რომ იცოდე...
29, Tbilisi, Georgia

.რომ იცოდე, როგორ ვგრძნობ შემოდგომას ,ზამთრის ბებერ და უხეშ თითებში დედოფალი იმედივით რომ იწურება! რომ იცოდე,როგორი საზარელი ზამთარია ჩემს აივანზე ატუზული და თავის დროს ელის. რომ იცოდე,როგორ შემიძლია გამოვაღო ნოემბერი და ... დაორთქლილი ფანჯრებიდან ''შემოგედალალე !"--დაგიძახო. იმ ყვავილების და იმ ყვავილების, იმ ყვავილების და კიდევ იმ ყვავილების სურნელივით, შემოგედალალე.!.. რომ იცოდე ,როგორ გარბის ჩემი წლები, თბილისის ქუჩებიდან, ნისლივით წამომდგარი და უგზო-უკლოდ დაკარგული ბავშვობის მსგავსად.!რომ იცოდე,როგორ ნერვიულობს ჩემს ფანჯრებთან შუაღამე, შენს სიყვარულსა და არსიყვარულს შორის ჩაქოლილ ფიქრებს. !რომ იცოდე, როგორი ზიზღით ხვდება ჩემი ოთახი ყველა უშენობას.!.. რომ იცოდე ,როგორი უშენობები დასჩემდა შემოდგომას !შემოგედალალე! რომ იცოდე, როგორი მწარე, არმიყვარხარ ამინდები მიყრია მაგიდაზე... და ვცდილობ როგორმე არ იწვიმოს. ჰო, როგორმე არ იწვიმოს, ოღონდ არ იწვიმოს ...შემოგედალალე !

4 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes