George Art's blog

George Art
37, Tbilisi, Georgia

დიდხანს მიფიქრია იმაზე, რა მიზანი ამოძრავებს ადამიანს თავისი ქცევების დროს, ანუ საბოლოოდ რისთვის ვცხოვრობთ, მერე დავასკვენი იმისთვის, რომ შედეგი “ბედნიერი ვარ” მივიღოთ, ოღონდ ესეც ფარდობითი სიტყვაა, თითოეული ადამიანისთვის ბედნიერება სხვადასხვა რაღაცას მოაქვს, ამიტომაც მერე იხლართება ყველაფერი. ბალზაკმა უცებ დამილაგა აზრები - “როცა ადამიანს ჰგონია, სრულყოფას მივაღწიეო, სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ნივთები გადაუადგილებია.” ამიტომაც ყველამ ისე უნდა ალაგოს ეს ნივთები, როგორც თვითონ ჰგონია რომ სწორია, ოღონდ ისე, რომ სხვა ადამიანს ზიანი არ მიაყენოს.


ase tetria es chemi piqri,(wuxel ocnebas cisken mivyavdi)me davdiodi shen saxlis irgvliv da shen,dzvirpaso sxvagan iyavi.albat gulidan sisxli mdioda da guli chanda upro striqontan.swuxdi,rom es piqri dros mihqonda.da iyo bagi da tetri skami,me visvenebd,qrodnen bindebi.da iyo wami,cisperi wami da iyo wami sxva garindebis.


xelovneba religiaa,romelsac tavisi qurumebi da tavis wamebulebi yavs ...


არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,
ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.
და იმ ადგილას მივედი ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

აქაც გაისმის ქარის გოდება,
ქარია გარეთ, ქარია სულში.
დღესაც მეწვია და არ მშორდება
ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.

დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,
რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.
და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.


23.09.2013

წარმოიდგინეთ, ორი ძმა სტუმრებს ელოდება. მოხარშეს 50 ცალი კვერცხი, ერთი კასრი ლუდი და “დიდებული” სუფრაც გააწყეს. სტუმრებც მოვიდნენ, იმხიარულეს თავისებურად, კვერცხებს სკამის სახელურებზე ტეხდნენ, კარგი დრო გაატერეს. არ ვიცი, რა იფიქრეთ, რა პროფესიის უნდა ყოფილიყო იქ შეკრებილი საზოგადოება, ალბათ ფანტაზიამ გაიღვიძა. პარიზში იმ ღამეს მაგიდას (სიკვდილის შემდეგ მილიონებად გაყიდული ნახატების ავტორები) სეზანი, სიორა, გოგენი, ტულუზ ლოტრეკი და რუსო უსხდნენ. მასპინძლობას კი თეო და ვინსენტ ვან გოგები უწევდნენ.


previous 1 2 next →
Blog
Blogs are being updated every 5 minutes