IFFY's blog

IFFY
35, Tbilisi, Georgia

18.07.2009

      ტყეში შესვლისთანავე სიგრილემ დაუარა ტანში. მზე უძლურია აშოლტილი ხეების ტევრის ქვეშ. აქ ამ დროს ყოველთვის ასეთი სუნია, შემოდგომით ჩამოცვენილი ზამთარგამოვლილი ნესტიანი ფოთლების თუ ოდნავ აფუებული ტყის მიწის...


წუხელ მესიზმრე...და გამოაკლდა მონატრებას ერთი მისხალი...
ახლოს იყავი ჩემთან...იმდენად ახლოს,რომ ცხადი მეგონა...და დავმშვიდდი...
ისეთივე ღიმილიანი იყავი და ისეთივე მზრუნველი...
ნეტავ,ხშირად მესტუმრო ხოლმე სიზმარში,რომ სული დამიმშვიდო...
და მონატრებას რომ ჩამოაკლდეს ასე ხშირად თითო მისხალი,ამ დღეებს როგორმე გადავიტანდი....


 შენ წამართვი რწმენა
და მე გამოვიცნობ,
შენი ორი გამოწვდილი ხელიდან
რომელ მუჭში მოაქციე
ჩემი ბედნიერება...

მე წაგართმევ იმედს
და შენ გამოიცანი


ზურგშექცეული ვიდექი შენგან,
როცა თვალები კისრისმტვრევით
შენკენ მორბოდნენ...


გაგებუტები...
თოვლის ფიფქი როცა დამათოვს...
რაც უნდა მეთქვა,
დაე, ისევ დარჩეს უთქმელი...
აღარ მაქვს ძალა,
აღარც შენთან აღარ ვკამათობ...
შენ და სიცოცხლეს
ერთდროულად გაგებუტებით.


მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,

აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს.

მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს,

მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს.

მე იმდენად შევეჩვიე სევდას,

ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა.

მე იმდენად შევეჩვიე ღამეს,

ის სინათლე ვიცი გამაწამებს.


12.06.2009

ქუჩაში სამი საუბრობს ბიჭი..


შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა


 


ისევ გათენდა...
ჩამოდი ახლა ჩემი ქუთუთოებიდან და
დარჩი ჩემს სიზმრებში...
მე კი წავედი გაცვეთილ სამყაროში,
რომელსაც ცხოვრება ჰქვია.
ბალიშის ქვეშ გიტოვებ წერილს:
გთხოვ, დამელოდო, მარცხენა მხარეს,
სადაც დავტოვე წამოსვლისას ორი კურცხალი...

და მაპატიე, ვერ გაგიყოლებ,

მივდივარ, მაგრამ
დაგატარებ ყველა უჯრედით,


Blog
Blogs are being updated every 5 minutes