ნუ მაჩუქებ ვარდებს
29, Tbilisi, Georgia

მინდა ვიყოთ ერთად,
ნუ მაჩუქებ ვარდებს,
მინდა ჩემი გერქვას,
უვარდოდაც გავძლებ.

არ მჭირდება ფული,
მინდა შენი გული,
შევინახავ კარგად,
არ გავუშვებ არსად.

ნუ მაჩუქებ რამეს,
ისედაც კი გავძლებ,
მთავარია ვიგრძნო,
გულს რომ ისევ მითბობ.

არ მჭირდება ვარდი,
ის ხომ მალე ჭკნება,
მოდი ჩემთან დარჩი,
სულ რომ ვიყოთ ერთად.

ავაშენოთ სახლი,
პატარა და მყუდრო,
სადაც დიდი სიყვარული,
უფულოდაც ,,ბუდობს''.

ლამაზ ოჯახს შევქმნით,
იქ ვიცხოვრებთ ბევრნი,
მთელ სამყაროს შევცვლი,
ოღონდ გერქვას ჩემი!!!

2 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes