18.07.2009
იები
35, Tbilisi, Georgia

      ტყეში შესვლისთანავე სიგრილემ დაუარა ტანში. მზე უძლურია აშოლტილი ხეების ტევრის ქვეშ. აქ ამ დროს ყოველთვის ასეთი სუნია, შემოდგომით ჩამოცვენილი ზამთარგამოვლილი ნესტიანი ფოთლების თუ ოდნავ აფუებული ტყის მიწის...
რამდენჯერ უთქვამთ მისთვის ტყეში მარტო შესვლა სახიფათოაო. ჯერ კიდევ ზამთარგადავლილი, მშიერი ცხოველები დაძუნძულებენ ტყის სიღრმეში და მოთმინებით ელოდებიან დაღამებას. ხმელი ტოტის ოდნავი ტკაცუნიც კი აკრთობს მის არსებას. დაძაბული მიჰყვება ცხენებზე მიბმული მორების თრევით გაკვალულ ბილიკს. ნელ-ნელა ვიწროვდება, ბოლოს მთლიანად ქრება. უკვე ღრმად შემოვიდა, აქედან სოფლის ჩქამიც არ ისმის, მხოლოდ ჩიტების სასიამოვნო ჟღუილი არღვევს მყუდროებას. უკვე ახლოს არის ის ადგილი, რომლისკენაც ასეთი მონდომებით მოიწევს. ხევში ჩავიდა, სველი ტყის მიწის გორას სვენებით აუყვა და წინ ხეების ტევრში ჩამალული პაწია ველი გადაეშალა. ამ დროს ყოველთვის აქ მოდის ხოლმე. ასეთი მუქი იები სხვაგან არსად იზრდება. თვალები სიხარულით აუკიაფდა, როცა იებით მოფენილ ველს თვალი მოავლო.

მზეს უკვე გაესწორებინა სხივები დედამიწის გულისთვის.

`8 მარტს გილოცავ დე” _ პატარა გოგომ იების თაიგული გაუწოდა დედას. ქალს ცრემლი ჩამოუგორდა ღაწვებზე და ახლად ამოფუებულ მიწას დაეცა. უცებ შეილღო, შეიწოვა...

8 views
 
Comments
IFFY 17.11.2009

ეს ჩანაწერი ჩემი ბავშვობის მოგონებების ამოძახილია.

Blog
Blogs are being updated every 5 minutes