kroll's blog

kroll
32, Tbilisi, Georgia

სამშობლო ჩემი დაღვრილი ცრემლად
მას სიყვარულით უნდა შენება
სიკეთეს უნდა გარჯა და ოფლი
ბოროტება ხომ თავად შენდება

რატომღაც ერს ჭამს შური და ბოღმა
კერა გაცივდა დღეს ბევრ ოჯახში
ახლა ბოზობა ვაქციეთ კერპად
პიდარასტობა არის მოდაში

მომავლისკენაც მიჭირს გახედვა
ზოგჯერ დროებაც სულ მთლად მადუმებს
ოდეს დაღვრილა უმანკო სისხლი
დღეს კი შევცქერით გეი აღლუმებს

დღეს ისტორიას სისხლით გაჟღენთილს
ანგრევენ როგორც უმანკო ბუდეს
მართალი ბევრჯერ დაგმეს ახვრებმა
მედროვეებმა სიმართლეს უდეს

გაყიდულია ეს სილამაზეც
არ ვუფრთხილდებით სისხლით ნაშენებს
ქვეყანას კარგი არ უწერია
სანამ სატანა ისევ აშენებს


ბევრ ფულს სისხლის სუნი ასდის. სისხლით ხდება მისი მოპოვებაცა და დაცვაც, და როდესაც ყველა დაშვებული ილეთი ამოწურულია, საქმეში ერთვება ყველაზე ეფექტური იარაღი პროფესიონალი მკვლელი-ქილერი, რომელიც სასხლეტის დაშვებით წყვეტს ყველა მტკივნეულ საკითხს.


27.06.2010

,,მე არ ვარ ევა,
თუმცა ვარ ქალი,
შენს თვალში ალბათ ესეც ნაკლია...
გაჩენის დღიდან მაქვს შენი ვალი,
შენ ხომ ჩემს გამო ნეკნი გაკლია....
ხუმრობა იქით,შენ შეგიყვარდა,
მოცილებული შენს სხეულს ძვალი,
ყველა ნეკნს დათმობ,იმ ერთის გარდა
რომელსაც ღმერთმა უწოდა ქ ა ლ ი!


ახლა, როცა შორია
აფხაზეთის ომიდან,
აფხაზეთის ცა მოჩანს
კავკასიის ქედიდან.

დამესიზმრება,როცა გაგრა და განთიადი
შემომაწვება აფხაზური სიმღერის ლანდი.
ახლა როცა შორია, გაგრა თითქოს დარდია,
მაგრამ თითქოს გაგრასთან ის რაღაცა ბარდია.

ახლა, როცა შორია
აფხაზეთის ომიდან,
ზღვასთან მაინც ბინდია,
იქ ხომ კვლავაც ხიბლია.

დღეს კაეშანს თუ კი შეცვლის ღიმილი,
გულში დარდი მაინც არ გაილევა;
აფხაზეთზე ლექსია თუ სიმღერა
სულში კაეშანია...


20.03.2010

-ტუჩების ერთმანეთთან შეწებებისას სისხლში ხდება ენდორფინების დიდი რაოდენობით გადასროლა, ეს კი ის ჰორმონებია, რომელიც ამშვიდებს ნერვულ სისტემას და შესანიშნავი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაც არის. 


შენ გინდა რომ ეს საღამო დაწვა?
დაიფერფლოს თუნდაც სიონს მთვარე?
თუნდაც ბინდი გადაეკრას ზეცას..
თუნდაც მზეს მოაკლდეს სიმცხუნვარე,
მაინც ვიცი უკვდავია აზრი,
აზრი...სასიცოცხლო ვაზის,
გული სისხლით სავსე,
ფიქრი მესიაზე....
ვიცი, რომ ნათელის მიჯნას,
სასიბნელო არშიები შვენის,
ვიცი რომ დიდებულ ცოდნას,
ემუქრება ურწმუნობა ენის,
.........ეგეც ალბათ ნიავია დროის,
ეგეც ალბათ გადაივლის მალე,
სასიცოცხლო ჰიმნს აუგებ ძეგლებს,
და ამ რწმენის ძალით გავიხარებ,
.............................................................
ისევ სულის მარადიულ ჰანგებს,...ვესესხები
მუხლს მოუყრი.....ვერცხლად ქცეულ მთვარეს.
 


დადგება ზამთარი...
მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.
ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.
გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.
ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.
და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.
ჩემი კუბო იქნება სადა
და პროცესია უცრემლო.
მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.
ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.
ბალდახიანი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori!» არ შევეცოდები…


ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

იქ უხილავი მხარე მიცდიდა
და ნისლიანი უსაზღვრო სივრცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

იმ პლანეტებზე ფიქრი მიმძიმდა
და გაგიჟებას ველოდი ისევ.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.


მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ,
ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს.
ახლა თოვლივით ვილევი მზეზე
და მომდევს ქარი შორი აპრილის.

ყრუ მდუმარებას ყოველმხრივ ისვრის
შენი დღეები ამწვანებული.
მოვედი შენთან თბილისის ნისლით
და ღამეებით გაწვალებული.

ო, ლოცვით სული აქაც აივსო,
ისევ ავყევი დამღუპველ ვნებას.
და შენ სივრცეზე, მე, ქუთაისო,
ველი სხვანაირ დღის გათენებას.

ავალ კიბეზე და მე მივმართავ
ბაგრატის ტაძრის მაღალ ნანგრევებს,
რომ ჩემი სული ფერფლია მართლა,
რომ გული სევდას აქაც აგროვებს.

ღამდება ასე, დაეცა წვიმა,
და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი,
უამინდობამ…


დიდება დედას,
ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს,
ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია,
ვინც უსახელოდ დაბადებულს
თითო ბავშვს უძლურს
სამშობლოს უზრდის
რუსთაველად,
ვაჟად,
ილიად!

მე ვლოცავ იმ ქალს,
ვინც არ იცის,
რა არის შიში,
ვისი თვალებით
გვიქარწყლდება ეჭვი ყოველი,
ვინც სალოცავად საქართველო უბოძა პირმშოს,
მარჯვენა მისცა
აღემართა სვეტიცხოველი!

დიდება დედებს,
ვინც ცრემლებით
მიწა აავსო,
ძუძუ აწოვა
მკლავდაკუნთულ სამას არაგველს,
მადლობას ვუხდი
დიდ წინაპრებს,
შვილი სამასი
სამშობლო მიწის
ჭრილობებს რომ წამლად დაადეს.

მადლი…


Blog
Blogs are being updated every 5 minutes