება



მე ქართველი ვარ და როგორც ყველას

უსაზღვროდ მიყვარს ჩემი ქვეყანა,

კვლავ დამესიზმრა სამშობლოს გზებზე

სულ იები და ვარდი ეყარა...

ისევ მოვყვები საქართველოს გზებს,

არაგვზე თეთრი სქელი ნისლია,

მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,

უასაქართველოდ არ შემიძლია...

საქართველოა ჩემი საუნჯე,

ჩემი ოცნება, ჩემი ხატება...

მე ქართველი ვარ ქართველთა მოდგმა

და ქართველობა მეამაყება...


განშორებამ სიყვარული მომიმატა, ამ სიშორემ უფრო მეტი დარდი. სიყვარულმა ცრემლებიც კი დამიმატა, არ მითქვია თუ როგორ მიყვარდი. განშორებამ ხასიათიც შემიცვალა, ვიძირები სიყვარულის ზღვაში, ნუთუ ასე სიშორით უნდა გვეწვალა?! რომ გაგვეგო ერთმანეთის ფასი. ეგ ცრემლები ახლა ჩემთვის ტკივილია, მენატრები, შორით გეფერები, არ მითქვია შენთვის ხშირად ეს სიტყვები: მიყვარდი, მიყვარხარ, მეყვარები. დასრულდება განშორების სინანული, დაეშვება მზე უძირო ზღვაში, დაგვილოცა ღმერთმა ჩვენი სიყვარული, რადგან ვიცით სიყვარულის ფასი


მკლავს უშენობა... და ვერ ვიშორებ...
წარსულს დავეძებ, ისევ ფერებით...
ისე მაგიჟებს შენი სიშორე,
ვიცი ოდესმე მომეფერები...
მკლავს უშენობა... ასე მაცდური...
წარსული ისევ ისე მიგონებს...
მომნატრებიხარ ვით გაზაფხული...
მონატრებიხარ ლექსს და სტრიქონებს...
მკლავს უშენობა... ჯერ არნახული...
ასე მაცდურად რომ მითვალთვალებს,
შენა ხარ ჩემი ტკბილი წარსული...
წარსული, ასე რომ გავს მაგ თვალებს...
მკლავს უშენობა... სევდა ფარული..
ვგრძნობ უშენობა მაინც ჭორია...
ალბათ ადრეა ჯერ დასასრული,
დასასრულამდე კიდევ შორია...
მკლავს უშენობა... ისევ ასეა...
ისევ ფიქრებში რჩები ოცნებით...
გული წარსულით ისევ სავსეა...
ისევ სავსეა შენი კოცნებით...
მკლავს უშენობა... ისევ მაწვალებს...
შენი ღიმილი, შენი სიშორე...
კვლავ ენატრები, იცი? ამ თვალებს...
და წარსულს მაინც ვერსად ვიშორებ


Blog
Blogs are being updated every 5 minutes