IFFY's blog

IFFY
35, Tbilisi, Georgia

ხანდახან დგება მომენტი... რა მომენტი არ ვიცი... უბრალოდ წამი, როცა ხვდები რომ დროა, რაღაც შეცვალო... 


შენ შეგიძლია ყოველ დილით წამოდგე არა
სიზმარშემხმარი საწოლიდან, არამედ მხოლოდ
შენი თავიდან, სხეულიდან, რომელსაც ფარავს
გაუხედნავი უძილობის უწყვეტი სოლო.

შენ შეგიძლია უახლოეს გაჩერებაზე
რომ მიატოვო შენი თავი და შორს წახვიდე?
შემოისხურო შენი სიტყვა, როგორც ემბაზი
და გამოხვიდე სხეულიდან, როგორც სახლიდან.


არა, ჩემი შვილი არ იქნება ის ბავშვი მომაკვდავ კატას კუდით რომ მიათრევდა და თვალებში აუწერელი სიხარული ედგა.შვლის ნუკრის ნაამბობის წაკითხვის შემდეგ იგი არ შეჭამს გოგლი-მოგლს და მიხარია ცოტას რომ მოიწყენს.... მან აუცილებლად უნდა მკითხოს ... და რა თქმა უნდა თავის დროზე, ორი გრძნეული სახელი, ილია და გალაკტიონი, რათა იცოდეს თუ როგორ იცხოვროს და თუ როგორ მოკვდეს.....მას არ მოუნდება სხვა უფრო დიდ ლამაზ სახლში ცხოვრება, რადგან კედელზე გაკრული ექნება ,ჟურნალებიდან ამოჭრილი მაიაკოვსკი და ლილი ბრიკი თეთრ სარაფანში, სასთუმალთან კი ფუნთუშებიანი თეფშის ნაცვლად, დონ კი ხოტი და მობი დიკი....
ბავშვს ფერმკრთალი ლოყები ექნება და არ გამოდგება სასკოლო ინსცენირებისათვის ვაშლი და შაქარა....ღამე ყინწვისის ანგელოზი დაესიზმრება.............. და თუ სამშობლო არ შეუგინეს, არ ეცოდინება, რომ სისხლი წითელია...........


სადღაც დუმს მთები, სადღაც ნისლია,
ვერ გადვურჩები სულის წვალებას.
მე რომ გაფრენა არ შემიძლია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
სადღაც დუმს დილა, სადღაც ძილია,
გზა გაიარეს სადღაც ქალებმა,
ჩემი სხეული რომ დაღლილია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,
და უცბად ზეცა ნახეს თვალებმა,
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან -
ეს უკვე ნიშნავს გ ა რ დ ა ც ვ ა ლ ე ბ ა ს.


previous 1 2 3 next →
Blog
Blogs are being updated every 5 minutes