იმედი მომავლისა
35, Tbilisi, Georgia

ღამეა... თეთრად აფეთქებულ დედამიწას დამცინავი ღიმილით მომზირალი მთვარე ოდნავ ანათებს. ჩაფიქრებული ვარსკვლავები გზააბნეული ბოშებივით ბჟუტურებენ ცაზე, ისიც აქა-იქ თუ გამოანათებს და ისევ მიიბნიდება...

ხმაურიანი დღისაგან დაღლილი ქუჩაში, სახლიდან გამოგდებული ძაღლივით დავეხეტები და ვცდილობ ჩემ თავთან გავარკვიო, რატომ არის ამხელა განსხვავება დღესა და ღამეს შორის... იქნებ მხოლოდ ბუნების შედევრია... ან იქნებ სიკეთისა და ბოროტის თვალსაჩინო გამოხატულებაა...

-ვინ იცის, ვინ იცის... ეჰ, ნეტავ შემეძლოს მთვარესთან ლაპარაკი...

ახალი წლის დადგომას წუთებიღა უკლია... იწყება ახალი დრო, ახალი შეგრძნებებით დატვრითული... მერედა როგორი სიხარულით, ბათქით ხვდებიან?! თითქოს სინათლის ნაპერწკალი მოჰქონდეს მათთვის. თუმცა ისიც საკითხავია რა იყო და რა იქნება... როცა დაბერებულ კაცობრიობას აღარაფრის შნო აღარ აქვს, მეტი რაღა დარჩენია თუ არა მომავლის იმედად არსებობა... ჰოდა ცხოვრობენ ასე წლიდან წლამდე, სანამ იმედად ქცეული ახალი წელი არ შემიჭრება ბათქით, ზეიმით... მერე კი ისე მიდის ქვეყნის ვალს აქვე ტოვებს... და კვლავ იმედი... სისულელეა... აი, აზრებიი... ზარები, ზარები... ზარებიც...

ხელი ჩამომართვი ახალო წელო, დატვირთულო სიხარულით. მომავლის იმედო, აბა შენ იცი რით გაგვახარებ კვლავ, რით დაგვამწუხრებ, რამდენს დაბადებ და ისე მტვრად აქცევ... გილოცავთ ხალხო, გილოცავთ ამ მშვენიერ წამს... ეს თქვენი დროა პოეტებო... ამღერდით მთებო, შემოჰკარით დაფდაფებს... დავიწყოთ ლხინი... ამაღამ დარდისთვის სადა გვცალია. გაბრწყინდი მთვარევ, გაიხარე და ჩვენც გაგვახარე შენი სინათლით, გაიზიარე ჩვენი ლხინი და მერე... მერე რა?!.. ვითომ ჯერ არ გაუცრუებია ხალხის გულები საათის ისრებზე ნაწილ-ნაწილ აკრეფილ წლებს...

მაგრამ იმედი?.. ის ხომ ჯერ კიდევ ცოცხლობს... ჯერ არ დაბერებულა... იცოცხლე სულო ჩემო, იცოცხლე მომავლის იმედით და არასოდეს აეკინძო საათის ისრებს...

01.01.2002 IFFY

13 views
 
Comments
maker 09.01.2011

kargia, magram ufro kargia is emociebi roca sheni dawerilit tkbebodi.. ,,sad viyavi am dros me... me xom aseti gancdebi mixdian bednier wamebs.."

IFFY IFFY 18.11.2015

ამდენი წლის მერე უფრო ზუსტად აღსაქმელი გახდა შენი კომენტარი :)

BUK100 30.07.2010

kargiaa kargiii *THUMBS UP* *THUMBS UP*

IFFY IFFY 30.07.2010

madlobaaa... :))

Blog
Blogs are being updated every 5 minutes