უიღბლო ქორწინება
30, Tbilisi, Georgia

გრძნობდა,მამაკაცის გაჟინებულ მზერას ზურგზე. საშინლად არ სიამოვნებდა იმის გააზრება,რომ ლაშა აქაა და თან სხვა ქალთან ერთად. ვერ იჯერებდა,რომ ასე მალე გაცვალა სხვაში. 2 კვირის წინ სიყვარულს ეფიცებოდა "2 კვირაში დამივიწყდა" .ქალი ალექსანდრეს უფრო მაგრად მიეკრა და თავი მის მკერდზე მიასვენა. ალექსანდრეს საიხლოვისას ყველა და ყველაფერი ავიწყდებოდა. ალექსანდრეს გარდა ყველაფერი მეორე ხარისხოვანი გახდა. დაუჯერებელია,მაგრამ ახლა ლაშას აქ ყოფნა ასე ძალიან არ ტკივა. უბრალოდ ძველ მოგონებებს მისტირის. ალექსანდრემ ქალის დაძაბულობა ირძნო და თინას თავი მაღლა ააწევინა. თვალებში ჩახედა,მისი მზერით თინა მიხვდა რისი კითხვაც უნდოდა ალექსანდრეა."მოხდა რამე?" უთქმელად მაიდო თავი მკერდზე და გაიტრუნა.მამაკაცს ჩაეღიმა და თინას წელზე ხელები უფრო მაგრად მოუჭირა. რომ ცოდნოდა ვინ ზის მის პირდაპირ,ალაბათ იქვე დაახრჩობდა. უბრალოდ ლაშას არსებობის შესახებ იცოდა,მაგრამ ფიზიკურად როგორი იყო არა.
მარტივი მოძრაობით ქალი დატრიალა და ლაშას პირდაპირ დააყენა. ახლა უკვე თვალი თვალში გაუყარა თინამ და გამარჯვებული მზერა შეაგება ლაშას უსირცხვილოდ მოთამაშე თვალებს. მამაკაცი სიბრაზისაგან აწითლდა. ფერები გადაუვიდა. ჯერაც ვერ იტანდა იმას,რომ თინას წელზე სხვა მამაკაცის ხელები ასე დათარეშობდნენ. თვალები აენთო და მაგიდას ხელი მუსბუქად დასცხო,მისი პარტიორი ქალი კი შეკრთა.ლაშას ხელს თავისი ხელი დაადო და მამაკაცის სახე ხელით გაისწორა თვის პირდაპირ. ლაშამ გაუღიმა და მოეშვა. ეჭვიანობამ პიკს მაშინ მიაღწია ალექსადრემ ქალს შუბლზე,რომ აკოცა. ლაშა ფეხზე წამოხტა და მათკენ წამოვიდა. უსიამოვნო გრძნობამ გაკრა თინას გულში და ალექსანდრეს ხელები მაგრად მოუჭირა. მოახლოვეული ლაშა მათთან ახლოს გაჩერდა და ხელი ხელზე გადაიჭდო... ელოდებოდა როდის მორჩებოდა ეს ორი ერთმანეთზე გაგიჟებული ადამიანი ცეკვას.ლოდინისაგან დაღლილმა ერთი ჩაახველა და ალექსნადრეს მზერაც დაიმსახურა.
-თინა,ჩემო ძვირფასო.როგორ ხარ?-ზედმეტად სარკაზმულად გამოუვიდა შეკითხვა ლაშას, რასაც ალექნსადრეს გაღიზიანება მოყვა,მამაკაცმა ერთი ნაბიჯი წინ გადადგა. თინამ ხელი ხელზე მოკიდა და თავისკენ შემოატრიალა. თინას თვალებში ყველაფერი ამოიკითხა,როგორ არ ესიამოვნა ლაშას აქდანახვა. რამდენი რამის გაფიქრება მოასწრო ერთ წამში. "ალბათ,როგორ გაუხარდა თინას მისი ნახვა"" უყვარს ისევ" და ათასი მსგავსი სისულელე. ქალი ალექსანდრეს გაუსწროდა და ლაშას ირონიული ღიმილი აჩუქა.
-ლაშიკო, ლაშიკო.-ირონია არც თინამ დააკლო.საიდან ამდენი გამბედაობა ამ სუსტ არსებას? ალექსანდრე მისი გამსოვლით გაოცებული დარჩა. ქალი იმდენად ძლიერი და შეუდრეკელი ჩანდა,მაგრამ მხოლოდ ალექსანდრე გრძნობდა რამხელა ტკვილი იმალებოდა ყველაფერი უკან.-გადასარევად ვარ შენ როგორ ხარ.? -ისევ აგრძეებლდა თინა.
-ცოლი მომყავს.-თითქსოს რაღაცის მიღწევა უნდოდა მამაკაცს.
-ვიცი.მითხრეს უკვე. რამ გამომაშტერა გაიცანი ეს ჩემი მეუღლე ალექსანდრე ონიანია.-თინამ მეუღლეს შეხედა და გაუღიმა.ამ ყველაფრისგან ნასიამოოვებდა ალექსანდრემ კი ლაშას გამოწვდილ ხელს თავისი ხელი შეაგება.
-სასიამოვნოა ლაშა თინას პირველი სიყვარული.-მამაკაცს სახეზე ღიმილი შეეყინა,ასე შეურაწყოფილად თავი არასდორს უგრძვნია. არც თინა დარჩა ლაშას გამოხტომით კმაყოფილი კარგად ხედავდა ალეეექსანდრეს უთქმელ მზერას. თინამ იგრძნო მამაკაცის სევდა,რომელიც ასე შემოაწვა ალექსანდრეს თვალებში. რას არ მისცემდა ახლა ლაშა აქედან,რომ აორთქლებულიყო. ალექსანდრეს უფრო მაგრა დმოუჭირა ხელი ისე,რომ ძარღვები დაებერა. მამაკაცს სიმწრით ჩაეცინა და ლაშას გახედა.
-პირველი სიყვარული? მერე მე რატომ ვდგავრ მის გევრდით?-ალექსანდრეს სიტყვებით გახარებული თინა ადგილზე აცქმუტტდა და გაღიმებული უყურებდა ალექსნადრეს. მამაკაცი ისევ უდრეკელი და გახევებული იყო არაფერს გამოხატავდა.ლაშამ პასუხი ვერ იპოვა ალექსნადრე შეკითხვაზე და გატრიალდა. ალექსანდრემ გოგონას ხელი შეუშვა და მაგიდისაკენ წავიდა. ქალი უკან აედევნა და თავისი ადგილი დაიკავა.გრძნობდა,რომ ალექანსრესთვის რაღაც უდნა ეთქვა. მამაკაცი არ იმსაუხრებდა ასეთ დამცირებას.
-ალექსანდრე,გეფიცები არ ვიცოდი აქ თუ იქნებოდა.
-ეგ ვიცი.-გამოსცრა მამაკაცს კბილებში.
-ახლა,რომ რაღაც გითხრა დამიჯერებ?
-დაგიჯერებ.შენი ყველაფერი მჯერა.-გახარებული თინა სკამიდან წამოდგა და მამაკაცს გვერდით მიუჯდა,თავი მხარზე დაადო და კისერში ნაზად აკოცა.
-მამშვიდებ. მეამაყება ჩემს გევრდით,რომ ხარ. ვიცი,რომ არასდორს მატკენ გულს. საკუთარ თავზე მეტად მჯერა შენი. მეშინოდა,რომ შენთან გავტყდებოდი და შენც მატკენდი გულს,მაგრამ შევცდი. ყოველ წამს მარწმუნებ,რომ საუკეთესო ხარ. რატომ იღიმი მართლა.-მამაკაცს ღიმილი გაეპარა და თინას დაახედა რომელიც გაცისკროვნებული თვალებით უყრუებდა ქმარს..
-ანუ?-ალექსნადრემ ჩაიცინა და წელზე ხელი მოხვია ცოლს.
-ანუ მიყვარხარ.
-ჰა?-თვალები გაუფართოვდა ალექსანდრეს. ცოლის სიტყვების შემდეგ "მიყვარხარ" სულ სხვა იყო რაღაც წარმოუდგენელი.. დაბნეული მამაკაცი ხელების ჰაერში აქნევდა და იცინოდა. სიხაულისგან მოზღვავებული მამაკაცი ქალის ტუჩებს დაეწაფა და გულზე მიიკრა. თინა ხვდებოდა,რომ ცხოვრებაში ასეთი სწორი გადაწყვეტილება არასოდეს მიუღია. აელქსანდრეს მკერძე მიდო თავი და თვალები მილულა. 5წუთა ასე დაჰყვეს,აჟიტირებულმა ალექსანდრემ გამოაფხიზლა და სახლში წასვლა შესთავაზა.



სახლში ემოციებით სავსე დაბრუნდნენ. არცერთს უნდოდა ოთახებში განაწილებულიყვნენ. ვერცერთი თმობდა ერთმანეთს. თინას გულიც ნელნელა გამთელების პირველ ეტაპზე იყო. იმედი,რომ მამაკაცი მის გულს სამუდამოდ გაამთელებდა ურყევი იყო. გრძნობდა,რომ ალექსნადრესთან ერთად ბევრ ტკიბილ დღეს გადააგორებდა. მამაკაცის ვნებიან სავსე თვალებს,რომ შეხედა ჩაეცინა. ყველაფერი თავიდან იწყებოდა,განსხვავება ის იყო,რომ ახლა უფრო მრავლფეროვანი და იმედის მომცემი დღეები ელოდათ წინ.
და მანიც რატომა ქორწინება უიღბლო?! ყველაფერი არც ისე მარტივია მათ წყვილს,რომ გონია. გრძნობებს გამოცდა ყოველთვის სჭირდება. რაღაცა ეტაპზე მათი გრძნობაც უნდა გამოიცადო. ამან კი გული ოდნავ ორივეს უნდა ატკინოს.

თინა მისაღებში დივანზე ჩამოჯდა და ალექსნადრეს მიაშტრედა,მამაკაცი გაშტერებული უყურებდა ცოლს და ეღიმებოდა. რა ფაფუკი და ნაზი არსება იყო მის წინ. როგორ შეიძლება მას რამე ავნოს ადამიანმა? ასეთ ნაზს და დაუცველს? ზუსტად ასეთ ქალს ხედავდა ქმარი თინაში. ნაზს,დაუცველს,უსუსრს და სპეტაკს.ღიმილი სიცილში გადაიზარდა და თინას მიუჯდა. ცოლმა თავი კალთაში ჩაუდო და ფეხები დივანზე აწია. ყოველთვის ასეთი იყო გრძნობების გამოხატვა ყოველთვის შეეზლო..რაც უნდოდა იმას აკეთებდა,რასაც გული უკარნახებდა.ახლაც გულმა უკარნახა,რომ ქმარს უფრო ახლოს უნდა მიკვრდოდა. თავი მაღლა ასწია და ალექსანდრეს ნიკაპს წაეთამაშა.. ქმარი ცოლის თმებს აწვალებდა და მის უძირო თვალებს ჩასჩერებოდა.

მთელი საღამო ასე გალიეს. ბოლოს ოთახებში დანაწილდნენ და მშვიდ ძილს მისცეს თავი. რამდენიხანია ასე ტკბილად არცერთს ძინება. როგორი კარგი ყოფილა მშვიდი ძილი ახლა იგრძნო თინამ... საწოლზე წამოჯდა და ფანჯარას გახედა."ისევ თოვს" საწოლიდან მხიარულად წამოდგა და ტანსაცმლის კარადა გამოაღო.შხაპი მიიღო და ოთახი დატოვა. კიბეეები სწრაფად ჩაირბინა ალექსანდრეს ნახვას ჩქარობდა."უკვე მომენატრა" ..მისაღებში მოფუსფუსე ლელა დაიანხა და მისკენ წავიდა ქალმა თინას ხელები შემოხვია. "როგორ მანერვიულე" ბოდიშების მოხდით დაასრულა თინამ ლელასთან საუბარი და ახლა ალექსანდრეზე კითხა.
-ალექნსადრე ხომ არ იცი სადა?.
-მოგენატრე?-უკნიდან სასურველი ხმა მოესმა და გაღიმებული შეტრიალდა.ქმარს ხელები ჯიბებში ჩაეწყო და ადგილზე ირწეოდა.. თინა ალექსანდრესკენ წავიდა და კისერზე მოხვია ხელები.
-რომ იცოდე როგორ მომენატრე.
-მეც მომენატრე.
-რა კარგები ხართ,რომ გიყურებთ ჩემი ახლაგაზრდობა მახსენდება.-ლელამ ცრემლები ხელისგულებით შეიმშრალა და წყვილი მარტო დატოვა.
-დღეს რა ვქნათ?
-რა ლამაზად თოვს არა?!-თინამ სიტყვა ბანზე აუგდო ალექსანდრეს და ფანჯარას მიუხალოვდა. როგორ უნდოა ახლა გარეთ გასულიყო და თოვლში გაწოლილიყო.. ალექსანდრემ ხელები უკნიდან მოხვია და ყელში აკოცა. ცოლს ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში.
-წამოდი რაღაცას განახებ.-ქმარმა თინას ხელი ჩაკიდა და მისაღები გაიარა. თინამ კარგად დაინახა მინის კარები საიდანაც კარგად ჩანდა დიდი ეზო. გადათეთრებული. პატარა გამოყოფილი და გადახურული ყვავილების ბაღი. სატამაშო მოედანი. ქალი გაოცებული უყურებდა კარებს იქით ტერიტორიას და გაოცება სახეზე მკვეთრად აღებეჭდებოდა."აქამდე რატომ არ ვიცოდი?" ალექსანადრემ ცოლი რამოდენიმე წუთით დატოვა და მალევე დაბრუნდა ორი ქურთუკით ხელში.თინას მოაცვა და კარები გაუღო. ახლა უფრო კარგად გაარჩია ყველაფერი. რა ლამაზი ეზო ქონიათ . როგორი მოვლილია,სულ ნატრობდა ასეთ სახლზე ასეთივე ეზოთი.ქმარზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.ალექსანდრე მიუტრიალდა და ფეხისწვერებზე აიწია.ქმრის ტუჩებს ნაზად შეეხო,რამაც ალექსანდრეს გამოშტრება გამოიწვია,ვერ მიეჩვია ცოლის მხურვალე ტუჩებს და ვერც ვერასდროს მიეჩვევა..
-რა სილამაზეა ალექსანდრე.-აღტაცება ვერ დამალა ცოლმა.
-მოგეწონა?-უპასუხა გახარებულმა ქმარმა.
-ძალიან. აქამდე რატომ არ ვიცოდი?-თინამ ქმარს კითხა და გარემო კიდევ ერთხელ მოათვალიერა.
-ახლა იცი. გინდა ვიგუნდაოთ?-ქმარმა გაუცინა და ხელები წელზე მოხვია,ხელში აიტაცა და წინ გაიჭრა... თინას პასუხს არ დალოდებია ისე გაეფინნენ თოვლში. რა სასიამოვნო საყურებელი იყო ორი ადამიანის ასეთი ბედნიერი სახეების ყურება.არც ცოლი დარჩა ვალში,ფეხზე წამოიჭრა და ზემოდან დაეცა ალექსანდრეს. დაღლილები თოვლში გაწვნენ და მოფარფატე ფიფქებს ახედეს. რა ლამაზად ეცემოდნენ სახეებზე და რა მალე ქრებოდნენ. თინამ ალექსანდრეს გახედა და თოვლი რომელიც ხელში ჩაიყარა სახეზე მოაფრქვია. სიცივისაგან ცხვირი და ლოყები აწითლებოდათ. რამდენი ემცოია დადეს ახლა ორივემ. ცოლის სიცილი რომელიც ასე სიამოვნებდა ალექსანდრეს. მამაკაცი ფეხზე წამოდგა და ხელი ცოლს გაუწოდა წამოსაყენებლად,ამ უკანასკნელმა კი ბოროტულად ისარგებლა ქმრის ჟესტით და ისევ გვერდით მიიწვინა. ბოლოს დაღლილები სახლში შევიდნენ. რა ბედნიერი იყო ახლა თინა,როგორ უნდა ასეთი დღეები კიდევ მრავალი ყოფილოყო.ჯეროდა და სწამდა ქმრის. სახლში შესულებს ლელა გამოეგებათ. ქალმა თავში ხელი წაიშინა და ქოთქოთს მოჰყვა.
-ვაიმე შვილებო,როგორ დასველებულხართ. გაცივდებით მოდით,მოდით ცხელი ჩაი არ გინდათ? ახლავე გაგიმზადებთ. ალექსანდრე ბუხართან დასხედით.-ცოლ-ქმარი გაღიმებული წავიდნენ ბუხრისაკენ. მამაკაცმა ცეცხლი უფრო ააგიზგიზა და თინას კალთაში ჩადო თავი. საუბრის წამოსყება ორივეს უჭირდა. ბოლოს სიჩუმე ისევ თინამ დაარღვია.
-ალექსანდრე.
-ჰოუ.
-რას ვერ აპატიებდი საყავრელ ადამიანს?
-ღალატს და უნდობლოას.ეს ორი რამ მომკლავს.
-ღალატი გასაგებია და უნდობლობა?
-მაგალითად.-ალექსნადრე დივანზე წამოჯდა და თიანს სახეში შეხედა.-გაბრიელი ხომ ჩემი ბავშვობის მეგობარია?.-ცოლმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.-ხოდა აი ერთ მშვენიერ დღეს მხოდეს რაღაცა ისეთი,რომ არ მენდოს ხო ხვდბი? ანუ ჩემში ეჭვი შეიტანა. სამუდამოდ დავკარგავ.-ალექსანდრეს იმდენად უყვარდა თინა,რომ ცოლით მაგალითის გაკეთებაც კი ვერ გაბედა, ამიტომაც აირჩია გაბრიელი..ქალს თვალები გაუფართვოდა. ალექსანდრეს ხმაში იგრძნობოდა იმ სიტყვების სიმტკიცე რასაც ამბობდა.მისმა სიტყვებამა თინა დაარწმუნა,რომ ალექსანდრეს სიტყავს შეასრულებდა. რატომღაც ქმრის სიტყევბმა შეაკრთო."მე,რომ მომივიდეს ასე, რომ მიმატოვოს" უცნაური აზრები გაეფანტა თავში და ალექნსადრეს თვალებში ჩახედა. ვერ გაუბედა ეკითხა"მე მაპატიებდი" იცოდა,რომ პასუხი ატკენდა. ახლა უფრო უნდა მოფრთხილებოდა საყავრელ მამაკაცს. მისი სახე ხელებში მოიქცია და ქმრის ტუჩებს დაეწაფა. ვერასოდეს გადმოვცემ რა გრძნობით კოცნიდა თინა ქმარს. ეს შუძლებელია,სიტყვებით ამ ყველაფერს ვერ აღწერ ეს არის რაღაც, აღმაფრთოვანებელი.

საღამომდე ბუხართან ისხდნენ და ერთმანეთს უფრო უკეთ იცნობდნენ. რამდნეი რამ გაიგეს ერთმანეთის შესახებ რაც ერთმანეთს უფრო აყვარებდათ. რამდენმა კვირამ და დღემ გასტანა,მათი ერთად ყოფნიდან ვერ დავთვლი. ბევრმა . ბედნეირებით სავსე დღეები მალმალე გარბდნენ. თინა და ალექსნარეს ურთიერთობა კი უფრო და უფრო თბებოდა. მამაკაცი ცოლს საღამობით მკლავებში მოიქცევდა და საძინებლისკენ გააქანებდა. "როგორ მომენატრე" საწოლზე დააწვენდა და სიამოვნების მორევში გადაეშვებოდნენ...
რამოდენიმე კვირაში თინამ თავი სუსტად იგრძნო,გულის რევის შეგრძნებები, თავბრუს ხვევა ერთის მომასწავლებელი იყო. "ორსულად ვარ" წაიჩურჩულა და ჯერ არ დამჩნეულ მუცელს მოეფერა. ქურთუკს ხელი დავალო და სახლი დატოვა. საავადმყოფოში ერთი საათი დაჰყო,ანალიზების პასუხის მოლოდინში სული დალია. როგორ უნდოდა ექიმს დადებითი პასუხი ეხარებინა. კაბინეტში შესული სულმოუთქმელად ელოდა ექიმის პასუხს.მანაც არ დააყოვნა.
-გილოცავთ.- ამ ერთმა სიტყვამ შეავსო,ყველა დაცარიელებული ადგილი ამოუვსო რის ამოვსებასაც ალექსანდრე ყოველ დღე ცდილობდა და შედეგსაც იღებდა. ბავშვმა კი ყველა დარჩენილი სიცარიელე ერთიანად ამოავსო.ღიმილმა გაუბზარა სახე. საავადმყოფო დატოვა და სახლში წავიდა. რა გახარებული იყო,სიტყვებს ვერ უყრიდა თავს,რომ ქმრისთვის ეხარებინა. აჟიტირებულმა შეაღო სახლის კარები,მისაღებში დივანზე დაჯდა და მუცელს ფერება დაუწყო.სამზარეულოდან მომღიმარი ლელა გამოვიდა კონვეტრით ხელში. "შენთვისა" ქალი მისაღებიდან გავიდა და თინა მარტო დატვოა. ხელები აუკანკალდა,არ უნდოდა კონერტის გახსნა გრძნობდა,რომ ცუდის მომასწავლებელი იყო. ცდუნებას ვერ გაუძლო და კონვერტის ზედა ნაწილი ფრჩხილით გახია... როგორ ინანა,რომ კონვერტი გახსნა და ამ სანახაობის მომსწრე გახდა. საყვარელი მამაკაცი,რომელიც ერთ კვირაში მისად აქცია სხვა ქალს კოცნიდა. ალერსი რომელიც სურათებში იგრძნობოდა თინას ტკენდა. ცრემელბი წასკდა და დივანზე მოწყვეტით დაესვა. ამოუცნობი გრძნობა რომელიც ახლა დაეუფლა. ვერაფერზე ფიქრობდა.. ფეხზე ნელა წამოდგა და ოთახისაკანე წავიდა სურათები საწოლზე დააწყო და ბარგის ჩალაგება დაიწყო. ყველაფერს,რომ მორჩა კიბებზე დაეშვა.ამ ყველაფერს ისე უემოციოდ აკეთებდა,რომ ვერაფერს ვწერ ვერ ვწერ იმას,რომ გადმოვცე რას გრძნობდა ახლა თინა. აქაურობის დატოვება სასწრაფოდ უნდოდა.. მისაღებში ლელას უპასუხოდ დარჩენილი კიტხვა "სად მიდიხარ თინა შვილო" და გაკეტილი კარები...
სახლში მისულს დედა თვალებგაფართოვებული შეეგება. შვილის ცრემლიანი თვალები,რომ დაიანხა გული შეეკუმშა. იგრზნო შვილის ტკივილი და მაგრად მოხვია ხელები,როგორ მონატრებია დედის სურნელი და სითბო... დაღლილი თავის ოთახში მიწვა და თავი ძილს მისცა.


აჟიტირებული ალექსანდრეს ყველაფერს სწრაფად აკეთებდა,რომ საქმე მალე მომთავრებინა და თიანსთან წასულიყო,.როგორ ენატრებოდა სასურველი. საბუთებს ხელი მაოწერა და ოფისი დატოვა. მანქანაში,რაღაცის მოლოდინში ჩაჯდა და სახლისაკენ წავიდა. გზაში რამდენი მოგონება ამოუტივტივდა,როგორ ერთობოდნენ ეს 1 თვე თინა და ალექსნადრეს. რა ბედნიერი და სისცოხლით სავსე 1 თვე იყო. მამაკაცს ჩაეღიმა. შუქნიშანთან გაჩერდა. ნერვიულად სუნთქავდა,თიანსთან ეჩქარებოდა. სახლის კარები ღიმილით შეაღო.მისაღებში სიჩუმემ გულში გაკრა.კიბებისკენ წავიდა და ოთახის კარები შეაღო. პირველი რაც დაინახა გამოღებული კაარადა იყო.აღარაფერი დარჩა მისი ტანისამოსიდან. მამაკაცი კარადის კარს დაეყრდნო და ამოისუნთქა. ვერ გაიგო სად წავიდა ცოლის ტანისამოსი.. თინას ძველ ოთახშიც გავიდა,სახლის ყველა კუთხე მოიარა,მაგრამ ცოლი ვერსად ნახა. ოთახში იმედგაცრუელბული და გაურკვევლობაში მყოფი დაბრუნდა.. საწოლზე დაყრილმა სუარათებმა ადგილზე მიყინა. იგრძნო,როგორ დავრდა მასში ყვეალფერი.თითქოს თანკმა გადაურა ისე გრძნობდა ახლა თავს. ყველაზე მეტად კი ერთი რამ აგიჟებდა."ხომ ვუთხარი უნდობლობა მომკალვს თქო." მხლოდ ამას ფიქრობდა და სურათებს უფრო და უფრო აშტერდებოდა. დაიანხა როგორ დაეცა ლიკას სახეს ერთი წვეთი.იგრზნო,რომ ტიროდა. საყავრელი ქალის უნდობლობამ გაანადგურა.. "სექტემბრის ფოტო" წაიჩურჩულა და სურათები საწოლზე მიყარა.
გაგიჟებული გამოვარდა გარეთ და მანქანაში ჩაჯდა. ვერაფერზე ფიქრობდა ახლა მხოლოდ თინას თვალებში ჩახედვა და იმის დანახვა უნდოდა რაც იგრზნო. თინას მშობლების სახლთან გააჩერა მანქანა და გადავიდა. აკანკალებული ხელით დარეკა ზარი.. მასპინძელმაც არ დააყოვნა და კარები გაიღო. კარებში თინას მამა გია იდგა და სიძის დანახვით გახარებულმა ტაში შემკრა.
-სიძე ბატონო...მოდი რა კარებში დამდგარხარ?
-როგორ ხართ?
-რა გვიშავს.
-თინა სადა?
-ოთახშია. რა მოხდა თქვენს შორის.
-ზუსტად მაგის გასარკვევად ვარ მოსული.


თინას ოთახის კარები შეაღო და დაიანხა მოკუნტული ცოლი.რა მშვიდად ეძინა. რას არ დათმობდა ახლა,რომ მისულიყო და მისთვის ის გაბუშტული ტუჩები დაეკოცნა. სიამაყემ კი ამასი უფლება არ მისცა... ქალს ოდნავ შეეხო და გააღვიძა.დაფეთებული თინა ფეხზე წამოხტა და ალექანდრეს დანახვისას გაღიმება ცადა,მაგრამ სურათების გახსენებისას სიბრაზემ ერთიანდ წამოუარა. საჩხუბრად გაიწია ალექსანდრემ,რომ დაასწრო საუბრის დაწყება.
-ესა შენი ნდობა? ხომ გითხარი,რომ უნდობლობა მომკლავდა? რა გითხარი იქ ბუხართან თინა რა? შენ ყველაზე კარგად იცოდი რაც დამემართებოდა. გამტეხე გესმის შენმა უნდობლობამ გამტეხა მომკლა მიწასთან გამასწორა სურათები ნახე არა? რატომ იმასაც არ დააკვირდი რა მეცვა. განა ყოვლე დილით შენ არ მიმზადებდი ტანსაცმელს სამსახურში წასვლისას? რატომ არ დააკვრიდი?-მამაკაცს ხმა გაებზარა.ხედავდა ცრემლებად როგორ იღვრებოდა საყვარელი ქალი.
-მე..მე..იქ შენ და ლიკა იყავით.-ამოილუღლუღა თინამ და თავი დახარა.
-ვიცი.-იღრიალა ალექსანრემ.-მხვდა წილად ის ბედნეირება,რომ მენახა ფოტოები-უფრო წყნარი ხმით გააგრძელა ქმარმა.-3 სექტემბერსაა გადაღებული სურათები. ლიკას დაბადების დღეზე. მაშინ შენი არსებობის შესახებაც კი არ ვიცოდი. ჩემი ცოლი არ იყავი. 5 თვის წინ გადაღებული სურათებია ის რაც შენ ნახე. როგორ არ მენდე როგორ?-მამაკაცის ხმაში სევდა იგრძნობოდა.
-ალექსნადრე გთხოვ.
-რას მთხოვ რას? მეც ხომ გთხოვე მენდე თქო? მენდე? არა არ მენდე პირიქიით არაკაცად შემრაცხე. მორჩა თინა დამთავრდა მივდივარ.
-სად?
-შენი ცხოვრებიდა.
-ასე?

112 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes