gabrieli1's blog

gabrieli1
33, Πάφος, Cyprus

(ხევსურულ
კილოზე)

ჯიხვო, რამ მაგკლა, რქიანო,
ლამაზო, კლდეთა ჯიშისა,
უდროოდ რამ ჩაგიღამა,
სველი თვალები, გიშრისა,
უდროოდ რამ ჩაგიმუხლა,
გრძელი ფეხები ისრისა,
უდროოდ რაად დასტოვე
პიტალო კლდენი, ფიცრისა,
ცისკარზე მქროლმა ნიავმა
მუხთლობა ხომ არ იცისა,
იქნება შურთხმა დაგათრო,
ან ჩანჩქერების კისკისმა.
ან იქნებ არწივ გიმუხთლა,
ადრე ხომ ხშირად გიძმისა,
ბრალია შენი დაკარგვა
ძმასავით მძიმედ მიმძიმსა.
„არც შურთხმა მამკლა, არც წყალმა,
არცარას არწივ მიშლისა,
ცრემლით ბოინობს ჩემს თავზე,
ნიავი ბალანს მიშლისა.
მუხლმაგარმ მამკლა ვაჟკაცმა,
ფერი ჰქონიყვა ნისლისა,
ხმა შურთხის ზარი მეგონა,
მასპინძელია ცისკრისა
ფოლადის წრიაპნ გასხმული,
ნაპერწკლად ელვას ისვრისა,
ვეფხვისა გული ჰქონიყვა,
არ მატარები შიშისა
არწივის თვალი ჰქონიყვა,
ჩოხა ფერ სცმიყვა ქვიშისა,
ქუჩისფერტარა „ვინტოვკა“,
არ ამცილები ნიშნისა,
თოფის ხმა მეხი მეგონა,
დავგორდი შვილი სიპ–კლდისა,
რქები კლდეთ ჩავაჯახჯუხე,
ნაზარდებს სიკვდილ მიგლისა
ყველამაც მამკლა, არც რამაც,
მამცემ არა ვარ ფიცისა,
მე სილამაზემ დამღუპა,
დანდობამ ეგრე იცისა“.


მოკლულებს დაიტირებენ,
განა ცოცხლებსა გლოობენ,
მთასვლელთ ყოველთვის ტირიან,
მთები სულ მუდამ ზოობენ.
დედის ცრემლების მაგიერ
კლდის ცვარი დაედინებათ,
რაკი სუდარა სცპირდება,
ნისლები დაეფინებათ.
ლოდით დაგლეჯილ გულ–მკერდზე
ყვავ–ყორნებს ჩაეძინებათ,
დრო გავა, ნასისხლარ ალაგას
ჯიხვის ტყავ დაეფინება.


ეს ლექსი-მთიდან ირმის ყვირილი-
ცალად დარჩენილ ირმის ცრემლია.
მე ისე მტკივა შენი ტკივილი,
ჩემი ტკივილიც რომ არ მტკენია.
მე ამ ტკივილმა მტანჯოს,მაწამოს.
რადგანაც ასე გავითავისე.
რომ გიმზადებდა ტანჯვას სამყარო,
ეს ჩემი გულიც ჰქონდა სანიშნედ.
ეგ სიმარტოვეც სულ გულს მისერავს,
დაჭრილ გულს მიწვავს ცრემლის მარილი,
გულში დაკოდილს ნუ მთხოვ სიმღერას,
მე შემიძლია მხოლოდ ბღავილი.
ეს ლექსიც-მთიდან ირმის ყვირილი-
ცალად დამრჩალი ირმის ცრემლია.
მე ისე მტკივა შენი ტკივილი,
ჩემი ტკივილიც რომ არ მტკენია.


იაღოველების სხდომაა და "უხუცესი" გამოიტანს წყალს თასით და იტყვის:
-ვისაც კაცის სასქესო ორგანო გაქვთ დანახული ხელი აიწიეთო.
ერთერთი უკანა რიგებიდან გამოვა დაა მე მაკვსოო ნანახიო, მაშინ მღვდელი ეტყვის, რომ ამ წყლით დაიბანოს თვალები და ასეც მოიქცევა ქალი.
შემდეგ კიდევ იკითხავს:
-ვისაც ხელი გაქვთ შეხებული გამოდითო.
ისევ ერთ-ერთი მადგანი გამოვა დაა დაიბანს ამ წყლით ხელებს.
ამ დროს უკანა რიგიდან გამოდის ქალი და მღვდელს ეტყვის:
-სანამ ვიღაცას პროჭი გამოუბანია გამიშვი პირს გამოვივლებო.:)))


ანჯელინა ჯოლი ჩავა კახეთში და დაინახავს მოხეული მასტი ეზოში ბარავს. გახდილია, შრომისგან ბატიბუტივით აყრია კუნთები... ცუდი აზრები აქ უკვე , 1თვეა შვებულებაშია კაცი უნდა მაგრად და მივა ამ ტიპთან . იმასაც მეტი რა უნდა და მაგრად .... თან ისე მაგრად რო გაგიჯდება ჯოლი, ესეთი სექსულაური ექსფერიენსი ცხოვრებაში არ მქონია ცოლად უნდა მომიყვანოო.
მიხომ: აბა როგორო დედაკაცოო შვილები მყავ , ოჯახიო მარა თუ გინდა ე მანდ ჩემი ძმა უცოლოა და იმას გაყევი.
ჯოლი: – შენ ძმას რატო მე შენ მინდიხარ.
მიხო: – შანსი არააო ოჯახს ვერ დავანგრევ...
რო ვერ დაითანხმა ბოლოს ჯოლი ეკითხება:
-კაი მარა, შენმა ძმამაც ესეთი სექსი იცისო?
-რავი აბა , ამას წინათ ტყეში დათვი…


მიწისგანა ვარ შობილი
ერთხელ მეც დავიკარგები,
სახლში არ დავბრუნდებია,
ბნელსა და ოხერ საფლავში
ნელ-ნელა დავეშვებია,
წახდება ხორციელობა,
დარჩება ტიტველ ძვლებია,
გულო, მაგ შენის ფიქრებით
შენაც თან ჩამომყვებია.
მიწისგანა ვარ შობილი,
მიწას ვერ ავცილდებია,
მიწა მზრდის, მიწა მახარებს,
ბოლოს მეც დავმიწდებია.


ჩასძინებოდათ არწივებს,

სთვლემდნენ მუხათა ტოტები,

ბნელ ღამეს ააქარცივებს

მკივანი მიკიოტები.

არწივებს ჩასძინებოდათ,

ბადი არ სთვლემდა ცბიერი,

შორით შორს ალი ჩნდებოდა,

ცეცხლი გორავდა ძლიერი.

ტყეს ცეცხლი ეკიდებოდა,

როგორც ძნას შემოდგომისას.

არწივებს ჩასძინებოდათ,

სიზმრებს ხედავდნენ ომისას.

ცეცხლი, ხავსებით დახალულს,

გზებს ალით შემოამძივებს,

იქ გაჩნდა, სადაც დაღალულს

ჩასძინებოდათ არწივებს.


06.12.2011

ტიპი მაგარი დაბოლილია. მიდის სახლში და ფიქრობს როგორ მოიქცეს, რომ დედამისი ვერ მიხვდეს ვერაფერს. გადაწყვიტა: მისვლისთანავე წიგნის კითხვა დაიწყოს. ასეც მოიქცა.

დედამისმა შემოიხედა ოთახში და ჰკითხა:
– რას აკეთებ?
– წიგნს ვკითხულობ.
– რა წიგნს! დახურე ჩემოდანი და დაიძინე! ხვალ დაგელაპარაკები.



06.12.2011

ქალი მდინარეზე წავიდა წყლის მოსატანად. სათლი ჩაჰყო მდინარეში, ამოიღო და ოქროს თევზი დაიჭირა. თევზი ეუბნება:

– არ დამღუპო და სამ სურვილს შეგისრულებ.

ქალმა იფიქრა, იფიქრა და ეუბნება:

– მინდა, რომ ჩემი სახლი სასახლედ გადაიქცეს. მინდა, ახალგაზრდა და ლამაზი გავხდე და მინდა, რომ ჩემი კატა შესანიშნავ ყმაწვილად იქცეს.

ქალმა თევზი მდინარეში დააბრუნა და სახლისკენ გაემართა. ხედავს, სახლის მაგივრად სასახლეა წამოჭიმული. სარკეში ჩაიხედა და ხედავს, რომ ახალგაზრდა და ლამაზ ქალიშვილად იქცა. ამ დროს მასთან მშვენიერი ყმაწვილი მიდის. ქალი ეუბნება:

– ჩემო ფისუნია, ნუთუ ეს შენ ხარ?

– მე ვარ, მე, მაგრამ არ ინანებ, რომ შარშან ჩემი თავი დააკოდინე?!


17.11.2011

9. ქართველი და აზერი ერთმანეთს ებლატავებიან ვის უფრო ლამაზი ბუნება აქვს.



10. ქართველმა წაათრია აზერი კავკასიონზე. დაიყვირა ჰეჰეჰეეეეეეეეეეეეეეეე და ექო გაიჩითა იმის დე რაა.



ეგეთი ჩვენთანაც გვაქვსო თქვა აზერმა. წავიდნენ აზერბაიჯანში. დადგნენ ტრიალ მინდორზე და აზერმა დაიყვირა ჟოოოოფაააააააააააა. და უცებ გაიუსმა ექო: გდეეე? გდეეეე? გდეეეე?


← previous 1 2 next
Blog
Blogs are being updated every 5 minutes