* * * "მე კოცნა არ ვიცი"
29, Tbilisi, Georgia

მე კოცნა არ ვიცი..
_ გასწავლი, პატარა..
ტუჩები გახსენი, იგრძენი სისველე,
მერე გადმოწურე
მზით სავსე მათარა,
ღვინისფრად დაფერე, იერი იცვალე..
მომე-ბაგე-კარი
მჭიდროდ და ფაქიზად,
თვალები მილულე ჩამავალ მზესავით,
მე გადავიქცევი
ვნებების მარკიზად,
გულს გადმოგიწილებ, დავწურავ რძესავით
და ისე მოგართმევ,
რომ ბაგე გისველო,
ეგ შენი ღაწვები გრძნობების ქარია..
მე ყინვა წამლეკავს,
შენ უნდა მიშველო,
ხარბად ამამღერო სიგიჟის არია..
_ მე კოცნა არ ვიცი..
_ გასწავლი, პატარა..
ტუჩები გახსენი, ვნებები დაცალე..
შენ ჩემმა სურვილმა
გრიგალს შეგადარა
ყველაფერს გასწავლი.. სულ ცოტა მაცალე..

4 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes