nini-13-nini's blog

nini-13-nini
28, Tbilisi, Georgia

ეხლა სანაპიროს ჩამოვუყევი...შენზე ვფიქრობ...თურმე ვტირი...მე კი ამას ვერც კი ვამჩნევ...თუმცა რა გასაკვირია...მე ხომ სულ ვტირი?! ცრემლები თავისით მოგორავს და იმედი მაქვს, რომ მოაღწევს შენამდე...როგორ?...თუნდაც წვიმის სახით...მე გამუდმებით ვფიქრობ შენზე...ვფიქრობ , ნუთუ შემიძია მე, ამ უსუსურ არსებას გავაკეთო ისეთი რამე, რომ შენც შეგიყვარდე...?!
მე დავდივარ...სულ ფეხით დავდივარ...ნეტავ რატომ? ალბათ შენ გეძებ...ალბათ ჩემში ის პაწაწინა ნაპერწკალი, რომელიც ძლივსღა ბჟუტავს, მაინც არსებობს და გაღვივებას ელოდება, მაგრამ ეჭვი მეპარება ეს ნაპერწკალი ოდესმე, თუნდაც პაწაწინა კოცონად გადაიქცეს...
...ბნელა...ხალხი აქაიქ შეიმჩნევა....ყველა ბიჭის დანახვაზე გული თოთო ბავშვივით მიხტის...ყველა შენ მგონიხარ...მგონი ჭკუას ვკარგავ...ერთ ბიჭს მხარზე ხელი დავადე, რომ შემომხედა და ჩემი შეშლილი სახე და ცრემლებით სავსე თვალები დაინახა უკანმოუხედავად გაიქცა...ალბათ…


ღამე, როდესაც სუყველას ძინავს,
მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს.
მას გონია, რომ მე იგი მიყვარს,
მაგრამ მე მისი თვალები მომწონს.
ჩემი ტუჩები მის თვალებს ეხება
და ის კრთის, როგორც ჩიტი-ჩიორა,
და მე იმ ღამეს ვაჩუქე კოცნა,
რომელიც კუბოს კარამდე მიჰყვა.
მოკვდა ისე, რომ ვერც კი გაიგო,
რომ მე მომწონდა და არ მიყვარდა,
და მე იმ დღიდან იმის საფლავთან
ლამაზ ყვავილთა კონა მიმქონდა.
ერთხელ, როდესაც ყვავილთა კონა,
დავუდე ლამაზს, ჩემთვის დაკარგულს,
ბრწყინავი ცრემლი შევნიშნე თვალზე,
თითქოს ტიროდა წარსულ სიყვარულს.
და მე იმ დღიდან სხვა ქალი მძულდა,
დროს მე მივყავდი, დროც მე მიმყავდა,
ხალხო გესმოდეთ, რომ ის გოგონა
ცოცხლად მომწონდა და მკვდარი მიყვარს...


სახელი - სიყვარული;
ასაკი - არ აქვს;
მშობლები - სიკვდილი და სიცოცხლე;
მისამართი - ადამიანის გული;
ასაკი - არ აქვს;
მშობლები - სიკვდილი და სიცოცხლე;
მისამართი - ადამიანის გული;
მტრები - ეჭვი, ღალატი და სიამაყე;
ჰობი - ადამიანის გულის დაპყრობა;
მეგობრები - ტანჯვა, ცრემლი და სიხარული;
ცხოვრებისეული დევიზი - მე შენ მიყვარხარ;
მიზანი - ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა.


ცი რა მინდა?
იცი რა მინდა ჩემ გვერდით იყო მაგრად გყავდე გულში ჩაკრული და ლამაზ სიტყვებს მეუბნებოდე...შენ ხომ გიყვარდა ჩემი სიცილი,ჩემი კოცნა და ჩემი გაბრაზებაც კი და ხშირად მაბრაზებდი ხოლმე...
იცი რა მინდა ისევ გიყვარდე და ბედნიერები ვიყოთ ერთად...გახსოვს ჩვები ჩხუბი სულ რაგაც წუთები რომ გრძელდებოდა რადგან მეტ ხანს ვერ ვახერხებდი შენთან გაბუტვას,უშენოდ გატარებული ყოველი წუთი საუკუნედ მეჩვენებოდა...
იცი რა მინდა შენთან ერთად სადღაც გადავიკარგო,ოღონდ შენ იყო ჩემ გვერდით და სხვაზე არაფერზე აგარ ვიფიქრებ, შენ ხარ ჩემი ოცნებაც,ჩემი ტანჯვას და დიდი სიყვარული რომელიც არასოდეს არ ამიხდება ....
მაგრამ მე მჯერა რომ შენ ლამაზი ცხოვრებით იცხოვრებ და ბედნიერი იქნები მერე რა მოხდა რომ შენ გვერდით…


ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ რა არის სიყვარული, როგორია ის,ამის პასუხი მეცნიერებმა წლების განმავლობაში ვერ დაადგინეს,მაგრამ ადამიანები მას თავისებურად ხსნიან... როცა ვიღაცა გიყვარს და თუ მასაც უყვარხარ,სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს ყველაფერი გიხარია,თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი შენ ხარ... ის ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის მზეა,შენ კი მის გარშემო ბრუნავ.ის გათბობს და გეალერსება თავისი სხივებით. ის შენ სამყაროს ცენტრი გგონია, დღე იწყება მასზე ფიქრით და მთავრდევბა ისევ მასზე ფიქრით,ხშირად სიზმარშიც შენი სტუმარია, ძილშიც კი მასზე ოცნებობ. ყველგან და ყოველთვის მისი სახელი გაკერია პირზე,მასზე საუბარი შენთვის ყველაზე სასურველი თემაა,არასოდეს გელევა სიტყვები მასზე სასაუბროთ,ვინც არ უნდა ეცადოს ვერავინ შეგაცვლევინებს მასზე ფიქრს,სხვაზე…


დათო და ელენე 2 წლის განმავლობაში ყოველ დღე ხვდებოდნენ ერთმანეთს, ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე დროს, საღამოს 6-ის 15 წუთზე, “წითელ ბაღში”...
მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, სხვა წყვილებისგან განსხვავებით ისინი არასოდეს ჩხუბობდნენ. ელენე 17 წლის იყო დათო კი 19-ის.
საშინელი ამინდი იყო. წვიმა და ქარი ერთმანეთს ეჯიბრებოდა. ფიქრებში გართული ელენე ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა:“უეჭველი ის იქნება” გაიფიქრა მან.
— გისმენთ?
— ელენიკო მე ვარ!
— ამ წუთას შენზე ვფიქრობდი, რა ვქნათ ასეთი საშინელი ამინდი რომაა?
— 15 წუთში მზად იყავი, მანქანით გამოგივლი და გავიაროთ სადმე.
— კარგი გელოდები.
მანქანა გიჟივით მიჰქროდა ქალაქის სველ ქუჩებში.
— დათო სად მივდივართ?
— იქ სადაც სიწყნარეა და მარტონი ვიქნებით.
— აუუუ....მითხარი რაა?....გთხოოვ...
— კარგი, გეტყვი:…




თუ სახეზე შემომხედავ დაინახავ უცებ ღიმილს,
ვერ მიხვდები რომ მე ჩუმად ამით ვფარავ გულის ტკივილს,
გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს,
ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს,
მერე ისევ ძველებურად სალოცავში ვიწყებ ლოცვას,
ცოდვების დასავიწყებლად ისევ დავცლი ღვინის ბოცას,
დავითვერბი, ვერ ავდგები, კვლავ დავიწყებ მუხლზე ცოცვას,
ნურას მკითხავ, ვერას გეტყვი და დავიწყებ ისევ ბოდვას,
ვიღაცა თვალს გამაყოლებს ვერ გაიგებს ის ჩემს ტკივილს,
გულიანად ჩაიცინებს: "მთვრალია და მიტომ ტირის"
ვინ რა იცის როგორ ვცხოვრობ, რად ვიღიმი მუდამ ასე,
არ იციან ჩემი გული ტკივილითვთ თუ არის სავსე,
მე რომ მუდამ თან ვატარებ განწყობას და ლამაზ ღიმილს,
ვერ ხვდებიან რომ ღიმილი მალავს ჩემი გულის ტკივილს!
ვერას ვამბობ ძველებურად მივუყვები კუთვნილ ბილიკს,
გაიკვირვებთ ალბათ ყველა თუ დავიწყებ…


ლამაზო,ფეხები მიადგი ერთმანეთს,
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს კანჭებზე,ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ,
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები, ძვირფასო, რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი,

ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არიცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე,
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,

ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა:
"რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო!"


მე რა ვიცოდე, მუხრანის ბოლოს
რად დააფეთა მიმინომ გნოლი.
ეს თურმე მისი მიმინო იყო.
თვითონაც იქვე მელოდა თრთოლვით.
მე რა ვიცოდი, თურმე მის ბაგეს
ისევ ახსოვდა ძველი ამბორი.
მე რა ვიცოდი, თურმე მის გულში
ისევ ღვიოდა ტრფობის ხანძარი.
მე რა ვიცოდი, მე თვალდავსილმა,
ჯეჯილს თუ მისი აკრთობდა სუნთქვა
და მზეც თუ მის მწველ ვნებებს მაფრქვევდა.
არ დაიშალა ჩემთან შეხვედრა,
ან როდის იყო რჩევის გამგონე,
და აჰა იგი მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული სინჯავს იარაღს.
ჩემს დანახვაზე წამოიმართა
და ხმალმა ქვაზე გაიჟღრიალა.
მის დანახვაზე გამიწყრა ღმერთი
და წავბარბაცდი, ესეც ბედია.
მალვით გავხედე მეუღლეს ჩემსას,
წარბშეურხელი იდგა ბერდია.
ორი მახვილი მზეზე ბრწყინავდა
და ჩემი გული ორად გაიპო.
ვუმზერდი იმათ ანთებულ თვალებს
და ვგრძნობდი შველა არსაით იყო.
ისე გავხევდი ჩემი მანდილით.
ვერ შევაჩერე მამრთა ჭიდილი.
პირქვე ჩავემხე ხოდაბუნებში
და შევღაღადე უფალს ქვითინით:
"მაღალო…


Blog
Blogs are being updated every 5 minutes