gexvewebit bolomde waikitxet :( nu daizarebt :(
28, Tbilisi, Georgia

ნელი ნაბიჯით გზას მივუყვებოდი ჩუმად,თითქოს ისეთი შეგრდძნება მქონდა, ვიღაც უნდა მენახა. გვერძე შემთხვევით გავიხედე და უცებ სკამზე მჯდარი მომტირალი ქერა გოგონა დავინახე. რატომღაც მასთან მისვლა და მისი მწუხარების მიზეზის გაგება მომინდა მივედი კიდეც. ჩუმად მივუჯექი გვერდით, გოგომ თითქოს არც კი შეიმჩნია ჩემი იქ მისვლა და ტირილი განაგრდძო. ფრთხილად შევეკითხე: რა გჭირს? რატომ ტირი? მან მიპასუხა:
-ეს მონატრების ცრემლებია.
-ვინ გენატრება?
-ის ვინც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.
-კარგი რა ნუ დარდობ დაბრუნდება!
-არა! ვეღარ დაბრუნდება, იქ ვინც მიდის უკან ვეღარ ბრუნდება. ტირილს უმატა.
კი მაგრამ სად არის წასული და მარტო რატომ დაგტოვა? შენ თუ ასე გიყვარს ოდნავაც არ სცემს შენ სიყვარულს ის პატივს?
-ის ჩემს სიყვარულს ყოველთვის პატივს სცემდა, მაგრამ რა ქნას თვითონ ხომ არ უნდოდა რომ მოკვდა! თვალებიდან ისეთი ცრემლები წამოუვიდა თითქოს მდუღარე გადაასხესო.
უცებ გავჩუმდი კითხვა ვეღარ დავუსვი და ტანში ერთიანად სიცივემ დამიარა.
გოგონამ თვითონ განაგრძო: მე და ნიკამ ერთმანეთი შობას ეკლესიაში გავიცანით. ის ძალიან საყვარელი ბიჭი იყო. სიგიჟემდე შემიყვარდა. თბილი, მოსიყვარულე, ზრდილობიანი და წესიერი ბიჭი ყველა გოგოს უცებ მოხიბლავს. მეც უცებ მოვიხიბლე მისით. დრო მიდიოდა მე და ნიკა ერთმანეთს ვხვდებოდით, სიყვარულს არც ერთი ვმალავდით. ადამიანს რომ შემოეხედა უცებ მიხვდებოდა, რომ ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარდა. ერთმანეთს თვალებით ვუხსნიდით სიყვარულს. თვალებით ვაგებინებდით რა გვინდოდა. ერთხელ ნიკამ ისე გამახარა, რომ მთელი ღამე არ მომიხუჭავს თვალი. შიყვარულის დღე იყო, მე და ნიკა რუსთაველზე ვსეირნობდით. უცებ ის გაჩერდა და თვალებში ჩამაშტერდა. ნინი მითხარი გიყვარვარ?- საწყალი თვალებით მკითხა.
- რა თქმა უნდა სიცოცხლეზე მეტად- ვუთხარი მე. კარგი ნინი თუ გიყცარვარ ამ თხოვნაზე უარს არ მეტყვი. გისმენ ნიკა- ვუთხარი მე. ნინი ცოლად გამომყვები? მითხარი გთხოვ, პასუხი რაც გინდა მწარე იყოს. უკვე აღარ მინდა უშენოდ არც ერთი წამი. მინდა ყოველ წუთს ჩემს გვერდით გხედავდე მინდა ჩემი გერქვას. მე გავჩუმდი, თავი შევიკავე პასუხისაგან, არაფერი არ ვუთხარი და სახლისკენ გავიქეცი. აქვე რუსთაველზე ვცხოვრობ. ნიკაც რა თქმა უნდა უკან გამომყვა, როდესაც ჩემი კორპუსის შესასვლელს მივუახლოვდი, უკან მივტრიალდი და ნიკას ვუთხარი: ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ამ წინადადებაზე ასე უცებ არაფრით არ შეიძლება გაგცე პასუხი. კარგი მაშინ ნინი ხვალ დაგირეკავ 12 საათამდე გაქვს დრო. კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე, მაგრამ მინდა იცოდე, რომ სიგიჟემდე მიყვარხარ!- ბოლო ხმაზე დაიყვირა, ისე რომ მთელი ხალხი ჩვენ გვიყურებდა. მე მოვტრიალდი და წამოსვლა დავაპირე, ამ დროს დამიძახა: ნინი გთხოვ რა ერთი მაკოცნინე, რა იცი იქნებ ხვალამდე ვკვდები, მინდა შენი კოცნა სამარეში წავიღო. მე მივტრიალდი და გაბრაზებულმა ვუთხარი: “სულელი ბიჭი ხარ, წადი ეხლა სახლში ჩქარა, არ გამაბრაზო.”- და გამოვტრიალდი, წამოვედი. წამოვედი მაგრამ ამ სიტყვებმა რატომღაც გულში რაღაც ჩამწყვიტა. სახლში ავედი და ჩემს ოთახში ჩავიკეტე. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა. ერთი სული მქონად როდის მოვიდოდა 12 საათი. სულ იმაზე ვფიქრობდი მე და ნიკა ერთად რა კარგად ვიქნებოდით. გვექნებოდა ქორწილი და სულ სიხარული იქნებოდა ჩვენს ოჯახში. სულ კარგზე ვფიქრობდი, მაგრამ ნიკას სიტყვები, იქნებ ხვალ ცოცხალი აღარ ვიყო”_ო სულ გულში მიტრიალებდა. ამ ფიქრებში გადიოდა ღამე და მე სულ არ მეძინებოდა. ღამის 4 საათი იყო, რომ ტელეფონმა დარეკა. ავიღე და ნიკა შემრჩა, ძალიან გამიხარდა მისი ხმის გაგონება, მაგრამ თავი ისე დავიჭირე ვითომ გავბრაზდი, ასე გვიან რატო დამირეკა.
-რატომ გამაღვიძე? შენ ხომ 12 მდე არ უნდა დაგერეკა?!
-ვიცი ნინი მაგრამ ცუდად ვარ, უცებ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა რომ ვეღარასდრის ვეღარ გნახავდი, თითქოს რაღაცის მეშინია იცი?!
-კარგი რა ნიკა მეც ნუ მაშინებ, გინდა მეც ცუდად ვიყო?
-არა ჩემო პატარა, არ მინდა რომ ცუდად იყო, უბრალოდ იმიტომ დავრეკე რომ მინდოდა შენთვის რაღაც მეთქვა, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხარ და სადაც არ უნდა ვიყო მაინც მეყვარები. გინდაც მოვკვდე მაშინაც კი.
-ასე ნუ მელაპარაკები ნიკა იცოდე გულს მტკენ, ჩვენ ვერაფერი დაგვაშორებს, სიკვდილიც კი. ეხლა კი წავედი უნდა დავიძინო ღამე მშვიდობისა ჩემო სიხარულო, ძალიან მიყვარხარ. და გავუთიშე არაფრის თქმა არ ვაცალე.
არც ამ ლაპარაკის მერე მომიხუჭავს თვალი, პირიქით მისი სიტყვები მოსვენებას არ მაძლევდა, თავს ვიმშვიდებდი ეს დიდი სიყვარულის ბრალია თქო. უცებ ფანჯარაში გავიხედე და დავინახე რომ უკვე თენდებოდა. ვგრძნობდი რომ ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელობანი უნდა ყოფილიყო, თითქოს დღეს წყდებოდა ჩემი ბედი. ლოგინიდან წამოვდექი და თითქოს რაღაცამ შემაქანა, უცებ თვალი ღვთისმშობლის ხატისკენ გამექცა, მომეჩვენა რომ წმინდა მარიამი ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს ვეცოდებოდი და ფიქრობდა: შენ რა იცი დღეს რა უნდა გადაიტანოო. ეს დღე ჩემთვის სიხარულით სავსე უნდა Yყოფილიყო, მაგრამ რატომღაც გული მიტიროდა. დრო როგორც იქნა გავიდა და 12 საათიც მოახლოვდა. 12 რომ 15 დააკლდა და ტელეპონის ზარმა დარეკა მე კანკალმა ამიტანა, ვიფიქრე ნიკას ეხლა ყველაფერს ვეტყვი, ვეტყვი იმას რომ თანახმა ვარ მისი ცოლი დავხდე. ტელეფონი ავიღე :გისმენთ!
-ნინი შენ ხარ შვილო? ნამტირალევი ხმა ამომესმა
-კი მე ვარ, თქვენ ვინ ბრძანდებით?
-მე ნიკას დედა ვარ თუ შეგიძლია ჩვენთან ახლოს რომ საავადმყოფოა იქ ამოხვიდე რაც შეგიძლია სწრაფად! -და გამითიშა. ყურმილი დავკიდე და ვიგრძენი რომ ცრემლები თვალებზე თავისით
ჩამოგორდა. უკვე მივხვდი რომ წინ რაღაც საშინელება მელოდა. სწრაფად ჩავიცვი და საავადმყოფოში გავვარდი. საავადმყოფოს კიბეებთან ნიკას ძმაკაცები შევნიშნე მივედი მათთან და ვკითხე -რა მოხდა? და უცებ უამრავ ცრემლიან თვალებს წავაწყდი. დღეს ნიკა ავრიაში მოჰყვა, წამომყევი მითხრა ექიმმა და მეც უსიტყვოდ გავყევი. პალატაში შევედი და სისხლში შეღებილი ჩემი სიცოცხლე დავინახე, რამის იქვე ჩავიკეცე, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ახლა ამის დრო არ იყო. საწოლთან გიჟივით მივვარდი და ნიკას თვალებში ჩავხედე. თვალები დახუჩული ჰქონდა მაგრამ როდესაც ხელი მოვკიდე მაშინვე გაახილა, შემომხედა და გამიცინა: ჩემო ანგელოზო მოხვედი? შენ გელოდებოდი, ისე ვერ წავიდოდი, რომ შენ ვერ მენახე და არ მეთქვა რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ. აქ ვერ შევძელი შენთან ერთად ოჯახის შექმნა, მაგრამ პირობას გაძლევ 100 წლის მერე შენც რომ მოხვალ ჩემთან იქ მაინც გვექნება ქორწილი და გვეყოლება ლამაზი შვილები. ცრემლიანი თვალებით შემომხედა კიდევ ერთხელ გამიცინა და სამუდამოდ დახუჭა ლურჯი თვალები. უცებ ატყდა ერთი წივილ კივილი. ერთი კი გავიგე დედამისმა როგორ უთხრა შვილო არ დამტოვო არ გამაუბედუროო, იმის მეტი კი არაფერი აღარ მახსოვს შეშლილივით გამოვვარდი იქიდან, სად მივრბოდი არ მესმოდა. მეორე დღეს სახლში გამომეღვიძა. ქუჩაში გული წამსვლია და სახლში ვიღაცას წავუყვანივარ. არ მესმოდა რა ხდებოდა ჩემს თავს. თითქოს სიზმარი იყოო ეს ყველაფერი, მაგრამ ისევ ტელეფონის ზარმა დამაბრუნა რეალობაში. დარეკეს ხვალ ნიკას ასაფლავებენ და მოდიო. ვერაფერს ვგრძნობდი თავისით მოდიოდა ცრემლები თვალებიდან. მეორე დღეს თავს ძალა დავატანე და წავედი სასაფლაოზე. ხალხი ძალიან ბევრი იყო. ყველა ტიროდა დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც. ყველამ გამოსათხოვარი სიტყვა უთხრა, ბოლოს დრო დადგა მე მეც მივსულიყავი მასთან. მე მასტან მივედი, ნიკა ისეთი იწვა სასახლეში თითქოს ძინავსო, ოღონდ მე მისი გაღვიძება არ შემეძლო. ხელზე ხელი მოვკიდე და ვუთხარი: ნიკუშ სიხარულო მე თანახმა ვარ შენი ცოლი გავხდე, დღეიდან მარტო შენ გეკუთვნი. თითიდან მისი საყვარელი ბეჭწდი გამოვაცალე და ჩემი გავუკეთე, ხოლო მე მისი გავიკეთე. შეხვედრამდე ჩემო სიცოცხლე! ვუთხარი და შუბლზე ნაზად ვაკოცე. წამოვედი და რატომღაც აქ აღმოვჩნდი. აი რატომ ვტირი! ეხლა გასაგებია ყველაფერი? თუ კიდე ვერ გაიგე რა უბედური ადამიანი ვარ. გოგონა სკამიდან ძლივს წამოდგა ქუჩაში გავიდა და გაუჩინარდა. გაოგნებული ვიყავი ხმას ვერ ვიღებდი და ჩუმად თავჩაღუნული მოვდიოდი სახლისკენ.
20 აპრილი გათენდა, ოთხშაბათი დღე იყო. რატომღაც რუსთაველზე გასეირნება მომინდა. წავედი კიდეც. უცებ ერთ კორპუსთან უამრვი ხალხი დავინახე და იქეთ წავედი საიდანაც ტირილის ხმა მოისმოდა. კორპუსის შესასვლელთან თვალი მოვკარი დიდი წითელი ასოებით დაწერილ ასოებს


თითქოს ჩემთვის ნათელი გახდა რატომ იყო იქ ამდენი ხალხი. მაგრამ მაინც ვიკითხე:რა მოხდა?
-18 წლის გოგონა ნერვიულობას გადაყვა და მოკვდა.
-რაზე ნერვიულობდა?
-შეყვერებული მოუკვდა და ვერ გადაიტანა.
რაღა უნდა მექნა თავი ჩავღუნე და წამოვედი, მაგრამ ტირილის ხმა კარგა ხანს მესმოდა ყურში. სულ ის სიტყვები მახსენდებოდა დასაფლავების დრეს რომ უთხრა ნინიმ ნიკას ,,შეხვედრამდე ჩემო სიცოცხლე’’.
ეხლა ალბათ ორი ანგელოზი ნინი და ნიკა ჩახუტებულები ნელი ნაბიჯით სეირნობენ და უხარიათ ის რომ მათ ვერავინ ვეღარ დააშორებთ, თვით სიკვდილიც კი. ისინი ღმერთისგან კურთხეული სიყვარულით დაჯილდოვდნენ და ეს სიყვარული მარადიულია. შეიძლება ხვალ ქორწილიც კი ჰქონდეთ ედემის ბაგში
 

28 views
 
Comments
egokind 13.06.2014

კარგით რა რეებს მაკითხებთ ცუდად გავხდი :(

Blog
Blogs are being updated every 5 minutes