ეს იქნება ყველაზე უცნაური სიყვარული, რომელსაც ხმამაღლა არასდროს გავუმხელთ ერთმანეთს
29, Tbilisi, Georgia

ერთი საღამო აუცილებლად იქნება ასეთი:
არ უპასუხებ ჩემს ზარებს და სახლში მოხვალ გვიან;
იტყვი- არ მესმოდაო,
გაბრაზდები- პატარა ხომ არ ვარო?!
მე პირს მოვკუმავ და არაფერს ვიტყვი.
შენ კი, გაგიხარდება,
რომ მე ვეჭვიანობ,
ვნერვიულობ ან რამე მსგავსი,
მაგრამ შემჩნევით- არაფერს შეიმჩნევ.
იმ ღამით, მე ჩვეულებრივ წავიკითხავ ძილის წინ ლოცვებს,
მშვიდად და ოდნავ ხმამაღლა,
როცა ზუსტად ვიცი,
რომ კარს უკან დგახარ და -
მისმენ.
იმ ღამით,
ჩვენ შეთქმულებივით ჩავწვებით საწოლში,
მე- კუთხისკენ მივიწევი და ზურგს მოგაქცევ;
შენ- ერთ ხანს დამელოდები და როცა მიხვდები,
რომ სულაც არ ვაპირებ ,
ტრადიციულად გითხრა: "შენს ნებაზე იძინე..."
ოდნავ გაბრაზებული და
ოდნავ ნაწყენი- გამორთავ შუქს..
ცოტა ხნის შემდეგ,
შენი მშვიდი, თანაბარი სუნთქვა გააპობს ჰაერს.
მე ფრთხილად გადმოვბრუნდები შენკენ და
კიდევ უფრო ფრთხილად შემოგიკეცავ -
ნახევრამდე გადახდილ საბანს.
მერე ჩუმად,
ისე, რომ ვერც მე გავიგო-
გისურვებ ტკბილ ძილს
და რატომღაც,
ყველაზე გულუბრყვილო შიშით-
შემეშინდება შენი დაკარგვის...
მეორე დილით,
შენ მადლობას გადამიხსი საბნის გასწორებისთვის და მეტყვი:
რომ ეს ერთადერთი ღამე იყო,
როცა მე ძილინებისა გისურვე და შენ მაინც არ გძინებია...

ეს იქნება ყველაზე უცნაური სიყვარული,
რომელსაც ხმამაღლა
არასდროს გავუმხელთ ერთმანეთს...

2 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes