28.01.2013
ხალი!
29, Tbilisi, Georgia

საკინძე შეხსნოდა , ვერც კი შეემჩნია ,
გულის პირს შევნიშნე ხალი ,
თვალი გავაპარე ქათქათა მკერდისკენ
შვენოდა პატარა ხალი
სულში ჩამეღვარა ალერსის სურვილი ,
თავი დავიღუპე ლამის
სურვილმა დამძლია ხელით შევხებოდი ,
ამბორით დამესვა დაღი
ხალზე მეოცნება , ხალზე მეფიქრა და
ხალზე ჩამომეხრჩო თავი .
მაცდურად მიხმობდა შეხსნილი საკინძე
ნუთუ ვერ ავიხდენ წადილს ?
- გეყოს ვაჟკაცობა ! მოდი მომეფერე !
ჯიუტად მიხმობდა ხალი
სურვილი მოვთოკე,ჟინი შლეგიანი
ვცადე არ გამეცა თავი .
საფიცრად გამიხდა მის მკერდზე ამაყად
წამოსკუპებული ხალი!

10 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes