ყვავილი, ყვავილთან ჰყვავის!
35, Tbilisi, Georgia

დაგპირდებით, რომ გულახდილი ვიქნები, მაგრამ მიუკერძოებლობის პირობას კი ვერ მოგცემთ!...
გოეთე

ყვავილი, ყვავილთან ჰყვავის!

სიტყვები: ოჯახი, დროშა, ჭეშმარიტება... ერთი და იგივე მნიშვნელობით იხმარება და ერთნაირად გამოითქმება თურმე ქართულსა და სომხურ ენაში!

ზოგჯერ კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანს გავს, ჩაათავებ და იტყვი: ნეტა არ წამეკითხა!

თურმე დროსა ჰყავს ნაცნობები და არა ჩვენ!

გაუმარჯოს ქვეყნად ყველაფერს პირველს!

მაწანწალა ძაღლი რომ ვიყო, მეც სწორედ ასე მოვიქცეოდი. მეც ავყეფდებოდი შუაღამისას, რომ ხალხისთვის ძილი დამებრთხო!

სჯობს ერთხელ აინთო და დაიფერფლო, ვიდრე მთელი ცხოვრება კვამლი გახჩობდეს!

ქალი თავს მოიკლავდა, რომ ბუნებას ისეთი შეექმნა, როგორადაც მოდა ქმნის!

ბევრს სწორედ მაშინ აგინდება თავისი პატიოსნება, როცა მას შეეხებიან!

სიცოცხლე უსიყვარულოს ცუდი სიზმარია!

ძუნწს ერთი ნატვრა აქვს: სურს, რომ თავისი მემკვიდრე თვითონვე იყოს!

"ჰო" იმისთანა სიტყვაა, რომელსაც თვალები უფრო უკეთესად ამბობენ ვიდრე ენა!

ჭკვიანია ის, ვინც კაი დროზე მოვა... უფრო ჭკვიანია ის, ვინც კაი დროზე წავა!

არიან ისეთი სიტყვებიც, რომელნიც გამოთქმისაგან შეიბღალებიან ხოლმე!

არავინ ისე მამაცურად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი!

ადამიანებს სიზარმაცით მოსდით, ერთმანეთს რომ ერთი შემთხვევით ახარისხებენ და ვერაფერს პოულობენ საერთოს!

კაცმა ციხეშიც შეიძლება იცხოვროს დიდი ცხოვრებით!

რასაც მიცვალებულს მიუტევებენ ხოლმე, იმას ცოცხალს არ აპატიებენ არასოდეს!

არავინ ისე არ იტანჯება მატერიის ქაოსის შემყურე, როგორც ხელოვანი ამქვეყნად!

ვინც შეგირდი არ ყოფილა ვერასოდეს გახდება ოსტატი!

ხალხს სამი რამე უნდა ასწავლოს ერის წინამდგომმა: შიმშილი, ლოცვა და შრომა!

ყველაფერი იმისთვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს!

შორეული მუდამ უფრო სანუკველია, ვიდრე მახლობელი. ის, რაც ხელზე ახლოა, მუდამ მოსაწყენია თურმე!

ყოველი საგანი მაშინ იწყებს წაქცევას, როცა იგი წონასწორობას დაკარგავს!

დაღამდა, მაგრამ არ ვიცი რას ვიქმოდი, რომ არა მქონდეს იმედი კვლავ გათენებისა. სიცოცხლე სიცოცხლედღა ეღირებოდა? მიყვარს, ბუნებავ, შენი დაწყობილობა, რომლის მეოხებითაც ყოველი ღამე თენდება ხოლმე!

ვაი, რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ!

პირველი სისხლი უბოროტო ქვეყანაზე კაცმა კაცისა დაანთხიაო!

მარტო პირუტყვი იყურება დაბლა, კაცმა კი მაღლა ცას უნდა უყუროს!

სიტყვა ხომ არაფერია და კაცს არაფრად უღირს, მაგრამ რამდენი კაცია ქვეყანაზედ მოძმისათვის ისიც არ ემეტება!

ქვეყანა ძნელი შესაფერი ყოფილა!

მტერსაც პატიება უნდაო, მაგრამ მაგას მარტო ენა მაბობს... სულ ტყუილია, ადამიანს მტერი მაინც არასოდეს არ შეჰყვარებია!

7 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes