kroll's blog

kroll
32, Tbilisi, Georgia

12.09.2009

სიდედრს დედას ნუ უძახი,
არ იყო და არ იქნება,
თუ სიდედრი დედა არის,
მაშინ ცოლი და იქნება
და ,,,,,,,,,,,,არ იქნება.

05.09.2009

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი, ნიკოლას ქეიჯი კავკასიაში აგვისტოს მოვლენებსა და რუსულ-ქართული კონფლიქტის შესახებ ფილმს გადაიღებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროექტი უკვე დაიწყო. ქეიჯი მის რეალიზებას ტელეკომპანია Stone Village Pictures-თან ერთად აპირებს. სურათის სამუშაო სახელწოდება “თავისუფლების მწარე წვეთია”. ნიკოლას ქეიჯი მხოლოდ ფილმის რეჟისორი არ იქნება, ის ფილმში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლს შეასრულებს. სურათის ბიუჯეტი დიდი არაა, ამიტომ სცენარში ბატალური სცენების მინიმალური რაოდენობაა გათვალისწინებული. ჟანრის მიხედვით ფილმი შეიძლება ფსიქოლოგიურ დრამად მივიჩნიოთ. Verfluchter Beobachter-თან ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ მსგავსი ფილმის შექმნის იდეა მას პრაქტიკულად ერთ თვეში გაუჩნდა. ”პოლიტიკოსის ტრაგედიის სიდიდით, რომელიც მკაცრი საბედისწერო არჩევნის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდა, შეძრწუნებული ვიყავი. პიროვნების მასშტაბი თავს სწორედ…

02.09.2009

შაირი და კაფია,
არის ჩემი მაფია,

ძლიერ დიდი ცენზია,
მთხოვეთ მე ლიცენზია,

გაზაფხულდა მაისია,
ვისაცა გაქვთ ხალისია,

აღარ გვინდა ომები.
გამიმკლავდით ლომები,

გელოდებით ძაან შმაგი,
ვიცი იქნება ანშლაგი.

გაიღვიძა ევროპამ და
გაიღვიძა აზიამ,
დედააააა, ჩვენი საქართველო ,
თურმე რა ლამაზია,

მოით აქით ვისაც გინდენ
მეიფხანოს ენები
გარააგდეთ ჩხუბის , დავის
საშინელი სენები.

გაზაფულდა , აყვავილდა,
ტყემალი და ატმები,
როდის გეიღვიძებენ,
შეერთებული შტატები.

აბა ჩქარა გელოდებით,
წვიმამ მინდორი დანამა,

21.08.2009

ჯვარედინ გზაზე ისმის:

- გასწორდი წელში; ასწიე მაღლა, ამაყათ თავი; მოიღერე კისერი; თავისუფლება მიეც გულ-მკერდს - ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი; ნუ ჩამოგიშვია ცხვირი; დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ სმენა გალობას, დასტკბი ვარდთა ჰნოსვით!

- მე მონა ვარ!..

- რა ვუყოთ! იბრძოლე! განთავისფულდები...

- მე სუსტი ვარ...

- თავისუფლები სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს...

- არ მაქვს იმედი...

- არაფერია, ბრძოლაში იმედიც იბადება.

- მეშინია უარესის...

- მონაბაზე უარესი რაღა იქნება?

- სიკვდილი... შიმშილი...

- მონა…

იდუმალი მეორე სახე

შუაღამისას, მარტოობის საშინელ ჟამად,
მეწვევა ჩემი იდუმალი მეორე სახე.
გამოუცნობი მღელვარებით ვდგავართ პირისპირ:
მშვიდი სიცოცხლე რა ამაოდ მე განვიზრახე.

თვალწინ მეშლება დღეთ წარსულთა მწუხარე რიგი
და უნაყოფო ჩემსა ბრძოლას მაგონებს იგი.

და მსურს მე ამ დროს, მსურს უსაზღვრო თავისუფლება,
რომ ჩემს მახლობლად არ სუფევდეს წამების ღმერთი,
მსურს არ დამსდევდეს იდუმალი სახე მხილების
და ვიყო ერთი, ყველგან, მუდამ მსურს ვიყო ერთი

20.08.2009

მართლები და მატყუარები
ძველად მეზღვაურებს ზღვაში გასვლის წინ, საზრიანობის შემოწმების მიზნით, შეკითხვებს აძლევდნენ. ერთ მეზღვაურს ასეთი ამოცანა შესთავაზეს: არის ორი კუნძული. ერთზე ცხოვრობენ მხოლოდ მართლები, მეორეზე კი - მხოლოდ მატყუარები. ეს კუნძულები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს და მათ მცხოვრებლებს სავაჭრო ურთიერთობა აქვთ დამყარებული. ამიტომ იმ კუნძულზე, სადაც მატყუარები ცხოვრობენ, შეიძლება შეხვდეთ მართლის მთქმელს და პირიქით, მართლის მთქმელების კუნძულზე შეიძლება შეხვდეთ მატყუარას. ამასთან, ცნობილია, რომ მატყუარა, რომელ კუნძულზეც არ უნდა იმყოფებოდეს, ყოველთვის იტყუება, მართლის მთქმელი კი ყველგან სიმართლეს ლაპარაკობს.

ვთქვათ, გემიდან მოჩანს ორივე კუნძული, მაგრამ არ ვიცით, რომელი კუნძულია მართლების და რომელი - მატყუარების. დაგავალეს, რომ უნდა მიადგეთ ერთ-ერთ…

19.08.2009

ბედნირება ეს ისეთი მდგომარეობაა, ძნელია მოუძებნო განსაზღვრება, ალბათ, უფრო ინდივიდუალურია..........

მე უსაზღვრო ბედნიერებას მანიჭებს როდესაც ჩემი ხელით ვქმნი რაღაც ახალს და შედეგს ვხედავ,
ბედნიერი ვარ, როდესაც სიამოვნებას ვანიჭებ ჩემთვის ძვირფას ხალხს და რაღაც კარგს ვაკეთებ მათთვის

ისე კი პაწია რაღაცეებსაც შეუძლიათ მომანიჭონ ბედნიერება...მაგალითად ზოგჯერ ისიც კმარა, რომ ცოცხალი ვარ, რომ რომ ჯანმრთელი ვარ და ვსუნთქავ და რაც მთავარია ჩემი ბნედნიერებისათვის კმარა, რომ ჩემები იყვნენ კარგად ...............

უღუბლო ზეცა და ღიმილიანი სახეებიი აი, რა არის ბედბნიერების საწინდარი .....

მთავარია "მესიანიზმის სენი" არ შეეყაროს.
პოსტკომუნისტურ საზოგადოებას ფსიკიკის ავტორიტარულ-კონფორმისტული წყობა ახასიათებს (იხილეთ: ფრომის "გაქცევა თავისუფლებისაგან"). ამგვარ საზოგადოებას ესაჭიროება კერპი ან იდეა. ერთიც და მეორეც არის გზა, რომლის საშუალებითაც ისინი (ამგვარი საზოგადოების წევრები) "ითქვიფებიან" კერპის ირგვლივ დარაზმულ მასებში და მასის განცდებით, აღქმებით, აზროვნებით იწყებენ ცხოვრებას...ამას ქვია გაქცევა თავისუფლებისაგან.
აი რატომ უჩოქებდნენ და ხელზე ჰკოცნიდნენ საქართველოს პრეზიდენტებს, ისტერიულად გაჰკიოდნენ მათ სახელებს, ხდებოდნენ "ვიღაცისტები" და ა.შ.
პრეზიდენტებიც ხიბლში ვარდებოდნენ და "მესიანიზმის სენით" ავადდებოდნენ.
ნებისმიერ მომავალ პრეზიდენტს დიდი გამოცდის გავლა მოუწევს და არავიტარი გარანტია არ არის რომ მასაც იგივე სენი შეეყრება.
ვინ იცის იქნებ სწორედ ამიტომ უმჯობესია საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა იყოს.

რენე დეკარტი, თავის "მეტაფიზიკურ განაზრებებში" ასეთ კითხვას სვამს (პერიფრაზს ვაკეთებ): არის თუ არა რეალობა ის, რასაც მე ჩემი გრძნობის ორგანოებით ვიღებ? ხომ არ მატყუებენ ისინი? და მაგალითც მოჰყავს - აი ვზივარ ბუხართან ჩემს სავარძელში და ვგრძნობ სითბოს...უცებ აღმოჩნდა რომ ეს რეალობა კი არა, სიზმარი იყო. მე თურმე ლოგინში ვიწექი და სიზმარს ვხედავდი. არადა რა ცხადი და ნათელი განცდა იყო ბუხრის, სითბოსი და ა.შ. მაშ სრული უფლება მაქვს დავსვა კითხვა: ჭეშმარიტებაა ის რასაც განვიცდი და აღვიქვამ თუ ილუზია? ხომ არ მატყუებენ ჩემი გრძნობები...
მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ მე ეჭვი შემაქვს იმაში, არის თუ არა დღეს საქართველოში "სიტყვა".
რაც შეეხება…

mxolod siyvaruls sheudzlia gascavlos rame

gascavlos grdznoba da moganichos bedniereba

sizmarshi vxedav agar arsebobs aq dge da game

titqos dznelia tavi afaro kadnierebas

gavkureb sivrces talga moadga zgvis sanapiros

talga shavbneli da chems siyvaruls gadaefara

ar msurs am talgam chems garda kidev sxvas ackeninos

da chems sikvaruls nateli isev gadaegvara

oh es sityvebi ar ekutvnis arc mtkvars arc rions

da ar edzgvneba arc meris da arc galaqtions

edzgvneba mxolod adamians vamsgavseb sions

da mis dakargvas chems tavs vabraleb da ver vpatiob

adamians romelsac vudzgvni chemtvis ertia

jobia meris ar eckineba arc galaqtions

da ironiit megebeba bedi gangeba

rameshi vcdebi? dideba ufals man mapatios

Blog
Blogs are being updated every 5 minutes