George Art's blog

George Art
37, Tbilisi, Georgia

- არ გეშინია სიკვდილისა? ჰა?
- მეშინია, მაგრამ არ მიმძიმს. ჩემივე ნებით არაერთხელ გამიყრია ყულფში თავი და ოციოდე წამის ტანჯვის შემდგომ, ასე გასინჯე, რაღაც სასიამოვნო განცდაც კი მეუფლებოდა ხოლმე. მე უყოყმანოდ შემიძლია მოვკვდე არა მარტო მაშინ, როცა სიკვდილს თვალებში ჩავცქერი, არამედ მაშინაც, როცა რაიმე უსიამოვნო შემემთხვევა.
- თუ ეგრეა, რატომ არ კვდები? განა არ იცი, რომ კანონით დამნაშავედ ითვლები?
- გეთანხმები. დამნაშავე ვარ ისევე, როგორც ვერლენი, ვაგნერი, ანდა დიდებული სტრინდბერგი.
- მაგრამ შენ სულ არ ცდილობ საკუთარ ცოდვათა გამოსყიდვას.
- არ არსებობს ტანჯვაზე დიდი გამოსასყიდი


09.05.2013

 ვგრძნობ მსოფლიოს და უსაზღვროს ვეტრფი, შენ გაიგებ ჩემს ამნაირ ტკივილს, მე მაფიქრებს საქართველოს ბედი, მე განვიციდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.


03.09.2013

ჭეშმარიტ ქართველ პოეტთან ტერენტი გრანელთან დიდი ხნის ხანგრძლივი მეგობრობა მაკავშირებდა. დღეს მინდა მოგითხროთ ერთი ეპიზოდი, თუ როგორ გავიცანით ერთმანეთი.
1923 წლის გაზაფხულზე ცნობილმა ქართველმა მხატვარმა მოსე თოიძემ რუსთაველის თეატრთან ახლოს, დღევანდელი კულტურის სამინისტროს შენობაში (ადრე “ჩემოს” სახელით იწოდებოდა) გამართა თავისი სტუდიის მოწაფეთა ნამუშევრების დიდი გამოფენა. რამდენიმე სურათი მეც მქონდა აქ წარმოდგენილი. მათ შორის ერთ ყველაზე დიდ ტილოს ეწოდებოდა “სევდა”. ეს გახლავთ ლამაზი ქალი, რომელსაც ტანზე გველი ჰყავდა შემოხვეული. სიმბოლურად ამ ნახატში ჩაფიქრებული მქონდა სამშობლო, მისი მძიმე ბედი.
გამოფენას დიდძალი ხალხი ესწრებოდა. ერთხელ, მოულოდნელად, ერთი ახალგაზრდა მომიახლოდა, ხელი ჩამომართვა და მითხრა.
- ყოჩაღ, მხატვარო, შენ კარგი სურათი დაგიხატიაო! – შემდეგ დასძინა: – მე ვარ…


დავტოვე სოფელი,
მყუდრო სამყოფელი,
ქვიტკირის მაენები
და კატის კნუტები_სიმინდის ყანა!
ჰა! კინტოს პროფილე,
საეჭვო ტარნები,
და დავიკუნტები
ქალაქის ქუჩებში მე_ სალახანა.

ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი!
მზის განიავება,კალო და კევრი
და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი,
როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს,
ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.

იქნებ ჩვენ ტფილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ!
მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ,
იმღეროს მამასთან ის ნანა ტკბილი,
როცა გაიხარა, რომ მე მეჭრებოდა პირველი კბილი;

როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ,
სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი
და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი,
ვით თვალის უპე _ როცა მე არ მახურავს ღამეში საბანი.

დედა! ინახულე
შენ წმინდა ხახული!
წადი


ჩვენი ევროპული და საერთოდ მთელი ცივილიზებული სამყარო შეუფერხებლად ემორჩილება

უნიფიკაციისა და გათანაბრების კანონს. ზნე – ჩვეულებანი და ეროვნული სამოსელი, ადათ – წესები და

ხალხური ცეკვები თანდათანობით ქრებიან ან, სამუზეუმო ნიმუშის მსგავსად, ხელოვნურად არსებობენ,

როგორც ისტორიული კურიოზები. ევროპა ერთ ნაციონალურ იერს იღებს და თანამედროვე ქუჩაზე

იქნებ ვეღარც კი ვიგრძნოთ, თუ რომელ განედზეა იგი. ასე ძლიერ იქნა უნიფორმიზებული საგნობრივი

ფორმები და მასთან ერთად, ფარულად, სულიერიც, ოდესღაც ძლიერად რომ გამოსახავდნენ ეროვნულ

ხასიათს.

ცვლილებებისა და მრავალგვაროვნებისადმი ცნობისმოყვარეობით გამსჭვალული გონიერი

ადამიანის წადილი მსოფლიოს ამ გარეგანი ერთფეროვნების წინააღმდეგ ილაშქ2რებს, და რაც უფრო

ფეხს იკიდებს ერთიანი ცივილიზაცია, მით უფრო ფართოდ შლის ფრთებს ეს წადილი. მას იზიდავს არა

მეზობელი ქვეყნების კულტურა, რომელიც ვეღარ აკმაყოფილებს, არამედ ეგზოტიკური. ჩვენს წინაშე

იბადება…



ცა - ლაჟვარდი, დედამიწა - კუბო,
ცხოვრებისთვისძალააღარშემწევს.
ახლასადღაცდუმილიაუფრო,
ახლასადღაცსაუბრობენჩემზე.
ესოცნებასხვაპლანეტასმისდევს,
სიკვდილიახომსიცოცხლისბოლო.
პოეზიაუსაზღვროაისევ
დაგულიაპოეზიამხოლოდ.
დამძიმეამდუმარებაღამის,
ესოცნებაასეთიადღემდე.
დამოვიდასიხარულისწამი
დიდიტანჯვისდაწვალებისშემდეგ.
სულსანათებსდღეასეთითბილი
დარაციყო, ყველაფერიგაქრა.
ახლამინდა, რომმოვშორდეთბილისს,
სადწავიდედა, ძვირფასო, რავქნა?
ცა - ლაჟვარდი, დედამიწა - კუბო,
ცხოვრებისთვისძალააღარშემწევს.…


დავტოვებ მიწას,
ცის კიდურზე ვიპოვი ბინას,

წვიმის წყალს დავლევ, ღრუბელს შევჭამ,

მაგრამ რა ვუყო?!

მე შენს გამო სამყარო მინდა..

გაჩუქებ ქვეყნის მთა-ველებს, ბაღებს,

ყველა ფრინველის ენას ვისწავლი,

ყველა ზღვას მკლავით გავცურავ ნაპირს

და მაინც მოვალ,
კარს შემოვაღებ...

არა აქვს აზრი ასაკს და წონას

არც შავს, არც ქერას კაცი არ ინდობს,

მაგრამ თვალების მაგიჟებს ფერი,

თითქოს, მუმიად გადავიქეცი,

ამ პირამიდან კი დამიმონა,

ეს არის თეთრი ლეგენდა შავზე.

თითქოს ჟულიან სორელის მსგავსად

წითელს მიველტვი ანთებულს თავზე.

ორი ისარი მწვანე და მწვანე

გმობენ შენდობას, სხივი აქვთ მწვავე.

რომანი წრეში, სახელად რომბი...

ჩემი სამარხის ჩონჩხი ავაგე.

შენ გადაიცვამ ალქაჯის ფორმას,

მე კი ამ ფორმის წინ უნდა დავდგე,

დავდგები უხმოდ, არაფერს გეტყვი,

მხოლოდ შენს თვალებს დავუწყებ შებმას.

მომნატრებია ხმაური სეტყვის,

შენ დაიქუხებ, ელვად იქცევი...

პარასკევს ღამით მე დავიბადე,

პარასკევს…


13.02.2012

 სიმამაცე ჭკვიან სულს ახასიათებს.


“იგი გამოხვეულია თბილ, ჭუჭყიან ძონძებში და აგვისტოს მზე დაუნდობლად აჭერს შიშველ თავზე.
ვინ არის ეს კაცი? – იკითხეს.
გრანელია, პოეტი, – იყო პასუხი.
იმავე ქვაფენილზე მიდის იგივე ფეხშიშველა ადამიანი და ახლა კი მას თბილი ძონძებიც არა აქვს. თოვს, ზამთარია, ის კი თეთრეულის ამარა მიდის.
ვინ არის ეს კაცი, – იკითხეს. გრანელია, პოეტი, – იყო პასუხი.“


არავის არ შეეძლო ლიტერატურულ მასწავლებელთა პატივისცემა და მათი შეყვარება ისე, როგორც ვაჟას; ის ყოველთვის მზად იყო მუხლი მოეყარა მათ წინ, მაგრამ არა როგორც მონას, ის ხომ თვითონ მეფე იყო, ჰქონდა თავისი სამეფო და ჰყავდა თავისი ხალხი, ოროს სჭრიდა ოქროსფერი შტამპით. ყველასათვის ცნობილია აკაკისა და ვაჟას ერთმანეთში დამოკიედებულება. აკაკის არაფერი არ სწამდა ვაჟა – ფშაველასი და გაკვირვებას ეძლეოდა, როდესაც ხედავდა ვაჟა- ფშაველას ტრიუმფს. სამაგიეროდ ვაჟა მუხლს იყრიდა აკაკის წინ და სრულიად არ აწუხებდა მას აკაკის შეხედულება. ასეთი დიდბუნებოვან ხალხთა ცხოვრება.

ვაჟას სიმღერებიდან გამოიკრთის უმაღლესი სული, როგორც ვეფხისტყაოსნის გმირები.


← previous 1 2 next
Blog
Blogs are being updated every 5 minutes