გენატრებოდეთ!
26, Tbilisi, Georgia

თქვენ შეიძლება არ იყოთ მისი პირველი, უკანასკნელი ან ერთადერთი სიყვარული. მას შეიძლება ადრეც უყვარდა და შეუძლია ახლაც უყვარდეს. მაგრამ ახლა თუ უყვარხართ, რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს?

ის სრულყოფილი არაა, არც თქვენ ხართ სრულფასოვანი და შეიძლება არც თქვენი ურთიერთობა იყოს მუდამ იდეალური, მაგრამ თუ მას შეუძლია გაგაცინოთ, დაგაფიქროთ, თვალი დახუჭოს თქვენს ადამიანურ შეცდომებზე და გაპატიოთ, გაიღეთ მისთვის ყველაფერი რაც შეგიძლიათ. ის შეიძლება დღის ყოველ წამს თქვენზე არ ფიქრობდეს, მაგრამ თქვენთვის მისი ყველაზე ლამაზი და ნაზი ნაწილი – გული ემეტება. ნუ აწყენინებთ მას, ნუ ეცდებით რომ შეცვალოთ, ნუ ელით და მოითხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია მოგცეთ…
როდესაც მასთან ერთად ხართ, ხშირად გაიღიმეთ და აგრძნობინეთ თუ რა განიჭებთ ბედნიერებას. და როდესაც თქვენთან არაა, გენატრებოდეთ!

5 views
 
Comments
salloo 09.09.2014

:)))))

greta 19.02.2016

:-)

Blog
Blogs are being updated every 5 minutes