mai-ni's blog

mai-ni
48, Tbilisi, Georgia


"გამოწვდილ ხელებს შეიძლება
დაუგდო ხურდა,
გამოწვდილ ხელებს შეიძლება
დაადო ხუნდი,
გამოწვდილ ხელებს შეიძლება
ეამბორო და
გამოწვდილ ხელებს შეიძლება
ენდო ბოლომდე."


ვ.ჯ.



"ხელი ყველაზე ახლოა გულთან,
ჩვენ ხშირად ხელში გვიჭირავს გული,
ფოლადს ვადნობთ თუ
მივყვებით გუთანს,
ხელებს გულივით ვიცავთ და ვუვლით.
ამაყად ვდგავართ სიცოცხლის ხესთან,
ვგავართ ვეება ხეების ნაფოტს,
ხანდახან გულზე დავიდებთ ხელს და
ყველაზე მართალ სიმართლეს ვამბობთ.
ბედნიერები ვიყავით გუშინ,
არ ვუშინდებით ხვალინდელ ამინდს,
ხანდახან მაგრად ვიხუტებთ გულში
ხელებს და
ისე ვიძინებთ ღამით.
მაინც ვერ ვიკლავთ სურვილს და წყურვილს,
მაინც მომავალს ვუმზერთ და ვუსმენთ,
და მხოლოდ მაშინ მშვიდდება გული,
როდესაც ხელებს დავიწყობთ გულზე."


ვ.ჯ.




"ღმერთო,ზამთარში ნუ მომკლავ:
გაზაფხულივით ბარდნის...
შემოდგომაზე? -
ვენახში
მზე ბრწყინავს მილიარდი...
გაზაფხულზე და ზაფხულში? -
ია ჰყვავის და ვარდი..."


ვ.ჯ.



ზღვარს გაჰყევი
ბედისა და უბედობის,
დააკვირდი
მყოფადს
მრავალწახნაგიანს,
ფრთხილად!
ყველა მილიონერს ნუ ენდობი:
ზოგიერთი
გადაცმული გლახაკია."


ვ.ჯ.


"ჩემი
ლამაზი მტერი-
ლამაზ მეგობარს ჰგავდა,
სიტყვა არ უთქვამს,
თბილი
და ტკბილი სიტყვის გარდა,
მაინც ვიცანი,
რადგან
ნამდვილი მეგობარი-
საკმაოდ ენამწარე
და ულამაზო მყავდა."


ვ.ჯ.



მე კი
- მოვიკლავ გულს და სიყვარულს,
აღრ ვიფიქრებ შენზე არასდროს...
თუ კი ძალიან მომენატრები
ისევ ცრემლების წვიმამ დამათროს...

ჩემს მარცვალ - მარცვალ
დაბნეულ ცრემლებს
მზე აიკინძავს
სხივებზე მძივად...
და თუ
ოდესმე
გზაში მოგისწრებს
და დაგასველებს გაზაფხულის შხაპუნა წვიმა
გაღეღილ მკერდში ჩაგეღვრება მარცვალ - მარცვალ,
წვთ-წვეთად,ფრთხილად...
სასიამოვნოდ გაგაჟრჟოლებს
და დაგივლის ძარღვებშიც თბილად...
მაშ იცოდე,რომ
საყვარელო,
ეს წვეთები არ არის წვიმა...
ეს ცრემლებია ჩემი,
მზემ რომ აისხა მძივად...
ალბათ
სხივი თუ გაუწყდა
და დაეფანტა
წ ვ ი მ ა დ . . . . . .


შეეშვი ყველაფერს
ამ ერთხელ აჯობე მე-ობას,
წამოდი
და
ღამე ფიქრები,
ნატანჯი,დავთვალოთ...
ნასვამი სიტყვები
არ შეცვლის არაფერს,
დრომ კი პოეტურად
ან უფრო უსახურად
დაგვადნო...

მას მერე დავიწყე მხატვრობა -
მწვანე ცა
მწვანე ზღვისფერია,
ნახატად ქცეული წარსული
დამჩემდა და
სუნთქვა
დამიმსგავსა ბნედიანს...

გაზაფხულს
თან მოჰყვა აგვისტო,
შენ მარტი დაგჩემდა,
ამიტომ
მარტმა შენ
ტკივილი გაგიყო...
მე ?
- მე თებერვალმა
წამიღო...

წამოდი...
არ ვნანობ არაფერს...
დროს სისხლით გავაჩერებ,გპირდები...
წვიმიან სიყვარულს
დავიტყობთ -
შენსას - მე
ჩემსას -შენ,
გავიყოფთ...

........................................
ქარი ასავათებს შეგრძნებეს,
დრო ?
ფიქრად ქცეული - გავიდა,
სიტყვები ?
ნათქვამი,ან თუნდაც უთქმელი
- წარსულმა
ხურჯინით წაიღო...


"ეძღვნება ადამიანს,რომლის სიყვარულის შესახებ სულ ახლახნს გავიგე…


previous 1 ... 13 14 15 16 17 next →
Blog
Blogs are being updated every 5 minutes