შენთან მინდა ...
35, Tbilisi, Georgia

შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა
შენი სიცოცხლისთვის_თუნდ სიკვდილი მინდა
შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა
შენი წყაროს წყალი შენი ხელით მინდა.

ჩემი არ მეყოფა_სხვისი წილი მინდა
სხვა დაბადების დღე_სხვა ქორწილი მინდა,

შენი საიდუმლოს ყველა ღილი მინდა
შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა.
მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა
შენ რომ უნდა მოგკლას ის სიკვდილი მინდა.
შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა

ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა.
შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა

შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა
შენთვის ,,რენო'' მინდა, შენთვის ,,ზილი'' მინდა
შენი შემოხედვა_კმაყოფილი მინდა.

მთელი საქართველო ასე ზრდილი მინდა
შენად დასახსნელად ავთანდილი მინდა...

შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა.

23 views
 
Comments
IFFY 19.05.2009

რატომ სხვა ვერაფერი შეამცნიე საინტერესო? *LOL* *LOL* *LOL*

IFFY 19.05.2009

კი, გეთანხმები ელინა, მაგრამ, როცა ამას რეალურად განიცდი, ყვირილი გინდა... :-@ :-@ :-@

elina 19.05.2009

ნამეტანი ხმამაღლაა დაწერილი!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes