rusaaaaaaa's blog

rusaaaaaaa
32, Tbilisi, Georgia

03.12.2011

შეკითხვა: როგორ იქცევა ადამიანი, როდესაც მას შია?

ჩვ.წ–მდე “კაი ხნით ადრე”: ჭამს ირემს, მამონტს, მგელს, თანატომელს…
I საუკუნე: შეექცევა პურს და უყურებს სანახაობას;
V საუკუნე: ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუცა დედათა და მამათა ერთად ეჭამოს პური?!
X საუკუნე: ჭამს ყველაფერს, რაც პირში მოხვდება (ოჰ, ეს ბილწი ცნობიერება, არა?);
XV საუკუნე: იწყებს ზრუნვას ზემოთხსენებული პირის გემოვნების ჩამოყალიბებაზე;
XX საუკუნე: შედის “მაკდონალდსში”, ან “საჭმელი რა გვაქვს, ქალო?”–ს წარმოთქვამს;
XXI საუკუნე: შედის “facebook”-ზე და სტატუსად იწერს, რომ შ ი ა!!!
 


19.11.2011

gaxsovs?chveni shexvedris bolos damshvidobebisas roca mitxari"miyvarxaaar.........droebit,xoda me exla mivxvdi ro martla droebit gyvarebivar...:'(


18.11.2011

გითხრა ვინა ვააარ??ღამის წვიმა ვარ...თმას რო გინამავს...რატომ მოვედი??ერთ საიდუმლოს ვეღარ ვინახავ....რა მოგიტანე??ის სიყვარული შენ რომ არასდროს არსად გინახავს... :):):):)


ადრე თუ გვიან, უეჭველად მოვა სიბერე, თავზე დაგვათოვს უთვალავი თოვლის ფანტელი! გულის ტკივილით შეცდომებსაც მოვინანიებთ, შეცდომები კი რამდენია, ღმერთო, რამდენი


ქალი წვიმაა ხან მოვა...ხან ნისლად აკრეფს საფიქრალს,თეთრი ბრინჯივით დაგაბნევს მერე მოგდგება,აგკრიფავს.!


14.11.2011

ექნება სურნელი ყვავილის
დაყნოსავ და ბანგი დაგათრობს ,
ჟრუანტლად სხეულში დაგივლის
და რაღა თქმა უნდა ექნება
ტკივილი, ცრემლები, სიმწარე
ცრემლების გარეშე სიყვარულს
ვინ შეუნარჩუნა სიმწვანე?
ტანზე ცა გეცმევა ბაფთებად,
ქუნქულა ღრუბლები დაგათოვს ,
გაგართობს ვარსკვლავთა ციმციმი,
მზის სხივი ნაჟური გაგათბობს
მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ
თვითონვე გაოცდე, ვინა ხარ,
ოო, ამგვარ საჩუქარს ძვირფასო,
რამდენი წელია გინახავ


14.11.2011

მიყვარს როდესაც ვხედავ, რომ ჩემკენ იხედები,შემდეგ მზერას მარიდებ და გეღიმება:*


14.11.2011

-გყავს საუკეთესო მეგობარი ? - კი მყავს. ის იყო ჩემთან, როდესაც მიმიყვანეს საბავშვო ბაღში. კამერით იღებდა სკოლაში ჩემი ყოფნის პირველ დღეს. ის იქნება ჩემთან ერთად,როდესაც მე დედა, ის კი ბებია გახდება. ეს დედაჩემია...


თქვენ ხომ თვლით რომ მე ბავშვი ვარ,თქვენ კი ჩემი მორიგი გასართობი სათამაშოები ხართ...რომელთაც ადრე თუ გვიან გადავაგდებ....მე ხომ ბავშვი ვარ ! .....


14.11.2011

ამბობენ,რომ ნაღვლიანი თვალები მაქვს…არ ვიცი…იქნებ მაქვს კიდეც…ზოგჯერ თვითონაც ვიჯერებ…მაგრამ ზოგჯერ, მახსენდება, რომ საკუთარი თავის მოტყუება შემიძლია…როდესაც საკუთარ თავს ატყუებ, ტყუილი ხომ ძალიან ჰგავს სიმართლეს…


Blog
Blogs are being updated every 5 minutes