marika-'s blog

marika-
38, Gldani-Nadzaladevi, Georgia

05.05.2010

თუკი ცრემლები არ დაგდენია,
მას ვერ გაუგებ ვინც ეხლა ტირის.
თუკი არავინ მოგნატრებია
როგორ გაიგებ ფას მოლოდინის.
თუ ღამეები არ გითევია,
ვერ შეიგრძნობდი დადგომას დილის,
თუ სიყვარული არ გიგემია,
ვისაც უყვარხარ არ გესმის იმის.
თუ ეს სიტყვები შენთვის ლექსია
ან მხოლოდ გჯერა ლამაზი რითმის,
მაშინ ნუ ეცდები გაიგო ვინ ვარ,
შენთვის უცხოა რასაც განვიცდი...


შენ

თუ გინდა რომ შენი ბედი განაგო,
სიამაყე გვერზე უნდა გადადო,
თუ გინდა სიყვარული შეიცნო,
მონატრება კარგად უნდა შიგრძნო,
თუ გინდა ბედნიერი გაგხადო,
დრროა გრძნობა საქციელით მანახო,
თუ გინდა რომ უშენობას გავუძლო,
შენი გული სხვას არავის დაუთმო.
თუ გინდა რომ არასოდეს წავიდე,
გიყვარდე! და ყველაფერში გამიგე.

მე

სიამაყე უკვე გვერძე გადავდე,
ჩემი გრძნობა საქციელით განახე,
ჩემი გული სხვას არავის დავუთმე,
მე შენს გარდა ვერავის ვერ გავუგე!!!


27.04.2010

ჩემი ფიქრები მხოლოდ შენ მოგდევს,
ქრის ქარიშხალი მთებია ახლო
მე შეიძლება ამაღამ მოვკვდე
და სიკვდილის წინ შენ ვეღარ გნახო.
ცხოვრება ასე ვერ შემინახავს
გავა დრო და მე ისევ დავთვრები,
ახლაც მწყურია მე შენი ნახვა
ახლაც გიგონებ და მენატრები!



„სიკვდილის წინ შევინანებ“ – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა.

ვუფრთხილდეთ, რათა უძლურს სინანულიც უძლური არ ჰქონდეს, მომაკვდავს კი – მკვდარი.

თუკი მხოლოდ სიკვდილის წინ შევინანებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ დავუტევებთ ცოდვებს, არამედ ისინი გვტოვებენ.
საჭიროა დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს.

†††

ცოდვილს ღუპავს არა სიმრავლე ცოდვათა, არამედ სინანულის გარეშე ცხოვრება.

†††

მოძღვარს მრავალ საცთურთან უწევს ბრძოლა, და მის წინააღმდეგ განსაკუთრებულად იბრძვის ეშმაკი თავის მსახურებთან ერთად. სწორედ ამიტომაც მას ღვთის განსაკუთრებული შეწევნა და გაძლიერება სჭირდება. და როგორც ყველა ადამიანს, შენც, სულიერ შვილს, ლოცვა გმართებს მისთვის, რათა გააძლიეროს იგი ღმერთმა და განამტკიცოს. კეთილდღეობა სახლისა ოჯახის წინამძღოლზეა დამოკიდებული, მხედრის წარმატება…



ქრისტიანული ტრადიციები


უხდება,
ნამდვილ სიყვარულს უხდება სევდაც,
ნამდვილ სიყვარულს ორი მხარე აქვს,
ისევე,როგორც მედალს.

ნამდვილ სიყვარულს უხდება ღიმილი,
ნამდვილ სიყვარულს უხდება ფიქრი,
სიყვარულს უხება წრფელი გრძნობები,
სიყვარულს უხდება ფიქრი.

ნამდვილ სიყვარულს სჭირდება ლოდინი,
ნამდვილ სიყვარულს სჭირდება დაცდა,
ნამდვილ სიყვარულს უხდება ტირილი,
ნამდვილ სიყვარულს უხდება განცდა.

ნამდვილ სიყვარულს სჭირდება ოცნება,ოცნება ღამისთევით,
ნამდვილ სიყვარულს უხდება ამბორი,გულის საამო რხევით.

ნამდვილ სიყვარულს დაჰყვება მუსიკა,
ნამდვილ სიყვარულს ლექსი თან ახლავს,
ნამდვილი სიყვარულია ნამდვილად ეს გრძნობა,
მე რომ განვიცდი ახლა...


01.04.2010

ღმერთო, მაჩუქე სიცოცხლე,
ღმერთო, მაჩუქე წამი,
ღმერთო, არ დამაკარგვინო
ნაპოვნი ნატვრისთვალი.
მკაცრად ნუ განმსჯი, უფალო,
ნუ დამიკარგავ იმედს,
დღეს თუ სანთელს ვერ აგინთებ,
ხვალ ხომ ვილოცებ იმდენს...
...იმდენს, რომ ცრემლი მომაწვეს,
ლოცვაში დავიღალო,
მხოლოდ ამ ერთს გთხოვ, უფალო,
რომ ფრთებით დაიფარო
ის, ვინც მანახა სიცოცხლე,
ვინც მაგრძნობინა წამი,
ღმერთო, არ დამაკარგვინო
ნაპოვნი ნატვრისთვალი


28.07.2011

ნამდვილი მგელი სხვა ხმაზე ყმუის,

ნამდვილი კაცი გულით მგელია,
კაცურად ცხოვრობს, არასდროს ტყუის,
უჭირს და მაინც ბედნიერია.
ომი მოიგე შენზე ძლიერთან და
არ დაჩაგრო სუსტი უძლური,
მგლის გული გქონდეს, თორემ მერწმუნე,
ძაღლმაც კი იცის მგლური ძუნძული !!!​


გითხრა რა იყო?
არაფერი. . . მინდა აქ იყო.
დარდი გაგიყო
უშენობამ იცი რა მიყო?
სული დამძიმდა…
არაფერი აღარ მახარებს...
სევდა მაწვიმს და
ცრემლი კოცნის დაღლილ წამწამებს.
ყველა შორი და . .
ახლო მდგომი უფრო დუმდება.
ის ვინც მოვიდა
არ მოსული უკან ბრუნდება..
გზები გაიყო...
ცა გაიღო...
გული გაიპო…...
ბნელმა ნათელი შემიცვალა
და მზე წაიღო.
შველად ვეძებე შენისთანა
არსად არ იყო.
უკვე სიკვდილმაც შემიყვარა
გესმის რა იყო?!

ბევრი ვეძებე შენისთანა
წლები გაფრინდა. . .
გული ვერავინ შემიცვალა
მოდი თავიდან. . .
  




Blog
Blogs are being updated every 5 minutes