kroll's blog

kroll
32, Tbilisi, Georgia

ვზივარ და ვფიქრობ მაკლია რაღაც

ცუდი განწყობა მომმატებია
რატომღაც რითმებს ვერ ვეფერები
და პოეზია მომნატრებია

მომნატრებია პირველი გრძნობა
პირველ სიყვარულს წამით ვიხსენებ
პირველი კოცნა, მტვრიან ქუჩაზე
წარსულის ჩრდილით, ვეღარ ვისვენებ

პირველი კლასი, პირველი სკოლა
პირველი ზარი პირველი მერხი
პირველი ჩემი ცუდი ნიშანი
პირველი, განცა გავარდნა მეხის

მომნატრებია სურნელი შენი
სხვას ვერას გეტყვი ჩემო კალამო
ყოველი სტროფი ჩემთვის და რითმი
გულზე მედება როგორც მალამო

ვზივარ და ვფიქრობ მაკლია რაღაც
ცუდი განწყობა მომმატებია
რატომღაც რითმებს ვერ ვეფერები
და პოეზია მომნატრებია


ეჰ როგორ სწრაფად გავიდა წლები

დროს სულ არ უნდა ჩვენი დანდობა

სადღაც შორიდან ეულად გვიმზერს

ასე ნანატრი ჩვენი ბავშვობა


არ მენანება მისთვის ლექსები

და არ მეშლება მე მისთვის ხოტბა

დარაბებს მიღმა ვით გაზაფხული

ისე ბავშვობის ფიქრები მოვა


ბავშვობავ გკითხავ რად მიმატოვე

რატომ წახვედი ჩემგან ასე შორს

თავს ნუ მანატრებ ათასში ერთხელ

მომინახულე ასე გულით გთხოვ


ბავშვობა ისევ ჩუმად იცნის

და სიყვარულის თვალებით მიმზერს

მინდა შეგაქო კარგო ყმაწვილო

შენი შეკითხვა რომ არის სიბრძნე


ვიცი ძნელია ჩემი დათმობა

მაგრამ უბრალოდ წლებით გშორდები

მე ყოველ ღამით შენთან მოვდივარ

და თმაზე ჩუმად გეამბორები


არ დაიჯერო რომ მიგატოვებ

შენი ბავშვობა მუდამ შენია

ამაყად ვიტყვი არასდროს გტოვებ

არასდროს გტოვებ რადგან…




ზვიად გამსახურდია:
"ისინი კაცობრიობის მტრები არიან,ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.მათ მიზნად აქვთ დასახული სხვა ხალხების გენოციდი,პლანეტის მთელი მოსახლეობიდან ერთი გარკვეული ჯგუფის გამოკლებით.ეს ჯგუფი მჭიდროდაა დაკავშირებული შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან და მიილტვის მსოფლიო ბატონობისაკენ.ზოგადად მე ამას ვუწოდებდი ევროამერიკულ იმპერიალიზმს!"
აი,თურმე რატომ ცურავდა ზვიადი დინების საწინააღმდეგოდ.აი,თურმე რატომ მოიშორეს. :(


ღვთისმშობლის წილ მამულიდან
ღვთივ, აქამდის შერჩენილი,
ისიც გაჩხიბ გათვალული
ერთი ციდა სავარგული...
მკალი - სამკალს მოდებული,
მუმლი მუხას შეჩენილი,
გასხეპილი ზვარ-ბაღი და
გათელილი მინდორველი...

თუკი კიდევ რამე დარჩა
გასაჩუქებ-გასასყიდი...
შინამტერი გზად და ხიდად,
უცხო გზირი,
უცხო ჩარჩი -
ჯგრო თვალხარბთა -
ზედ რო მიდის...

მოდით -
ჩემო ჩინელო და
მონღოლო და ინდოელო!
მოდით არაბნო და ბურნო!
მოდით, შორით მოწვეულნო,
ბილიკით და გზით ყოველით...
სანამ დედამიწა ბრუნავს,
და კვლავაც ცით ველი მკურნალს
და მაღრიბით და მაშრიყით
რომ არც ვუწყი, ვის მოველი!..

იმდენი მაქვს წაგლეჯილი
( თუ რამ კიდევ წასაგლეჯი
დამრჩა რამ და დამრჩა სადმე,
ვინ ოხერი რას დაგიშლით...),
ვზი - უსაზმნოდ დაღრეჯილი,
და ხმაწაგვრილ აჯა-ხვეწნით
კვლავ აღვავლენ უფლისადმი
ლოცვას - მწირი ღვთისმოშიში...

თქვენ - ესოდენ ვრცელი ქვეყნის,
თქვენ - ესოდენ დიდი ქვეყნის
პატრონთ - თუ გჭირდებათ შველა,
ნუ გექნებათ კდემა-რიდი...
თუ გიჭირთ და
ისე გიჭირთ,
მიწა - ფეხის…


ღამდება, ცას ნელნელა დაისი ეპარება
მე კი ვზივარ მომერია ფიქრი
ბავშვურ აზრებს ნოსტალგია შეერია
წამით ისევ წარსულისკენ მივქრი

გავიხსენე მე პირველი ნაბიჯები
პირველი რითმი, {ვაგონდები როცა}
გამახსენდა მე პირველი მანიფესტი
პირველი, ქალი ქუჩის ბოლოს და პირველი კოცნა

არ დავმალავ მომერია ცრემლი
ნოსტალგიამ ალბათ იცის ასე
ის არასდროს დაბრუნდება არა
და წარსული ახლა დავაფასე

მწერალი რომ არ ვარ ვიცი კარგად
მე უბრალოდ ლექსის წერა ვიცი
დროს კი ტყუილად არასოდეს ვკარგავ
მაგრამ მაინც, უაზროდ კი ვიცდი


არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები? აზრი ორად იყოფა: ზოგს სჯერა არამიწიერი ცივილიზაციის არსებობის, ზოგს კი ეს მითი ჰგონია.

საინტერესოა მართლმადიდებული ეკლესიის დამოკიდებულება ამ თემის მიმართ, სწორედ ამიტომ „ამბიონი“ ესაუბრა წმ. სამების სახელობის ტაძრის დეკანოზს იაკობ აბაშიძეს:

„ეკლესიის დამოკიდებულება წმ. მამათა სწავლებიდან ვიცით. იყვნენ თანამედროვე მამები, მაგალითად, სერაფიმ როუზი, ასევე, ბევრი დღესაც ცოცხალი პიროვნება, რომელთა აზრით ორი შემთხევა არსებობს: ერთია დიდი ქვეყნების თანამედროვე ტექნიკის შედეგი და მეორე – თავად ბოროტი სულების ურთიერთობა ადამიანებთან. სამყარო უფლის შექმნილია. მაცხოვარს კიდევ სადმე ცხოვრება რომ შეექმნა და ადამიანები სხვაგანაც ყოფილიყვნენ, ეს აუცილებლად ბიბლიაში ეწერებოდა.

ბიბლიაში არის ყველაფერი ის, რაც აუცილებელია კაცის ცხონებისათვის. მაგრამ ისეთი წარმოდგენები, თითქოს მფრინავ თეფშს შეეძლოს ადამიანის…


. “პოლიტიკური ტალანტი ვლინდება უნარში გამოიცნო, თუ რა მოხდება ხვალ, ერთ კვირაში, თვეში, წელიწადში… და ასევე უნარში, რომ ახსნა, თუ რატომ არ გამართლდა ეს ყველაფერი.”

— უინსტონ ჩერჩილი

2. “რწმენა საბუთის გარეშე უყოყმანოდ დაჯერებაა.”
— ამიელი

3. “მამაკაცი შეიძლება გააანალიზო, ქალი კი… მხოლოდ გააღმერთო.”
— ოსკარ უაილდი

4. “ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს.”
— გოეთე

5. “თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა”
— ილია ჭავჭავაძ

6. “სიძუნწე კეთილშობილია მხოლოდ დროის ფლანგვაში.”
— სენეკა

7. “თავის თავზე შეყვარებული კაცი არის ის,სულელებს რომ ღირსეულ ადამიანად მიაჩნიათ.”
— გაბრიელ გარსია მარკესი

8. “მდიდარი ძუნწები საკუთარი შემოსავლების ზანდუკებში ჩაკეტვით საზოგადოებას მათი სიმდიდრის ნაწილს ართმევენ.”
— ჰოცარიუსი

9. “მხოლოდ სულელნი არიან შესანიშნავნი ჭამის დროს.”
— ოსკარ უაილდი

10. “ყველა ქალი სფინქსია, ოღონდ იდუმალებას…


01.03.2011

ყველაზე მეტად რა გაოცებთ ადამიანში? -ჰკითხეს ღმერთს და მან უპასუხა:
-მათ სწყინდებათ ბავშვობა, ისინი ჩქარობენ გაზრდას და შემდეგ ოცნებობენ ბავშვობის დაბრუნებაზე. ისინი ფულის კეთებაში კარგავენ ჯანმრთელობას შემდეგ ამ ფულს ხარჯავენ ჯანმრთელობის აღდგენაში. ისინი იმდენს ფიქრობენ მომავალზე, რომ ივიწყებენ აწმყოს იმდენად, რომ არ ცხოვრობენ არც აწმყოში და არც მომავალში. ისინი ცხოვრობენ ისე თითქოს არასდროს მოკვდებიან და კვდებიან ისე თითქოს არასდროს უცხოვრიათ“ ...


დგახარ და უყურებ გაღებულ ფანჯარას
შორია ცამდე და მით უფრო მიწამდე,
ასამდე გაზომვა არ გინდა თუ მაინც
ადექი გადახტი , არადა იწამე-
რომ ზევით ვიღაცა შენს ბედზე თამაშობს,
გმართავენ ძაფებით მომჩვარულ თოჯინას.
არ გინდა ასეთი ცხოვრება ჩარჩოში
გადახტი და მთვარე
ჩემამდე მოგიყვანს.
დავსხდეთ და ვიკითხოთ ჰესე ან კამიუ,
ვარჩიოთ ჩვენგან ვინ, ან საით წავიდა.
შეხედე სნობიზმით გადაღლილ სამყაროს
გრძნობები ასტკივდა.
ახლა კი უბრალოდ თვალები დახარე
სულს ისევ ერჩიან,სადღაა ლოგიკა
გადახტი და მერე ჰო, მერე იცოდე
მთვარე მოგაკითხავს და ჩემთან მოგიყვანს.


← previous 1 2 3 4 next
Blog
Blogs are being updated every 5 minutes