05.09.2009
sainteresoa
32, Tbilisi, Georgia

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი, ნიკოლას ქეიჯი კავკასიაში აგვისტოს მოვლენებსა და რუსულ-ქართული კონფლიქტის შესახებ ფილმს გადაიღებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროექტი უკვე დაიწყო. ქეიჯი მის რეალიზებას ტელეკომპანია Stone Village Pictures-თან ერთად აპირებს. სურათის სამუშაო სახელწოდება “თავისუფლების მწარე წვეთია”. ნიკოლას ქეიჯი მხოლოდ ფილმის რეჟისორი არ იქნება, ის ფილმში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლს შეასრულებს. სურათის ბიუჯეტი დიდი არაა, ამიტომ სცენარში ბატალური სცენების მინიმალური რაოდენობაა გათვალისწინებული. ჟანრის მიხედვით ფილმი შეიძლება ფსიქოლოგიურ დრამად მივიჩნიოთ. Verfluchter Beobachter-თან ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ მსგავსი ფილმის შექმნის იდეა მას პრაქტიკულად ერთ თვეში გაუჩნდა. ”პოლიტიკოსის ტრაგედიის სიდიდით, რომელიც მკაცრი საბედისწერო არჩევნის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდა, შეძრწუნებული ვიყავი. პიროვნების მასშტაბი თავს სწორედ ისტორიის ასეთ გარდამტეხ მომენტებში იჩენს. იმედი მაქვს, შევძლებ ადამიანის განცდების მთელი სიღრმე გადმოვცე, რომელიც არაადამიანურ მდგომარეობაში აღმოჩნდა”, -განაცხადა მან.
 

6 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes