ოჯახური ძალადობის საგანგაშო სტატისტიკა
29, Tbilisi, Georgia

„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ოჯახური ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კახეთში გამოვლინდა. რეგიონში გამოკითხული ადამიანების 92% ოჯახში ძალადობას, 86% კი ფიზიკურ ძალადობას განიცდის; 67% ოჯახის წევრისგან მუდმივად ელის თავდასხმას, მათი 63% ქმარმა გააუპატიურა; 29% კი ფეხმძიმობის პერიოდში ქმრის მხრიდან ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას განიცდიდა.

გამოკითხვა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2010 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა. გამოკითხვის მიზანი ოჯახში ძალადობის პრობლემების კვლევა იყო. გამოიკითხა 1250-მდე ადამიანი. კვლევის შედეგებით, საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია.

გამოკითხული ქალების მიმართ ძალადობას ქმრების 53% ახორციელებს. არის მამის, ყოფილი ქმრის და პარტნიორის მხრიდან ძალადობის შემთხვევებიც.

ქალთა მიმართ ძალადობის უმრავლესი შემთხვევები, როგორც აღმოჩნდა, მათსავე სახლებში ხდება. ამიტომ, გამოკითხულთა 48% სახლში დარჩენისას თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. ქალების მიმართ ძალადობის შემთხვევების ძირითადი ნაწილი ფიზიკური ძალადობით დამთავრდა, მათგან 40% მძიმე ფორმით.

კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ქალების მიმართ ძალადობას, ძირითადად, ახორციელებენ: ქმარი – 53%, მამა – 17%, პარტნიორი – 6%, ყოფილი ქმარი – 8%, ძმა – 6%; გარდა ამისა, 3 – % შვილი მამაკაცები, ბიძები, პაპები და სხვა.

კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცების მეხუთედი, რომელიც ცოლის მიმართ ძალადობას ახორცილებს, ფხიზელ მდგომარეობაშია. 80% ძალადობის აქტი მამაკაცმა ნასვამ მდგომარეობაში ჩაიდინა; 6% კი – ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 40% განიცდიდა იმას, რომ ახლობელი ადამიანი, რომელთანაც ის ცხოვრობს, მასზე სექსუალურად ძალადობს.

კვლევის მიხედვით, ყოველი მეექვსე მსხვერპლი ძალადობის შედეგად საავადმყოფოში მოათავსეს. ხოლო ის შემთხვევები, როდესაც მსხვერპლი ექიმს არ მიმართავდა, გამოწვეული იყო სირცხვილით და დანაშაულის გრძნობით, მისი მეუღლე რომ ასე მოექცა.

„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ კახეთის რეგიონალური კომიტეტის თავმჯდომარის ჯილდა ნიბლაძის თქმით, კომიტეტმა გასულ წელს კახეთში ძალადობის 257 მსხვერპლს გაუწია დახმარება, 2011 წელს კი დაახლოებით 70 ადამიანს. მისივე თქმით, კახეთის რეგიონში ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი ყვარლის რაიონში ხდება.

„ძალადობის ყველაზე მეტი მსხვერპლი ყვარლის რაიონიდან მოგვმართავს. სავარაუდოდ, მიზეზი ის არის, რომ ყვარელში ბევრი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ცხოვრობს, რომლებსაც თავიანთი წესები აქვთ. ასევე, ძალადობის ფაქტების სიმრავლით გამოირჩევა მაღალმთიანი სოფლები. ძალადობის გამომწვევი ძირითადი მიზეზი სოციალურ – ეკონომიკური პრობლემებია. მამაკაცების უმრავლესობა უმუშევარია, ქალები გაცილებით მეტს შრომობენ, რასაც ოჯახში უსიამოვნება მოსდევს. დაუსაქმებელი მამაკაცები ხშირად სვამენ, რაც კონფლიქტს კიდევ უფრო ამწვავებ

0 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes