salloo's blog

salloo
29, Tbilisi, Georgia

შენ იმ ღამეს
მოკლე კაბა გეცვა,
უცხო იყო, -
იასამნისფერი...
საბანივით
წავიფარეთ ზეცა
და სუსტ მხრებზე
შემოგხვიე ხელი.

მნებდებოდი
და ხელახლა გსურდა
გაქცევა და
დანებება ისევ...
მერე მიწას
მკერდი გაუხურდა,
მთვარის იქით
დაეძებდა ნისლებს.

ბინდისფერი
გამხდარიყო თეთრი,
ორ სულობდა
აჩეჩილი თივა.
ღამე იყო
განაბული მდედრი,
გათენდა და
გაგვაღვიძა წვიმამ...

შიშველ მკერდზე
ჩამოცურდა წვეთი,
მზის სხივს ვგავდით
სველი თივის
ქოხთან...
იყო რაღაც
სიყვარულზე მეტი


"ნამცეც–ნამცეც ვეძებ სიხარულს, ვაგროვებ და ვხარობ...
ნამცეც–ნამცეც ვეძებ იმედს, ვაგროვებ და ველოდები...
ნამცეც–ნამცეც ვეძებ ღიმილს ადამიანების სახეზე და გულში, ვაგროვებ და დღეს ვილამაზებ...
ნამცეც–ნამცეც ვეძებ სიკეთეს, ვაგროვებ და ვწირავ უფალს...
ნამცეც–ნამცეც ვეძებ კაცთა შორის სათნოებას, ვაგროვებ და ძალას ვიმატებ...
ნამცეც–ნამცეც ვაგროვებ, ამ ყველაფერს ერთად, ვაგროვებ და მინდა ბედნიერი ვიყო...
ნუ გეწყინება ჩემი ბედნიერება, მომეცი უფლება მიხაროდეს, ასე წვალებით ნამცეცებისაგან აგებული ოცნების კოშკის ცქერა, ნუ დამინგრევ მას..
ნუ წამართმევ ღიმილს ბაგეზე და სიხარულს გულში, მე შენი მოკეთე ვარ, შენიანი, შენი გულ–შემატკივარი, შენი სისხლისა და ხორცის, ჯიშის და მოდგმის...
მომეცი უფლება მიყვარდე...
მომეცი უფლება მიხაროდეს დილის გათენება...
მომეცი უფლება მოგხვიო ხელი და გითხრა, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს... ნუ მაქვეც ზურგს, მე შენიანი ვარ,…


ცოდვაა ქართველი ქალი,რადგან მამაკაცები ტირანები ხართ,სულ ერთია – მამა იქნებით ,საქმრო თუ ქმარი.თქვენ არ იცით,რა მოითხოვოთ ქალისგან. თუ თავისუფალი ქცევა გამოიჩინა,კახპააო იტყვით,თუ თავი შეიკავა,პურიტანიაო… თქვენ უკიდურესი ევროპელის და აზიელის კაპრიზები ერთმანეთში გაქვთ არეული.როცა ქალი საყვარლად გინდათ,მისგან თავისუფალ ქცევას მოითხოვთ,როცა ცოლად გაიხდით,მერე აზიურ კარჩაკეტილობას”.


მაღალი წრის ხალხს დილაობით მტანჯველი კითხვა- დღეს რა ვჭამო? - არასოდეს აწუხებს; ხოლო როცა ნაფიცი მსაჯულის როლს მოირგებენ, ამაყად სჯიან ადამიანს, რომელმაც ვერცხლის დანა-ჩანგალი მხოლოდ იმიტომ მოიპარა , რომ შიმშილით სული სძვრებოდა.


დე, თოჯინას ტკივა?

- რა თქმა უნდა?! ის ხომ შენი შვილია?! მოვლა და მოფერება უნდა!
- დე, ხეებს? ყვავილებს?
- ისინიც ცოცხლებია, ჩემო სიხარულო! ნახე, ხეს რომ კანი გაუჭრა, როგორ ტირის, ან ყვავილს რომ წყვეტ, როგორი წვეთი ჩნება?! ეს მისი ცრემლია!..
- დე, მე როგორ გავჩნდი?
- ტყის პირას, აუარება იებში გიპოვე, პაწაწინა.
- დე, სიკვდილი რაა?
- ამქვეყნიური ტკივილების მონატრება...
- დე, შენ მოკვდები?
- ოდესმე. მაგრამ არ იდარდო! მე შენთან ყვავილად, ან ჩიტად დავბრუნდები!
- მე გიცნობ?
- კი, აუცილებლად! განიშნებ! ხელად მიხვდები!

ჩემი ბავშვობისდროინდელი საუბრები მახსენდება დედასთან და მეღიმება...
ფანჯარაზე კაკუნი... ნიბლია მოფრენილა, თავი მოუღერებია, ნისკარტს მინას ურტყამს და მიყურებს...

- შენი სულის ჭირიმე, დე! გიცანი...

ცრემლი თავისით ჩამოგორდა...


"თქვენ რომ შეხვედროდით ორსულ ქალს, რომელსაც უკვე 8 შვილი ჰყავს, რომელთაგააც სამი ყრუა, ორი-ბრმა, ერთი-გონებრივად ჩამორჩენილი, ხოლო თავად ქალი დაავადებულია სიფილისით, ურჩევდით მას აბორტის გაკეთებას?
სანამ ამ კითხვაზე გასცემთ პასუხს, წაიკითხეთ კიდევ ერთი...
უნდა აირჩიოთ ახალი მსოფლიო ლიდერი, თქვენი ხმა გადამწყვეტია. აი ინფორმაცია კანდიდატების შესახებ:
კანდიდატი №1: ურთიერთობა აქვს არაკეთილსინდისიერ პოლიტიკოსებთან, რჩევებს იღებს ასტროლოგებისგან, ჰყავს ორი ცოლი, სიგარას ეწევა შეუჩერებლად და ყოველდღიურად სვამს 8-10 ბოკალ მარტინის;
კანდიდატი №2: ორჯერ იქნა თანამდებობიდან მოხსნილი, ძინავს შუადღემდე, კოლეჯში სწავლისას ეტანებოდა ოპიუმს, სვამს დაახლოებით ერთ ლიტრ ვისკის ყოველდღიურად;
კანდიდატი №3: მოპოვებული აქვს საბრძოლო ჯილდოები, ვეგეტარიანელია, არ ეწევა, იშვიათად სვამს ლუდს და არასდროს უღალატია ცოლისთვის.
ვის აირჩევდით ამ სამიდან თქვენ?
1 კანდიდატი:…


ერთი-ორი სიტყვით მინდა დღევანდელ დღეს შევეხო... ალბათ ბევრი დამერწმუნებით რომ დღევანდელი დღე ემოციურად ძალიან დატვირთული იყო. მითუმეტეს იმ კადრების გავრცელების შემდეგ, რომელშიც მამაოები მათთვის შეუფერებლად იქცევიან.. ყველა ადამიანს გააჩნია იმის უფლება რომ თავისი პოზიცია გამოხატოს ეს როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს საზოგადოებისთვის.. მართალია ამ აქციას არანაირად არ ვამართლება თუმცა ესეთი საქციელით ვერაფერს მივაღწევთ.. ადამიანი რომელიც მოყვასის სიყვარულს უნდა ქადაგებდეს გინებით მიგვიძღვება წინ და ეს მიუღებლად მიმაჩნიაა... რამდენი ადამიანის სისხლში უნდა გასვაროთ ხელი რომ პიდარასტობა მოსპოთ? ღმერთი მოყვასის სიყვარულისკენ მოგვიწოდებს და არა მათი განსხვავებული აზრის გამო მათი დახოცვისკენ. და ბოლოს მგონი შეიძლებოდა ასეთი დაპირიპირების თავიდან აცილება...

P.S ამით არავის გაღიზიანება არ მიფიქრია..…


- მეგობრები?

რამდენიც გენებოთ.. რომელი გინდათ? ყალბი ემოციით, თუ მოღალატე სულით?.. არჩევანი დიდია..

პატივისცემა? ვისი..? ადამიანის?
თქვენ ალბათ ხუმრობთ...

სამართლიანობა?.­. კარგა ხანია არ შემხვედრია. თუ შეგხვდებათ გადაეცით, აქეთაც გამოიხედოს.

სიტყვები? გრძნობები ? ... -ფუჭი.. არარეალური.. გადათელილი.. მიფუჩეჩებული.. მივიწყებული.. მითითებული..


სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.
არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,
საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,
ერთი უცხოელი ტურისტივით,
თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,
ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.
უკან ურდოები მომყვებიან
და მიტოვებული მეფეები,
როცა ყველაფერი წესრიგშია,
როცა ყოჩივარდებს ეფერები.
სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ,
ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს:
მთელი უშენობის მფლობელი ვარ,
დიდი დანაკარგის მესაკუთრე.


10.05.2013

ვიცი არასდროს წაიკითხავ
და მაინც გიწერ...
დღეს უშენობის ფერი ადევს
დილიდან ზეცას.
წახვალ
... და მაინც
გამიმეტებ სიმარტოვისთვის,
რომ მერე
ჩემი უსასრულო
ლოდინი გერქვას


Blog
Blogs are being updated every 5 minutes