"იყოს ბედნიერი თუნდაც სხვასთან. "
39, Zugdidi, Georgia

 ის იყო ყოველთვის მარტო ამ ქვეყანაზე. ის და არავინ სხვა. თუმცა იყვნენ 
მეგობრები, ნაცნობები, იყო ბევრი სიხარული, ბევრი ბედნიერი წუთი, ბევრი
ტკივილიც და ბევრი უძილო ღამეც, ბევრჯერ უნატრია მასთან ყოფნა, მაგრამ ეს იყო
მხოლოდ ოცნება, ის ხომ მას არ ეკუთვნოდა და ალბათ არც არასდროს გახდებოდა
მისი.
და ისევ ბედნიერი წუთები.
ვისაც არ ელოდა ის მივიდა, მივიდა და უთხრა დიდიხნის ნანატრი და ოცნებად
ქცეული სიტყვები
"მე თქვენ მიყვარხართ"
ოცნება თითქოს ახდა.
ბედნიერება მოვიდა, რომელსაც თან ახლდა შიში, შიში სიყვარულის დაკარგვის,
რომელიც უსაფუძვლო არ ყოფილა.
ხმაური ღამით.
ირგვლივ გამეფებულ წყვდიადში გზააბნეული და დაკარგული შვლის ნუკრივით
დადიოდა იგი.
ისევ იწყებოდა უფერული და ძაძით მოსილი დღეები. ამას კი ნამდვილად ვეღარ
გაუძლებდა.
უღალატა იმან ვინც მთელ სიცოცხლეს ერჩია, ვინც სალოცავ ხატად ყავდა
გადაქცეული.
ყოველთვის მისთვის ლოცულობდა: "უფალო მიეცი ძალა სიყვარულისა, ძალა
ტკივილის ატანისა, ძალა იმისა რომ უყვარდეს ყველაფერი რაც ლამაზია, ნურასოდეს
იტყვის "მომბეზრდა", შეუნდე ღმერთო ყოველი. ამყოფე ბედნიერი თუნდაც
სხვასთან."...
არასოდეს არაფერი უთხოვია თავისთვის, მხოლოდ ოცნებაში თუ გაბედავდა
მისთვის თვალებში ჩახედვას, ხელით შეხებას და ისიც ერთი წამით, მხოლოდ ერთს
თხოვდა ყოველთვის შემოქმედს:
"განაცდევინე ღმერთო ჭეშმარიტი სიყვარული.."
არასოდეს დაუჩივლია თავის ცხოვრებაში ნაადრევად დამდგარ ზამთარზე, ის ხომ
თოვლივით წმინდა და სპეტაკი იყო.
მხოლოდ მაშინ გაბედა თავისი გრძნობების გამხელა, როცა თავის
სათაყვანებელმა ადამიანმა სხვაზე გაცვალა.


"იყოს ბედნიერი თუნდაც სხვასთან. "
 

8 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes