gabrieli1's blog

gabrieli1
33, Πάφος, Cyprus

თუშეთში მივდივარ, მთებში და...
მიყვარხარ,
ვინ იცის, რარიგად...
ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
გამორბის მდინარე ბღავილით,
ნაპირებს ცრემლი მოვწმინდე.
ფერდობზე წერწეტა ყვავილი
მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე.
იმ ხევში მკივანა შურთხია.
მომწყინდა ბილიკზე წანწალი.
მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და
გულს მაინც ედება ხანძარი.
თუშეთში, მთებშიაც დამმშვილდე,
მიყვარხარ, ვინ იცის რარიგად...
ეგების ლატფარზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი.
მივდივარ, გზა მხვდება ახალი.
თუშეთში, ბევრია მწვერვალი
და შენ ხარ ყველაზე მაღალი..


ჯანღი დევს მაკრატელაზე,
წვიმას უბნობენ თუშები,
ბeვრია, მაგრამ ყველაზე
ფიქრი მაქვს შენზე უშვები.
კოშკები სიპით ნაშენი,
აქვეა ციხე, საჯარე,
სახე არ მიჩნდის რა შენი,
მიაც გულ მასზედ ვაჯავრე.
მთიდან წყალ მოჰქუხს ნაჩქერი,
თითქოს ცის კიდით ეშვება,
თვალს კი უხვად აქვს საცქერი,
გული შენს გულს ვერ ეშვება.
მიმყავს საღარი უბელო,
სადაც ჯიხვები დადიან,
ბარად თუ მიხვალ ღრუბელო
ამ გულს გაგატან, დარდიანს.
ჩახვალ გაიშლი სარეცელს,
მიგელის ცვარ–ნამს ნაშური,
იქნება მასაც დაეცეს
ამ ჩემი გულის ნაჟური.


ყალყზე შეყენებულ უბელო რაშების

ჭიხვინი გაჰკვეთავს ატეხილ დეკიანს,

უდრეკი სულებით დოღში პაექრობა,

სწყურიათ ვაჟკაცებს,მეცხვარის თექიანს.


მწყობრად დაწყობილნი მიჰქრიან მერნები,

ლაჟვარდში ნაპერწკლებს ანთებენ ნალები,

ღიმილლი უხდებათ ახოვან ჭაბუკებს,

და შეუდრეკელი ქორული თვალები.


მთებში გამოზრდილი ლაღი ულაყები,

კლდოვან ბილიკებზე ფლოქვს არ აკარებენ,

შმაგად მოვარდნილი, ხევივით მჩქეფარე,

სისხლით გამარჯვების სურვილს ატარებენ.


მწველი მოლოდინით ივსება სივრცე და

ყველას გამოასწრებს მხედარი ერთ-ერთი,

სწრაფად გადიქროლებს სანიშნე ადგილზე

ძუა გამოკრული გულფიცხი ფეხთეთრი.


წინ მიაგებებენ ჯიხვის რქით ალუდს და

გაოფლილ ბედაურს ბალღებს მიანდობენ,

ძველ თუშთა ჯირითის, მხედრობის ლეგენდებს

ხატები, ბილიკნი, მთები მიამბობენ.


თეა ელანიძე


თუში შალვაის ქალი

ალვანში სანაქებოა
თუში შალვაის ქალია
ქმარი მოუკლეს ქურდებმა,
ძალით გალალეს ცხვარია
ეს რო გაიგო დიაცმა,
შამაიხვია თმანია,
აისხა იარაღები,
წელზე შაიბა ხმალია.
თავზე დაიდგა ჩაჩქანი,
საომრად მიდის ქალია.
შაჰკმაზა თავის ლურჯაი,
ცხენი ჰყავნია ქარია,
ზედ შაჯდა, გამაამალა,
გამაიარა გზანია.


კლდეში დაგკივის ქორები,
ჯიხვების მწყემსო ქალაო,
ახლოს გყვან მონადირენი,
ხელი არ შაუშალაო.
ქარაფზე წადგა ხარლაღი,
რქებ ზურგზე გადიყარაო,
წამაიგრძელა კისერი,
რა კოხტად გაიზარაო.
კემპიდან მონადირემა
მუშკაზე აიყვანაო.
თოფ გატყვრა, ტყვია აწივლდა,
ჯიხვო, წაგერთვა ძალაო,
ჭაუხის წვერზე გაზრდილო,
მოგაძებნინა ჭალაო.
შიბშიით გამაიშალა
კვნესით შურთხების ფარაო.
თბენ შაკრნა მხარკვერიანმა,
ელდაი დაეტანაო,
შურთხს დაჰკრა, ჭალას ჩაგზავნა,
ქვასავით ჩაეფარაო.
შახენა მენადირემა,
შაუვა მკლავის ძალაო;
მე და შენ, – უთხრა, – არწივო,
ღმერთმა ვერ შამაგვთვალაო.
არწივ დაიწყებს კივილსა,
საკბილოს ჩაეჯარაო.
შააზრიალა კლდეები,
მოყმის სიმღერის ხმამაო...
ორივე საქებარია,
ახლა მეც ქებას ვთვალაო.


ჩიხრიხზე დავგრ–მოვგრიხ ჩემ ნებისყოფაი–დ
ჯარანზე დავძ–მოვძახ თხორად,
საქსლოს ქსელ დავიდგი–დ მღიე, ბინდ–ლურჯ ბაწრით
ლექსებ ამოგიქარგ მკობად.


ფიქრზე ერთგულ არაფერს,
არ გუჩენავ უფალს
ფიქრით ცა-მყარს შემიფრენ,
იმედს მიხვევ მფუთავს.
ფიქრით სამზეოს გავლევ,
ვისთანაც გულს უხარს,
ვისთანაც გინდ ჭერს იფარ,
გიჟიკჟიკებ ბუხარს.
ვისთანაც გინდ ლამაზად-
სოფელს გავლევ უქარს,
ფიქრზე ერთგულ არაფერ,
არ გუჩენავ უფალს..


10.07.2012

გურიაში ჩამოვიდა ჩინელი ტურისტი და ერთ-ერთ გურულს ესტუმრა სახლში.ჩინელმა გაცნობის მიზნით გურულს ხელი გაუწოდა და თავისი სახელი და გვარი უთხრა:
_საგავა კუო!
_მაგიზა თუ მოი ძამა ეგერ გაი აივანზე


previous 1 2 next →
Blog
Blogs are being updated every 5 minutes