nini-13-nini's blog

nini-13-nini
28, Tbilisi, Georgia

ვისთან ერთად არ უნდა იყო როგორ ბედნიერადაც არ უნდა აჩვენებდე თავს, ყოველთვის გამოგეპარება მზერა ჩემსკენ, ყოველთვის გაგეღიმება როცა ჩვენ საყვარელ სიმგერას მოისმენ სადმე, ყოველთვის შეხვალ მის პროფილზე ვინც დამიწერს რომ ''ვუყვარვარ'' და შეამოწმებ, ისე არაპრის გამო. ყოველთვის როცა მოგონებებზე და ძველ დროზე ჩამოვარდება საუბარი, გაგახსენდები მე, და ვიცი გულის სიღრმეში ინანებ, მიხვდები რომ გენატრება ის დრო, მაგრამ ისიც ვიცი რო ამას აღარასდროს აღიარებ. ყოველთვის ვიგრძნობ იმ დაჯინებულ მზერას, როცა გვერდით უსიტყვოდ ჩაგივლი და ყოველთვის შემადარებ მას, ვინც გეყოლება გვერდით. შეიძლება ჩემზე უკეთესი იყოს, უარესიც, მაგრამ ჩემნაირი ვერასდროს იქნება.. ვერასდროს ეყვარები ისე, როგორც მე მიყვარდი. და შენ ამას მიხვდები, ოღონდ ძალიან,…


მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება,
მე დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალება,
ის სიყვარულის დავამთავრე,მე რომ მიყვარდა
და ისიც,თითქოს ყველაფერი გულს რომ მიკლავდა.
არ მემეტები,მაგრამ,რა ვქნა,არც შენ დამინდე
არც ერთი სიტყვა სიყვარულის მე არ გამინდე.
მე ქარავნებით მოგიზიდე ლამაზი ბედი,
შენ კი შავთეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი.
მე ვოცნებობდი,დაეხატე უფუნჯოდ მხატვარს,
რომელიც ჩემში იმალება და სულ შენ გხატავს.
სულ ის მინდოდა,მოსულიყო შენთვის ზამთარი,
რომ,ჩემს სხეულში მომეძებნე სადღაც გამთბარი.
სულ ის მინდოდა,მიყვარხარო ჩემთვის რომ გეთქვა
და ამ სიტყვებით ჩემი გრძნობა რომ დაგესეტყვა
ბევრი მინდოდა,ალბათ,ბევრი,რაც არ მერგება
რაც არ მეკუთვნის,ის ხომ მაინც არ შემერგება.
შენ არ გამტყუნებ,ყველაფერი ჩემი ბრალია
რომ არ გიყვარდი,ჩემთვის ხომ არ დაგიმალია?
მე ვარ ასეთი,შენ…


12.11.2011

დედაჩემს მხოლოდ ცალი თვალი ჰქონდა, ამიტომ დედაჩემის ასეთი მდგომარეობის ძალიან მრცხვენოდა. ოჯახის სარჩენად სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა. დაწყებითებში ვსწავლობდი, როდესაც ერთხელ დედაჩემი მოსასალმებლად მომიახლოვდა. მეგობრებთან ეს როგორ გამიბედა? ძალიან მომერიდა, დედაჩემს სიძულვილით შევხედე და იქედან გავიქეცი. მეორე დღეს, კლასში ერთი მეგობარი მეუბნება „ააა მართლა, დედაშენს ცალი თვალი არა აქვს?“.
ეს რომ გავიგონე, მინდოდა მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავარდნილიყავი, ან კიდევ დედაჩემი გამქრალიყო.
იმ დღეს დედაჩემი რომ ვნახე, ვუთხარი რომ “მე სასაცილო მდგომარეობაში მაგდებ, ამიტომ რომ მოკვდე, უკეთესი იქნება“.
დედაჩემს ხმა არ ამოუღია, რაც რომ ვუთხარი, მაგაზე არც კი შევწუხებულვარ, იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. დედაჩემის გრძნობები მე არ მანაღვლებდა. სახლში დანახვაც კი არ მინდოდა.
სკოლა…


...იცი რა მინდა?
იცი რა მინდა ჩემ გვერდით იყო მაგრად გყავდე გულში ჩაკრული და ლამაზ სიტყვებს მეუბნებოდე...შენ ხომ გიყვარდა ჩემი სიცილი,ჩემი კოცნა და ჩემი გაბრაზებაც კი და ხშირად მაბრაზებდი ხოლმე...
იცი რა მინდა ისევ გიყვარდე და ბედნიერები ვიყოთ ერთად... უშენოდ გატარებული ყოველი წუთი საუკუნედ მეჩვენება...
იცი რა მინდა შენთან ერთად სადღაც გადავიკარგო,ოღონდ შენ იყო ჩემ გვერდით და სხვაზე არაფერზე აღარ ვიფიქრებ, შენ ხარ ჩემი ოცნებაც,ჩემი ტანჯვას და დიდი სიყვარული რომელიც არასოდეს არ ამიხდება ....
მაგრამ მე მჯერა რომ შენ ლამაზი ცხოვრებით იცხოვრებ და ბედნიერი იქნები მერე რა მოხდა რომ შენ გვერდით ვერ ვიქნები, მე რომ დავიტანჯო შენ კი ბედნიერი იყო…


25.10.2010

”თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა და მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთი ციცქნა ნაგლეჯს, ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას, რასაც ვამბობ.
დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას.
ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. მესმის რომ თითოეულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ, როდესაც ყველას ეძინებოდა. მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს!
თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არამარტო ჩემს სხეულს,…


ნელი ნაბიჯით გზას მივუყვებოდი ჩუმად,თითქოს ისეთი შეგრდძნება მქონდა, ვიღაც უნდა მენახა. გვერძე შემთხვევით გავიხედე და უცებ სკამზე მჯდარი მომტირალი ქერა გოგონა დავინახე. რატომღაც მასთან მისვლა და მისი მწუხარების მიზეზის გაგება მომინდა მივედი კიდეც. ჩუმად მივუჯექი გვერდით, გოგომ თითქოს არც კი შეიმჩნია ჩემი იქ მისვლა და ტირილი განაგრდძო. ფრთხილად შევეკითხე: რა გჭირს? რატომ ტირი? მან მიპასუხა:
-ეს მონატრების ცრემლებია.
-ვინ გენატრება?
-ის ვინც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.
-კარგი რა ნუ დარდობ დაბრუნდება!
-არა! ვეღარ დაბრუნდება, იქ ვინც მიდის უკან ვეღარ ბრუნდება. ტირილს უმატა.
კი მაგრამ სად არის წასული და მარტო რატომ დაგტოვა? შენ თუ ასე გიყვარს ოდნავაც არ სცემს შენ სიყვარულს ის პატივს?
-ის ჩემს სიყვარულს ყოველთვის პატივს სცემდა,…


08.10.2017


სევდის ტბაში დაცურავდა, მწუხარების გედი

ნაღვლიანი მზერა ჰქონდა, დარდიანი ბედი

სწვავდა შორი მოგონება და ოცნება მალი

უშორესი მონატრებით გედი იყო მთვრალი.

ტბა ბურუსით მოცულიყო, გედის გული ნისლით

ვერც სიღრმეში მშვიდდებოდა, ვერც ნაპირზე მისვლით...

ჩანდა გზები მოფენილი ვარდითა და ეკლით.

გედმა ეკლის გზა ირჩია, არ გათელა ვარდი

და ამ გზაზე ეკალივით, ესობოდა დარდი.

საკვირველი იყო გედი, როცა ამდენს ძლებდა

იმ გედს ერქვა სიყვარული, და შენ დაგეძებდა


მე ადრეც მჯეროდა და ახლაც მჯერა!
-რისი?
-სიყვარულის...
-ოოხ...
-რა იყო?
-სიყვარული არ არსებობს!!!
-რატომ ამბობ მაგას?
-იმიტომ რომ ეგრეა...
-არა!
-მაშინ მითხარი: რა არის სიყვარული? როგორია სიყვარული? რა ფერია?
-ფერი?... ფერი?...
-ხო,ფერი! რა ფერია?
-არ ვიცი... ვარდისფერია
-რატომ ვარდისფერი?
-ვარდისფერი ნაზი ფერია და რომ შეხედავ მაგ ფერს, რაგაც გიხარია, ბედნიერი ხარ.
-რა გიხარია?

-სიცოცხლე...
-და სიყვარული?..სიყვარული როგორია?
-უკვდავია.
-არაა უკვდავი.
-ნამდვილი სიყვარული უკვდავია.
-როცა შენ გიყვარს, შენ ფიქრობ რომ ნამდვილია. თუ არა შენი სიყვარული?
-ჩემი სიყვარული ნამდვილია.
-იმისი?
-იმისიც.
-რატომ ფიქრობ მასე? გიკითხავს მისთვის?
-არა!
-აბა რა იცი?
-ვგრძნობ.
-ეგ როგორ?
-თვალებსჰი ჩახედე ადმიანს და დაინახავ!
-სიყვარული თვალებში ჩანს?
-ხო...
-იმან რომ ჩაგხედოს თვალებში და გითხრას: არ მიყვარხარო!... მერეც იტყვი, რომ სიყვარული უკვდავია?..
-...............
-რატომ გაჩუმდი? ჩაფიქრდი?
-ხო,წარმოვიდგინე და... გული მეტკინა...
-რატომ?
-მერე არავინ მეყვარება?
-არ ვიცი!
-მე ის მეყვარება... ან არ მეყვარება...
-ხო და... ეს იმას ნიშნავს, რომ სიყვარული…


- გინდა მძღოლი გავაგიჟოთ? - ჩასჩურჩულა გიომ ანუკის.
- როგორ?
- ჩშშ.. ოღონდ არ დაიბნე და ამყევი.
- კაი.
გიომ თვალი ჩაუკრა, მერე სერიოზული სახე მიიღო და ხმამაღლა, მძღოლის გასაგონად თქვა:
- ანუკი, მისმინე, რაღაც უნდა გითხრა...
- რა იყო?
- არ ვიცი როგორ გამიგებ, შეიძლება ცუდად გამიგო, მაგრამ ესე გადავწყვიტე...
- მითხარი.
- უკვე ერთ წელზე მეტია ერთად ვართ და...
- და?
- ცოლად უნდა გამომყვე.
- რაა?!
- უნდა მოგიტაცო.
- გაგიჟდი??!
- არა, სერიოზულად გეუბნები! ახლავე, ამ ტაქსით!
ანუკიმ სიცილი ვეღარ შეიკავა და თავი ჩაღუნა. მძღოლი გაოცებული ისმენდა ამათ ლაპარაკს, თან სარკეში იყურებოდა დაბნეული თვალებით. გიო უცებ…


← previous 1 2 3 4 next
Blog
Blogs are being updated every 5 minutes