****'s blog

****
39, Zugdidi, Georgia


ნურასოდეს ნუ აჰყვებით სხვის დამცინავ ხმას,

ნურავიზე ცუდს ნუ იტყვით, სხვამ რაც უნდა თქვას.

ნურასოდეს გაუცინებთ ბოროტსა და ავს,

ნურასოდეს ნუ დახუჭავთ სიცრუეზე თვალს.

ნურასოდეს მიატოვებთ მობარბაცე მთვრალს

და ნურავის დაამადლებთ გაკეთებულ კარგს,

ნურასოდეს მოატყუებთ ალალ-მართალ კაცს

და მცდარ გზაზე ნუ გაუშვებთ გზაარეულ ქალს.

ნურასოდეს ნუ მოახვევთ თქვენს სატკივარს სხვას,

ბოლო ლუკმა გაუწოდეთ გაჭირვებულ მგზავრს,

ნურასოდეს თქვენ ნუ იტყვით ხვალ თქვენსავე კარგს,

სხვამ რაც უნდა გააკეთოს, სხვამ რაც უნდა თქვას.

ნურასოდეს დაადგებით სხვის გაკვალულ გზას

და თქვენივე დიდებისთვის ნუ გაწირავთ მას,

ნურასოდეს შეგშურდებათ, ნურასოდეს რაც,

არც არასდროს გქონიათ და არც ინატროთ არც.

ნურასოდეს დაიშურებთ, თუკი რამე გაქვთ,

უმადურსაც ნურასოდეს ნუ გაიხდით მტრად,

ნურასოდეს გაიკვირვებთ თუ ეკლიან გზად,

არც მადლობას გეტყვიან და გაგწირავენ მთლად.

ცხოვრებაში ყველაფრისთვის…


22.07.2011

მე რომ შემეძლოს ფუნჯით და კალმით გამოვხატავდი სულის დაგებას,
მე მოქანდაკე რომ ვყოფილიყავ შევქმნიდი მხოლოდ შენ ქანდაკებას,
ანდა მწერალი რომ ვყოფილიყავ შენ მოგიძღვნიდი რომანს იმხელას,
მე მომღერალი რომ ვყოფილიყავ შენზე დავწერდი ყველა სიმღერას,
მეფე რომ ვიყო მეფეთა მეფე გადედოფლებდი მე შენ დალებთან,
მე საიქიოს რომ განვაგებდე არ მიგიშვებდი იმის კარებთან
და არ გეგონოს რომ საფასურად ჩემს შეყვარებას დაგაძალებდი,
ბედი რომ მქონდეს როგორიცა ვარ ასე უბრალოს შემიყვარებდი.



- ეს რა გაქვს ხელში ?

- ბედნიერება...

- და რატომ ასეთი პატარა?

- ის მარტო ჩემია. მაგრამ როგორ ასხივებს და რა ლამაზია...

- კი, წარმტაცია!

- გინდა, ნაჭერი?

- ალბათ...

- მომე ხელისგული, მე გაგიყოფ ცოტას.

- უხ, ის ისეთი თბილია.

- მოგწონს?

- ძალიან... მადლობა! იცი, მე უკეთ ვარ როდესაც ბედნიერება ხელში მაქვს...

- ასეა ხოლმე.

- და თუ მეც სხვას გავუყოფ?

- მაშინ შენი ბედნიერება უფრო გაიზრდება!

- რატომ?

- მეც არ ვიცი. უბრალოდ მერე ის უფრო თბილი გახდება.

- და შესაძლებელია რომ ხელები დავიწვა?

-ხელები ტკივილისაგან იწვებიან...ბედნიერება კი ვერ დასწვავს მათ!

''გაუზიარე ბედნიერება სხვას, ვისაც შენ მოისურვებ! და არა აქვს მნიშვნელობა რამდენი დაგიბრუნდება, ბედნიერება ხომ არ იყიდება? ...) მე გაგიზიარებ ჩემი ბედნიერების პატარა ნაჭერს.…



– რა გატირებს?
– რაღაც გამახსენდა.
– მაინც?
– აი, ეხლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა ოდესღაც 
ზუსტად აქ ჩამოიარეს.
– მერე რა გატირებს?
– ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო.
– ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?
– რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება.
– გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?
– არ მინდა.
– რატომ?
– შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან.
– მერე შენ ამის არ გეშინია?!
– შენ არ გეშინია?!
– რისი უნდა მეშინოდეს?!
– დასასრულის.
– დასასრული არ არსებობს.
– როგორ თუ არ არსებობს?!
– ისე, რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას.
– მაშ, რატომ წერ ნაღვლიანად, როცა შენი მოთხრობის გმირები კვდებიან?
–…



დაიმახსოვრე, როდესაც გტკივა
და როცა გრძნობა თავგასულია.
როცა თოვლია გარეთ მუხლამდე,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!

როცა ფიქრები შენ არ გეკუთვნის,
როცა აზრები გადართულია.
როცა ვერ ხედავ და გენატრება,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია.

როცა მოყვასი უბედობისგან,
თითქოს ცხოვრებით დაჩაგრულია,
დაიმახსოვრე როცა შეხედავ,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!

დღე დაღამდება, როცა დრო გადის,
როცა აზრები გადართულია.
ხელს ნუ ჩაიქნევ სულ ყველაფერზე,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია.

როცა შავია თეთრი დარაბაც,
როცა ფიქრები დაზაფრულია.
როცა ვერ ხედავ სარკეში შენ თავს,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია.

როცა არ იცი ვის უნდა ენდო,
როცა მოყვასიც გადაცმულია.
ბოლოს სულყველა მოიხსნის ნიღაბს,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია.

ერთი მინდოდა მხოლოდ რომ მეთქვა.
ცხოვრება ჩვენი მართლაც რთულია.
მაგრამ ეს უნდა გვახსოვდეს ყველას
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!


 


 ის იყო ყოველთვის მარტო ამ ქვეყანაზე. ის და არავინ სხვა. თუმცა იყვნენ 
მეგობრები, ნაცნობები, იყო ბევრი სიხარული, ბევრი ბედნიერი წუთი, ბევრი
ტკივილიც და ბევრი უძილო ღამეც, ბევრჯერ უნატრია მასთან ყოფნა, მაგრამ ეს იყო
მხოლოდ ოცნება, ის ხომ მას არ ეკუთვნოდა და ალბათ არც არასდროს გახდებოდა
მისი.
და ისევ ბედნიერი წუთები.
ვისაც არ ელოდა ის მივიდა, მივიდა და უთხრა დიდიხნის ნანატრი და ოცნებად
ქცეული სიტყვები
"მე თქვენ მიყვარხართ"
ოცნება თითქოს ახდა.
ბედნიერება მოვიდა, რომელსაც თან ახლდა შიში, შიში სიყვარულის დაკარგვის,
რომელიც უსაფუძვლო არ ყოფილა.
ხმაური ღამით.
ირგვლივ გამეფებულ წყვდიადში გზააბნეული და დაკარგული შვლის ნუკრივით
დადიოდა იგი.
ისევ იწყებოდა უფერული და ძაძით მოსილი დღეები. ამას კი ნამდვილად ვეღარ
გაუძლებდა.
უღალატა იმან ვინც…


მე თქვენ მიყვარდით, ეს გრძნობა, ვგონებ,
სულში ბოლომდე არც მინავლულა,
ამიერიდან ნუ შეგაშფოთებთ,
ვერ დაგამწუხრებთ, ვტოვებ მალულად.

...ჩუმად მიყვარდით, მთლად უიმედოდ,
იჭვით თუ კრძალვით რამდენი ვივნე,
ჩემსავით წრფელად და ნაზად, ღმერთს ვთხოვ,
შეგიყვარებდეთ ერთხელაც ვინმე.


წვიმიანი საღამო,მოწყენილი თვალები
რაღაც ცუდის ლოდინი..უმიზეზო ლოდინი..
სევდიანი აკორდი..
ნეტავ რატო ავმღერდი ამ სევდიან აკორდზე?
იქნებ წვიმა მომწყინდა? ალბათ ასეც იქნება..
იქნებ შენთან მომინდა?ალბათ ასეც იქნება..
ვერ გავიგე რა უნდა? რაზე ჩივის ეს სული?
რატომ აფორიაქდა...
ნუთუ ცუდი მოხდება..ალბათ ასეც იქნება..
განა გაუჭირდება?განა დაიგვიანებს..
მე არ ვიცი რა უნდა,რაზე ჩივის ეს სული
ალბათ აფორიაქდა..შენზე აფორიაქდა..
 


- თქვენი სახელი?
- ლილი.
- რამდენი წლის ხარ, ლილი?
- მგონი 16.
- რატომ მგონი?
- არ ვიცი.
- როგორ არ იცი?!
- არ მახსოვს.
- ... როდისმე გიგრძვნია ტკივილი?
- კი...
- როდის გეტკინა ყველაზე მეტად?
- პატარა ვიყავი... დღესაც მტკივა.
- არ გკითხო რა მოხდა?
- არ ვიცი...
- როგორ არ იცი?
- არ მახსოვს.
- არ გახსოვს რა გეტკინა?
- არა...
- აბა დღესაც მტკივაო?!
- კი, მტკივა.
- აბა როგორ არ გახსოვს?!
- უბრალოდ მტკივა.
- ... ვინ დაგარქვა ლილი?
- ძმამ.
- ერთი ძმა გყავს?
- კი, ერთი.
- რა ჰქვია?
- რა მნიშვნელობა აქვს...
- ... მამა?
- კი.
- დედა?
- არა...
- ... რა გიყვარს ყველაზე მეტად?
- სიჩუმე.
- მუსიკა?
- მუსიკა აღარ მიყვარს.
- როდის გიყვარდა?
- ცოტა ხნის წინ.
- რატომ აღარ გიყვარს?
- აღარ ვუკრავ.
- მერე…


 
ქალი როცა იქმნებოდა ერთი რამე ხდებოდა,
სილამაზე არსებობდა და ვერავინ ხვდებოდა,
ქალთან ერთად სილამაზე ყველაფერში ჩნდებოდა,
როცა ქალი არსად ჩანდა,სილამაზეც ქრებოდა.
ბუნებისგან ალბათ ყველა ამას ელოდებოდა,
სილამაზის ეტალონი ქალი რომ გახდებოდა,
სადაც სილამაზე ჭვრეტდა,ქალი იცქირებოდა,
ლამაზ ღიმილს ვინმე ქმნიდა?ქალი იღიმებოდა.
სუყველა ქალს სილამაზე თავის ეშხში ეტყობა
და ეს ეშხი ქვეყანაზე არცერთ ქალს არ ეთმობა.
მინდა ქვეყნად ვაღიარო,რომ გამიჩნდა ეს გრძნობა,
ღმერთმა შექმნა ქალისა და სილამაზის ერთობა."




← previous 1 2 3 next
Blog
Blogs are being updated every 5 minutes