IFFY's blog

IFFY
35, Tbilisi, Georgia

დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...
მე ვარ...როგორ გითხრა?-არანორმალური

ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,

ცხოვრებით ვთამაშობ!
არ ვიგრძნობ სინანულს,

გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა, გავიყარეთ უხმოდ და უსიტყვოდ.
..............................
დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური
და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...
და მე, მთავარ როლში...
..........................
არანორმალური სევდა მომერია!


როცა გავაცნობიერე საკუთარი განცდა ის უკვე დავკარგე... და უშედეგოდ დაეძებენ ჩემი თვალები... მენატრები... :S


ლამაზად წერა არ მეხერხება, მიუხედავად იმისა რომ ბავშვობიდან ვჭიდაობთ მე და კალამი ვერ მიმიჩვია, ვერ მიმითვისა...
ბოლოს რომ რაღაც ჩანაწერი გავაკეთე მთელი ცხოვრება დამჭირდა... შატილში საცალფეხო ხიდზე ვიდექი და ვგრძნობდი როგორ მიმაქანებდა ქარი უსასრულობაში ჩემი ხიდიანად, რომელზეც ვიდექი, არაგვიანად, რომელიც არხეინად მოიტალღებოდა ფეხებთან, იმ ხიანად რომელიც ჩემს აშლილ თმას უერთებდა თავის ტოტებს... მერე შებინდებისას ნელა რომ აიკრიბა სინათლე ოთახიდან დათვის ტყავზე გავშალე ფურცელი... სანთლის შუქი... ხის სახლის სუნი და კიდევ რაღაცის... თითქოს მთის, ქმნიდა განწყობას რომ მეწერა... და მაინც არ გამოვიდა ისეთი რომ შემენახა. ან იქნებ შევინახე კიდევაც, მოვძებნი...
არადა სულ სხვა რამე მინდოდა დამეწერა. (მაგრამ ეხლა... არა თითები…


2005 წელი. 20 აგვისტო (ფშავი)


დაგპირდებით, რომ გულახდილი ვიქნები, მაგრამ მიუკერძოებლობის პირობას კი ვერ მოგცემთ!...
გოეთე



ღამეა... თეთრად აფეთქებულ დედამიწას დამცინავი ღიმილით მომზირალი მთვარე ოდნავ ანათებს. ჩაფიქრებული ვარსკვლავები გზააბნეული ბოშებივით ბჟუტურებენ ცაზე, ისიც აქა-იქ თუ გამოანათებს და ისევ მიიბნიდება...

ხმაურიანი დღისაგან დაღლილი ქუჩაში, სახლიდან გამოგდებული ძაღლივით დავეხეტები და ვცდილობ ჩემ თავთან გავარკვიო, რატომ არის ამხელა განსხვავება დღესა და ღამეს შორის... იქნებ მხოლოდ ბუნების შედევრია... ან იქნებ სიკეთისა და ბოროტის თვალსაჩინო გამოხატულებაა...

-ვინ იცის, ვინ იცის... ეჰ, ნეტავ შემეძლოს მთვარესთან ლაპარაკი...

ახალი წლის დადგომას წუთებიღა უკლია... იწყება ახალი დრო, ახალი შეგრძნებებით დატვრითული... მერედა როგორი სიხარულით, ბათქით ხვდებიან?! თითქოს სინათლის ნაპერწკალი მოჰქონდეს მათთვის. თუმცა ისიც საკითხავია რა იყო და რა იქნება... როცა დაბერებულ კაცობრიობას აღარაფრის შნო აღარ აქვს, მეტი რაღა დარჩენია…


ზოგჯერ გინდება წაშალო მოგონებები, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ძალიან გენატრება..
ზოგჯერ გიჩნდება შიში, გაიგო ის ინტონაცია და ხმა, როგორითაც იტყვიან შენს სახელს..
მოგიხსენიებენ მესამე პირში..
მოგიხსენიებს ის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ შენობით ელაპარაკებოდი..
ელაპარაკებოდი და უსმენდი, როგორ გიყვებოდა სხვაზე, ის სხვა იყო ის..
და უცბად გრძნობ, რომ შენც გახდები უბრალოდ "ის"..
და შენზეც უემოციოდ მოისმენენ ამბებს..
შენ თავთან რჩები მარტო, და ზოგჯერ გინდება, უბრალოდ გაქრე..
გაქრე და წაიყოლო ყველა მოგონება..
ამოჭრა შენი ცხოვრება, სხვა ადამიანების მეხსიერებიდან..
როგორც "ფირიდან ჭრიდნენ, ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს.."
ყველაზე ცუდი, კი ისაა, რომ ხშირად ვერ არჩევ მოგონების მონატრებასა და რეალობას..
მე მინდა, გავარკვიო..
ვეღარ ვბრაზდები და ჩემს თავს ვუბრაზდები მხოლოდ..
დავკარგე ბევრი ემოცია.. ვთმობ ყველაფერს რაც შემიძლია…


გიყვარდეს, ნებდებოდე, და ბრალი გედებოდეს...


გული შენს სიყვარულს სახავს,
სანამ ნაფეხურებს წაშლის...
ვიცი, მიმატოვებ, წახვალ...
მე კი, სიმარტოვე დამღლის...

ეს დღე, დღეს იქნება, ან ხვალ,
ვიცი მოიგონებ ამ წელს...
მაინც, მიმატოვებ, წახვალ...
მე კი, ტკივილებზე დავწერ...

სევდას მოგონება ახლავს,
სევდა, ეშმაკივით მაცდენს...
ვიცი, მიმატოვებ, წახვალ...
ვიცი, ვერ გაუძლებ ამდენს...

ზეცას ვეფერები ახლა,
შენი მოგონება მაწვიმს...
სანამ, მიმატოვებ, წახვალ...
სანამ, მოფერებას მაცლის...

მაინც, მოგონებას ვანდობ...
შენი მონატრების წადილს,
ვიცი, შემეშალა, პარდონ...
ჰოდა, მიმატოვე წადი...

(ზვიად კეჭაყმაძე)


← previous 1 2 3 next
Blog
Blogs are being updated every 5 minutes