ინტერვიუ
39, Zugdidi, Georgia

- თქვენი სახელი?
- ლილი.
- რამდენი წლის ხარ, ლილი?
- მგონი 16.
- რატომ მგონი?
- არ ვიცი.
- როგორ არ იცი?!
- არ მახსოვს.
- ... როდისმე გიგრძვნია ტკივილი?
- კი...
- როდის გეტკინა ყველაზე მეტად?
- პატარა ვიყავი... დღესაც მტკივა.
- არ გკითხო რა მოხდა?
- არ ვიცი...
- როგორ არ იცი?
- არ მახსოვს.
- არ გახსოვს რა გეტკინა?
- არა...
- აბა დღესაც მტკივაო?!
- კი, მტკივა.
- აბა როგორ არ გახსოვს?!
- უბრალოდ მტკივა.
- ... ვინ დაგარქვა ლილი?
- ძმამ.
- ერთი ძმა გყავს?
- კი, ერთი.
- რა ჰქვია?
- რა მნიშვნელობა აქვს...
- ... მამა?
- კი.
- დედა?
- არა...
- ... რა გიყვარს ყველაზე მეტად?
- სიჩუმე.
- მუსიკა?
- მუსიკა აღარ მიყვარს.
- როდის გიყვარდა?
- ცოტა ხნის წინ.
- რატომ აღარ გიყვარს?
- აღარ ვუკრავ.
- მერე რატომ?
- მოცარტი ამეკვიატა.
- მერე ეგ ცუდია?
- არა, შოპენი გაბრაზდა.
- შოპენი? ეგ როგორ?
- სულ მოცარტს ვუკრავდი. შოპენი გაბრაზდა.
- მას მერე აღარც უსმენ?
- არა.
- დრო როგორ გაგყავს?
- დროს გაყვანა უნდა?! ... დრო თვითონ მიდის.
- ანუ რას აკეთებ საერთოდ?
- ვფიქრობ.
- სად გიყვარს ფიქრი?
- ყველგან.
- და რაზე ფიქრობ?
- მასზე.
- ეგ ვინ არის?
- ადამიანი.
- ეგ ხო, მაგრამ... სახელი?
- არ ვიცი.
- ეგეც არ გახსოვს?
- არა.
- როდის დაგავიწყდა?
- როცა მეტკინა.
- მაგრამ შენ ხომ ახლაც გტკივა?
- კი.
- ანუ გახსოვს?
- შეიძლება.
- ყველაზე ხშირად სად ხარ?
- მაღლა.
- სად მაღლა?
- ზევით, ფიქრებში.
- ოცნებობ?
- არა.
- რატომ?
- არ მაქვს არაფერი საოცნებო.
- ანუ გაქვს ყველაფერი, რაც გინდა?
- არა.
- მაშ რა გინდა?
- სიახლოვე.
- მერე რატომ არ ოცნებობ სიახლოვეზე?
- მაინც არაფერი გამოვა და იმიტომ.
- იქნება სცადო...
- არა, არ მინდა.
- და სიახლოვე... იმის?
- ვის?
- ვისზეც ფიქრობ.
- არა.
- რატომ?
- მან თავისი სიახლოვე სხვას მისცა.
- ცოლი ჰყავს?
- შეიძლება.
- ... არ გინდა გასეირნება?
- სად?
- სადმე. სულ აქ ხომ არ იქნები?
- მერე რა. აქ სიწყნარეა, დუმილი.
- არ გინდა ნაყინი?
- არა.
- ლამაზი მუსიკა მოგასმენინო?
- არა.
- რატომ ხარ ცივი?
- მცხელა და იმიტომ.
- ეგ როგორ?
- აი, ასე.
- რატომ გცხელა?
- არ ვიცი.
- ვერ გავიგე.
- არაუშას.
- რამეს არ მეტყვი?
- რას?
- რაც გინდა.
- შეიძლება გითხრა.
- როდის?
- ცოტა ხანში.
- ეგ როდის იქნება?
- არ ვიცი. ალბათ მალე.
- ხვალ გნახავ?
- თუ გინდა...
- აქ რჩები?
- კი.
- მეც რომ დავრჩე?
- არ ვიცი.
- არ გახსოვს?
- არა.
- მაშინ დავრჩები.
- კარგი.
- დავრჩე?
- დარჩი...
 

26 views
 
Comments
kaxa333kaxa 07.05.2011

*THUMBS UP*

Blog
Blogs are being updated every 5 minutes